ჭდე: ფიფა

Home ფიფა
ჯიდა 2023
ჩანაწერი

ჯიდა 2023

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ფიფამ დაადასტურეს, რომ 2023 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება. გადაწყვეტილება ფიფას დელეგაციის ჯიდაში ვიზიტის შემდეგ მიიღეს. ტურნირი 2023 წლის 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საუდის არაბეთში ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება. „მოხარულები ვართ, რომ ჯიდა, თავისი უახლესი ტექნოლოგიებით და რეპუტაციით, ...

ჯანი ვინის ქომაგი
ჩანაწერი

ჯანი ვინის ქომაგი

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო წუხელ, ესპანეთის პრიმერაში მომხდარ ახალ რასისტულ სკანდალს გამოეხმაურა, რომელიც 35-ე ტურში „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის (1:0) მატჩისას ატყდა. პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა მადრიდელ თავდამსხმელ ვინისიუსს და მსგავს სიტუაციებთან გამკლავების პროცედურა გამოაქვეყნა. „სრულად ვუჭერ მხარს ვინისიუსს. ფეხბურთში და საზოგადოებაში რასიზმის ადგილი არ არის და ფიფა სოლიდარულია ყველა მოთამაშის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება....

ინფანტინო მესამედ…
ჩანაწერი

ინფანტინო მესამედ…

ჯანი ინფანტინო ფიფა-ს პრეზიდენტის პოსტზე მესამედ აირჩიეს – მისი უფლებამოსილება 2027 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. პრეზიდენტის არჩევნები ფიფა-ს 73-ე კონგრესზე გაიმართა, რომელსაც რუანდის დედაქალაქი კიგალი მასპინძლობდა. ინფანტინო აღნიშნულ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო. 52 წლის შვეიცარიელი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას 2016 წლიდან უდგას სათავეში. 2019 წელს ხელმეორედ აირჩიეს ამ პოსტზე და მაშინაც უალტერნატივო კანდიდატი იყო.

კვარა Fifa 23-ის თვის საუკეთესოც გახდა
ჩანაწერი

კვარა Fifa 23-ის თვის საუკეთესოც გახდა

ხვიჩა კვარაცხელია Fifa 23-ში თებერვლის საუკეთესოდ დაასახელეს. ქართველი გარემარბი უკვე მეორედ იღებს ამ ჯილდოს. პირველად მან აგვისტოში გაიმარჯვა. სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში კვარაცხელიას ეფექტურმა გამოჩენამ ნეაპოლსა და მის გარეთ, ფაქტობრივად მთელს მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მოგეხსენებათ, ის მიმდინარე სეზონში მეორედ დაასახელეს სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად, რაც უნიკალური შედეგია — ადრე ერთი ფეხბურთელი თვის...

დაბრუნება 100 წლის შემდეგ…
ჩანაწერი

დაბრუნება 100 წლის შემდეგ…

მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ფიფაში ერთობლივი განაცხადი სამხრეთ ამერიკის ოთხმა ქვეყანამ – არგენტინამ, ურუგვაიმ, ჩილემ და პარაგვაიმ შეიტანა. სამხრეთ ამერიკაში იმედოვნებენ, რომ ზუსტად 100 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს დააბრუნებენ იქ, სადაც ეს ტურნირი პირველად გათამაშდა – კერძოდ, ურუგვაიში. აღნიშნული ოთხეულის გარდა ტურნირის ჩატარებაზე ასევე ერთობლივად აცხადებენ პრეტენზიას ესპანეთი/პორტუგალია (დიდი ალბათობით, მათ უკრაინაც დაემატება) და...

რუსეთი ევროპიდან მიდის…
ჩანაწერი

რუსეთი ევროპიდან მიდის…

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მფლობელი ლეონიდ ფედუნი ჟურნალისტებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ესაუბრა. „საბოლოო კენჭისყრის თარიღზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ის მხოლოდ ალეკსანდრ დიუკოვმა (რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი) იცის. ახლა დაძაბული მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. უეფასთან ურთიერთობის შენარჩუნების ბოლო შანსს ვებღაუჭებით. აზიის შესახებ კი ჩემი პოზიცია ნათელია – მგონი სხვა გზა არც გვაქვს“,...

ინფანტინომ ზელენსკის უარი უთხრა!
ჩანაწერი

ინფანტინომ ზელენსკის უარი უთხრა!

ფიფამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წინ გულშემატკივრებისთვის მიმართვის ნება არ დართო. პლანეტაზე ფეხბურთის უსტაბაშმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ ფეხბურთის მოედანი პროტესტის ადგილად არასდროს გადაიქცევა. ზელენსკის უნდოდა შემთხვევით ესარგებლა და „ლუსაილ სთედიუმზე” ვიდეომიმართვით ჩართულიყო.  

ვენგერს ზამთარი მოსწონს…
ჩანაწერი

ვენგერს ზამთარი მოსწონს…

ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი არსენ ვენგერი, წინადადებით გამოდის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მომავალშიც ზამთარში გაიმართოს. „თუ გვინდა, რომ ფეხბურთი უფრო დემოკრატიული გახდეს, აუცილებელია, მსოფლიო ჩემპიონატი აფრიკულ ქვეყნებშიც ჩატარდეს, სადაც ზაფხულში თამაში თითქმის შეუძლებელია. ყატარში მიმდინარე ტურნირი აჩვენებს, რომ ზამთარში მონდიალის გამართვა სავსებით შესაძლებელი და მისაღებია. გეთანხმებით, რომ ნაკრებების უმრავლესობას ცოტა დრო ჰქონდა სათანადოდ მოსამზადებლად,...

ჯანი ისევ თავში
ჩანაწერი

ჯანი ისევ თავში

ფიფას ახლანდელი პრეზიდენტი, იტალიელი ჯანი ინფანტინო, თანამდებობას  მომავალშიც შეინარჩუნებს. ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 2023 წლის მარტში დანიშნულ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი სწორედ ინფანტინო იქნება. შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში G20-ის სამიტზე დამსწრე ინფანტინომ, მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს მიმართა, ყატარის მუნდიალის მიმდინარეობის პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში  ყოველგვარი შეიარაღებული კონფლიქტი შეწყდეს. მას მიაჩნია, რომ ფეხბურთი ადამიანების გამაერთიანებელი ფენომენია...

ირანი უნდა მოიკვეთოს!
ჩანაწერი

ირანი უნდა მოიკვეთოს!

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ ირანის ნაკრები 2022 წლის ყატარში მსოფლიო ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს. ცნობილი ფუნქციონერი მიიჩნევს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში ქალების მიმართ ძალადობისა და რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის გამო უნდა მიიღონ. „ირანი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატიდან უნდა მოიკვეთოს. მე რომ ფიფას პრეზიდენტი ვიყო, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებდი“, – თქვა ბლატერმა. ცოტა ხნის წინ ფიფა-ს,...