ჭდე: ტატო გრიგალაშვილი

Home ტატო გრიგალაშვილი
ეთოს ისტორია
ჩანაწერი

ეთოს ისტორია

ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ისტორია დაწერა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა. ჩვენებურმა ეს სოფიაში დაწყებულ კონტინენტის პირველობაზე გააკეთა და საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი მოუტანა. არადა, დღეს ტატამზე კიდევ სამი მოჭიდავე გავიდა, სამივე მამაკაცებში და მედალს ვერც ერთი შეწვდა. პაპინაშვილმა პირველივე ორთაბრძლა წააგო ფრანგ სედრიკ რევოლთან. ამავე წონაში ჩხვიმიანი...

ყველა მედალი
ჩანაწერი

ყველა მედალი

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა დელეგაციის ყველა წევრმა მედალი აიღო. ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო – ასეთია ჩვენი ნაკრების შედეგი. პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენებურს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვენიელი მეტოქე კაია კაიზერი არ გამოუცხადდა. მანამდე ლიპარტელიანმა (57კგ) მავრიტანელი კრისტიან ლეგენტილი დაამარცხა, რის შემდეგაც ბრძოლა ფრანგ ფაიზა მოდკართან დათმო და...

მაისურაძის ვერცხლი
ჩანაწერი

მაისურაძის ვერცხლი

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ვერცხლის მედალოსანია. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუკამ ოქროს მედლისთვის ბრძოლა აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან დათმო. მანამდე ჩვენებურმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო. მაიურაძე პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე წრეში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა; მეოთხედფინალში – ნიდერლანდელი იესპერ სმინკი; ნახევარფინალში – უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო. შეგახსენებთ, ხორვატიაში გრან პრიზე საქართველოს ოქროს მედალი...

ტატომ ზაგრები მოიგო
ჩანაწერი

ტატომ ზაგრები მოიგო

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან-პრის გამარჯვებულია. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩვენებური ფინალში ბრაზილიელ გილერმე შმიდტს დაეჭიდა და თავიდანვე ვაზარით დაწინაურდა. მერე ორი გაფრთხილება კი მიიღო, მაგრამ საქმე მაინც მოგებამდე  მიიყვანა. გრიგალაშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, ოქროსკენ მიმავალ გზას კი, მოლდოველი ნიკონ ზაბოროსკიუჩის დამარცხებით შეუყვა, რომელსაც ფრანგი ბაპტისტ პიერი მიაყოლა, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდელ ჯიმ ჰეიმანს...

დღე 4: მადიევმა მედალს გახედა
ჩანაწერი

დღე 4: მადიევმა მედალს გახედა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე მოკრივე ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში გავიდა და მინიმუმ ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. 69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მადიევი რინგზე უგანდელ შადირ ბვოგს შეხვდა. მსაჯების გადაწყვეტილებით ბრძოლა მადიევის სასარგებლოდ დასრულდა – 3:1. ერთმა მსაჯმა ორივე მოკრივეს თანაბარი ქულები მიანიჭა. მეოთხედფინალში მადიევი მსოფლიო ჩემპიონს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრების წევრ ალექსანდრ ზამკავოის 30 ივლისს შეხვდება. მედლის...

გრიგალაშვილის ვერცხლი
ჩანაწერი

გრიგალაშვილის ვერცხლი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოსტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტატო გრიგალაშვილმა ფინალურ შეხვედრა ბელგიელ მატიას კასესთან, დამატებით დროში, იპონით წააგო და მხოლოდ ვერცლის მედალი ირგუნა. არადა, ჩვენებურმა ფინალამდე ჯერ სამხრეთკორეელი ძინ ლი მუნი დაამარცხა იპონით, შემდეგ შვედ რობინ პაცეკს ვაზარით აჯობა, მერვედფინალში ბერძენ ალექსიოს ნტანანციდისს 50 წამში მოუღო ბოლო, ხოლო ბელგიელ სამი...

ჩხვიმიანი ტიტულს ვერ დაიცავს
ჩანაწერი

ჩხვიმიანი ტიტულს ვერ დაიცავს

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირა რჩება და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანს იძულებითი ცვლილებების გაკეთება მოუწია. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 6-13 ივნისს უმასპინძლებს მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოსიტებს. იქ უნდა ყოფილიყო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლუხუმ ჩხვიმიანიც (60კგ), მაგრამ ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს. უნგრეთში ვერც ილია სულამანიძე წავა (100). მათ ნაცვლად გუჯეჯიანმა ნუგზარ ტატალაშვილსა(73) და ტატო...

ბრინჯაოს დღე
ჩანაწერი

ბრინჯაოს დღე

საქართველოს დელეგაციამ თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის მეორე დღის ორ წონით კატეგორიაში სამი მედალი კი ირგუნა, მაგრამ სამივე ბრინჯაოსი. 73 კილოგრამ წონაში ლაშა შავდათუაშვილმა ეგვიპტელ მოჰამედ მოჰიელდინსა და კუბელ მაგდიელ ესტრადას აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალურ ეტაპზე რუს დენის იარცევთან დამარცხდა. ლაშამ რეპეშაჟში გადანაიცვლა და იქ უზბეკ მუროდიონ იულდოშევს დამატებით დროში იპონით მოუგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი, კოსოვოელი...

გრიგალაშვილი მასტერსზე საუკეთესოა
ჩანაწერი

გრიგალაშვილი მასტერსზე საუკეთესოა

ყატარში დამთავრებულ მასტერსზე ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა გაიბრწყინა. ეს უყურადღებოდ არ დარჩენია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას და მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად სწორედ ჩვენებური დაასახელა. თუმცა, ეს არ იყო სუბიექტური გადაწყვეტილება – ძიუდოს მამებმა იხელმძღვანელეს სპორტსმენთა მიერ დაფიქსირებული შედეგით, იპონების რაოდენობითა და ტატამზე გატარებული წუთებით. გრიგალაშვილს კი, დოჰაში 4 იპონი მოუგროვდა, ტატამზე 16 წუთი და 33 წამი...

გრიგალი დოჰაში
ჩანაწერი

გრიგალი დოჰაში

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მასტერსის მეორე დღე საქართველოს დელეგაციისთვის უკეთესი გამოდგა. 21 წლის ტატო გრიგალაშვილმა გრიგალივით გადაურა ყველა მეტოქეს და ოქროს მედალი ირგუნა. 81 კილოში მოჭიდავე ჩვენიანმა პირველ წრეში უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, ხოლო შემდეგ იტალიელი ანტონიო ესპოზიტოს რამდენიმე წამში ბრწყინვალე იპონით მოუგო. მეოთხედფინალში ჩვენებურის მსხვერპლი რუსი ალან ხუბეცოვი გამოდგა და ტატო ნახევარფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ...