გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თავისი არჩევანი გააკეთა ფიფა-ს 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მინიჭების შესახებ ხმის მიცემისას. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ყველაზე მეტად იმსახურებს ამ ჯილდოს. მეორე ადგილზე „ჩელსის“ დამრიგებელი ენცო მარესკა გავიდა, მის სამეულში „ლივერპულის“ თავკაცი არნე სლოტიც მოხვდა. პრიზი კი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ...
ჭდე: ფიფას წლის საუკეთესო
ვის მისცეს ხმა ლივერპულელებმა
ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოებაზე უკვე მოგახსენეთ, ახლა კი ამ მოვლენას „ლივერპულის’’ გადასახედიდან შევხედოთ. გიორგი მამარდაშვილის კლუბის ოფიციალურმა საიტმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლეო მესიმ თავის ანკეტაში საუკეთესო მწვრთნელთა შორის არნე სლოტი საერთოდ არ ჩაწერა. „ბარსელონას’’ ყოფილმა მეგავარსკვლავმა პირველ ადგილზე ლუის ენრიკე გაიყვანა, მეორეზე ჰანსი ფლიკი და მესამეზე მიკელ არტეტა. მოგეხსენებათ, ფიფას...
დემბელე ფიფასთვისაც საუკეთესოა
„ოქროს ბურთის’’ მფლობელ ოსმან დემბელეს 2025 წელს მსოფლიოში ბადალი მართლა რომ არ ჰყავდა ფიფას გამოკითხვამაც დაადასტურა ― 16 დეკემბერს დოჰაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კიდევ ერთი უდიდესი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო. ამ გამოკითხვაში ხმას აძლევენ გულშემატკივრები, ჟურნალისტები, ნაკრები გუნდების კაპიტნები და მწვრთნელები. შარშან ფიფას საუკეთესო ვინისიუსი იყო. დემბელეს გარდა შორტ-ლისტში მოხვდნენ პსჟ-ს ფეხბურთელები...
ხვალ ფიფა საუკეთესოს დაასახელებს
ოსმან დემბელემ „ოქროს ბურთის’’ შემდეგ შესაძლოა კიდევ მიიღოს დიდი ინდივიდუალური ჯილდო. ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოება ხვალ, სამშაბათს დოჰაში გაიმართება. გამარჯვებულს თერთმეტი ნომინანტიდან შეარჩევენ. „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელი შორტ ლისტშია. აქვეა პარიზული კლუბის ყოფილი ვარსკვლავი, ახლა „რეალში’’ საუცხოოდ მოთამაშე კილიან მბაპე. გალა-ვახშამი გაიმართება ჯერ კიდევ შემორჩენილი საკონტინენტთაშორისო თასის წინა საღამოს. მას 800 სტუმარი დაესწრება. რაც შეეხება...
ფიფამ თერთმეტეული დაასახელა
„ფრანს ფუტბოლმა’’ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ოსმან დემბელე დაასახელა და მას „ოქროს ბურთი’’ გადასცა. ახლა ფიფას დაჯილდოების ჯერი ახლოვდება. განსხვავება ის არის, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია სეზონის კი არა, წლის საუკეთესო მოთამაშეს ავლენს. მის გამოკითხვაში მონაწილეობენ ეროვნული ნაკრებების კაპიტნები, მწვრთნელები, შერჩეული ჟურნალისტები და ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირებული გულშემატკივრები. ხმის მიცემის ვადა დეკემბრამდეა. გასულ სეზონში...
მესი! და ხვიჩას მხარდამჭერნი
ფიფას გამოკითხვით 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლეო მესი. მან 2022 წელს მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლონდონში გამართულ ცერემონიალზე დააჯილდოვეს. ხმების თანახმად მეორეზე გავიდა ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი, ხოლო მესამეზე კილიან მბაპე. წილისყრაში მონაწილეობდნენ ნაკრები გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები. წილისყრის შედეგები უპრეცედენტო გამოვიდა. მესიმ და ჰოლანდმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს — ორივეს 48...
ლუკას ფიფასგან…
საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი ფიფა-ს გალა-დაჯილდოების ერთ-ერთი გმირი გახდა – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს საგანგებო ჯილდო გადასცეს. სამართლიანი თამაშის (Fair Play) პრიზის ნომინანტები, ლუკასთან ერთად, ედუარდო კამავინგა („რეალი“) და სადიო მანე („ბაიერნი“) იყვნენ, მაგრამ ჟიურიმ ქართველის საქციელი ყველაზე მეტად დააფასა. ლუკა იტალიის ჩემპიონატში, „კრემონეზესთან“ ერთად მორიგი ტურის თამაშისთვსის ემზადება და დაჯილდოებაზე პირადად ვერ ჩავიდა, მაგრამ...
ზიდანი – არა, ლოპეტეგი – კი
„მარკა” წერს, რომ ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოების დეტალებში ჩახედვა ხანდახან ადამიანთა შორის ურთიერთობის საინტერესო დეტალებს ხდის ფარდას. ამ თვალსაზრისით, სახალისოა იმის გადახედვა, თუ ვინ ვის მისცა ხმა. ნომინაციაში წლის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელები, როგორც წესი, წარმატებულთა გარდა ხმას თავიანთ მოქმედ მწვრთნელს ან იმ სპეციალისტს აძლევენ, რომელიც მათ კარგად მოპყრობია. უელსის ნაკრების კაპიტანმა და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა...
ღირსი იყო მესი?
2019 წლის ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის სამ ნომინანტს შორის იყვნენ ლეო მესი, ვირჯილ ვან დაიკი და კრიშტიანუ რონალდუ. გაიმარჯვა მესიმ, მაგრამ გაჩნდა კითხვა: იქნებ ვან დაიკი უფრო იმსახურებდა? ესპანურმა „მარკამ” თავის ორ ჟურნალისტს მისცა საშუალება გამოეთქვათ მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც მიხვდით, ერთი ამტკიცებს, რომ არგენტინელი დამსახურებულად გახდა წლის საუკეთესო, მეორეს აზრით კი ჯილდო ჰოლანდიელს ეკუთვნოდა....
სად იყო კრიშტიანუ?
ლეო მესი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კრიშტიანუ რონალდუ „ლა სკალაში” გალა დაჯილდოებას არ დაესწრო. რონალდუ წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მაგრამ სცენაზე არ იყო. იქ იდგა ათი ფეხბურთელი, რომელთა უმეტესობაც მილანში ტურინთან შედარებით გაცილებით შორი მანძილიდან ჩავიდა. 34 წლის პორტუგალიელი დაშავებულია და დღეს, „ბრეშასა” და „იუვენტუსის” შეხვედრის განაცხადში არ არის შეყვანილი. ვითომ, ტრავმამ არ...








