გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალების წილისყრა. ერთი ქვეყნის გუნდების დაპირისპირება მეოთხედფინალებში არ იქნება… „ჩელსი“ – „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ –„ატლეტიკო“, „ვილიარეალი“ – „ბაიერნი“, „ბენფიკა“ – „ლივერპული“ ნახევარფინალში ასე დაწყვილდებიან: „ჩელსი“ – „რეალში“ მოგებული შეხვდება „სიტი“ – „ატლეტიკოში“ მოგებულს. „ვილიარეალი“ – „ბაიერნში“ უკეთესი კი „ბენფიკა“ – „ლივერპულში“ მოგებულს. მეოთხედფინალები ჩატარდება 5-6 და 12-13 აპრილს, ნახევარფინალები 26-27...
ჭდე: სიტი
გვარდიოლა: სადაა ნატო? სადაა ამერიკა?
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ომის შესახებ ისაუბრა – კიდევ ვერ დამიჯერებია, რაც ხდებაო. მან პოლიტიკური სამყარო დაანაშულა: აქამდე უნდა მოხერხებინათ და ომი შეეჩერებინათო. „სიტიში“, როგორც იცით, ოლექსანდრ ზინჩენკო თამაშობს. უკრაინელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში („სპორტინგთან“ 0:0) ძირითადში იყო. „მსოფლიო დრამა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ადამიანის სურვილის გამო ზოგიერთი ქვეყანა ინგრევა. მსოფლიო ადრინდელივით დუმს. ხალხი სასოწარკვეთილია,...
პეპი: ასეთი მეტოქე კარიერაში არ მყოლია
დაახლოებით ერთი თვის წინ იურგენ კლოპმა თქვა, რომ „ლივერპული“ პეპის „მანჩესტერ სიტისთვის“ უკანალში ტკივილივითაა, არ გვასვენებსო… პეპ გვარდიოლამ კი დღეს განაცხადა, რომ მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე „ლივერპულია“. მოკლედ, კომპლიმენტები იცვლება. ინგლისის ჩემპიონატში 3 ქულაა სხვაობა. „სიტი“ წინაა და ვნახოთ, როგორი ფინიში გვექნება. გვარდიოლამ სხვაც დაამატა: „ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ „ლივერპულის“ უკანალში ტკივილს...
ჩახუტება 0:5 წაგების მერე
ლისაბონის „სპორტინგის“ მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ 0:5 წაგების მერე საინტერესო რამ თქვა: „მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს ჩავეხუტო. მათ ყველაფერი გააკეთეს, მთელი ძალები შეალიეს თამაშს. არ დაგვავიწყდეს, ვის წინააღმდეგ ვთამაშობდით. დრო გვჭირდება, რათა უფრო ძლიერად ვითამაშოთ. ჯერ პორტუგალიის ჩემპიონობით, მერე კი ჩემპიონთა ლიგაში ასეთი კარგი თამაშით დიდი ნაბიჯი გადავდგით, შარშანდელთან შედარებით ეს დიდი...
ბოდიში, ნასვამი ვარ…
ჯეკ გრილიში ბარში არ შეუშვეს, ნასვამი ხარო. „მანჩესტერ სიტის“ 110-მილიონიანი გრილიში რიად მაჰრეზისთან და კაილ უოკერთან ერთად დადიოდა მანჩესტერის ქუჩებში, ბარსაც მიადგა, მაგრამ ნურას უკაცრავადო… ვიდეო გადაუღეს. გრილიში ფეხზე ძლივს იდგაო, – თვითმხილველებს უთქვამთ. ისე, ის ადრეც შეამჩნიეს ალკოჰოლთან მეგობრობაში. გრილიში ქომაგებს უყვართ ბრიტანელებისთვის შედარებით უცხო სათამაშო მანერისთვის, მაგრამ ციდან ვარსკვლავებსაც ვერ წყვეტს. https://www.youtube.com/watch?v=xWLHZVtKP5A
ჩვენთვის ფრე სიკვდილია
როგორ ახერხებს „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ გამარჯვებებს? მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებენ, ინგლისში შეუჩერებლები არიან – მარათონში პეპ გვარდიოლას გუნდს თითქმის შეუძლებელია, აჯობო… ფაქტორებზე „ქალაქელების“ მცველმა კაილ უოკერმა ისაუბრა: „ჩვენ სტანდარტი დავაწესეთ – როცა მოედანზე გავდივართ, სამი ქულა უნდა ავიღოთ. მინიმუმი ესაა, ამას კი ემატება კარგი თამაში. უნდა მოვიგოთ და დამატებით, მაღალი ხარისხის თამაში...
რა ხდება უკრაინაში, 21-ე საუკუნეა…
ხოსეპ გვარდიოლამ უკრაინელ ალექსანდრ ზინჩენკოზე ისაუბრა, ოღონდ არასაფეხბურთო თემაც ახსენა. ზინჩენკოს ტრავმა ჰქონდა და „მანჩესტერ სიტის“ ძირითადში ადგილის ხელახლა მოპოვება ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს ჟოაო კანსელუს თამაშის ფონზე… გვარდიოლამ თქვა, რომ „ფულემთან“ თასზე ზინჩენკოს თამაში შესაძლებელია. ანუ, უკვე მზად არისო. „დიახ, „ფულემთან“ შესაძლოა ვათამაშოთ. მხოლოდ სამი დღეა, რაც ტრავმისგან ბოლომდე განიკურნა… გარდა ამისა, ზინჩენკოს გავესაუბრებით...
კლოპს გაუგებ, პეპს – ვერა
„ლიდსის“ არგენტინელმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ იურგენ კლოპისა და პეპ გვარდიოლას თავისებურებებზე ისაუბრა. „ გვარდიოლას იდეებს ვერ გაუგებ. მხოლოდ უნდა უყურო და ისიამოვნო. თუ ვინმე პეპის მიბაძვას დაიწყებს, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ინტერპრეტაცია შეუძლებელია. … ვფიქრობ, შეუძლებელია იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს მისი ტვინი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის შეუძლებელია. … კლოპი? ის შესანიშნავი მწვრთნელია თავისი სტილითა და ხასიათით....
ტორესი ბარსას მიუახლოვდა
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, დაადასტურა, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა აგრძელებს მოლაპარაკებებს „ქალაქელების“ ესპანელი შემტევის, ფერან ტორესის ტრანსფერის თაობაზე. „იანვარში ჩვენ თავდამსხმელის ყიდვას არ ვაპირებთ. ფერან ტორესი და „ბარსელონა“? ოფიციალურად ჯერ ცნობილი არაფერია. თუმცა ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და მხარეები თითქმის შეთანხმებულები არიან ტრანსფერზე“, – ამბობს გვარდიოლა. ესპანური მედია კი წერს, რომ 21 წლის ტორესი...
სანე ზედიზედ მესამედ
საადაპტაციო პერიოდის შემდეგ ლეროი სანე ზედიზედ მესამედ გახდა მიუნხენის „ბაიერნის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელი. ნოემბერში 25 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირში „ბაიერნის“ მაისურით 5 შეხვედრა ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. სანე „ბაიერნის“ საუკეთესო მოთამაშედ სექტემბერ-ოქტომბერშიც დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ სანე 2016-20 წლებში „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა, სადაც „შალკედან“ გადავიდა. „ბაიერნში“ 2020 წლიდან თამაშობს და...









