მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2020 მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყო — გერმანიას მოუგო 1:0, თან მიუნხენში. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად 28 წლის პოლ პოგბა დაასახელეს. „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ნაკრებში უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა, რაც არავის გაკვირვებია. სხვა საქმეა, რომ „ოლდ ტრეფორდზე” ფრანგი ვარსკვლავის შემყურე ფანებს კითხვა უჩნდებათ: რატომ თამაშობს ის ეროვნულ გუნდში ბრწყინვალედ, კლუბში კი ხშირად ვერ...
ჭდე: საფრანგეთის ნაკრები
ბენზემა ნაკრებში დააბრუნეს!
ექვსწლიანი განკვეთა დასრულებულია! საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ქარიმ ბენზემა ეროვნულ გუნდში დააბრუნა. დღეს, ფრანგული და მსოფლიო პრესის ერთ-ერთი მთავარი თემა „რეალის” თავდამსხმელის მსოფლიოს ჩემპიონთა რიგებში აღდგენაა, რასაც „ეკიპი” სამშაბათსვე წინასწარმეტყველებდა. დეშამმა გამოაქვეყნა 26 კაციანი სია. მასში ჩამოწერილი ფეხბურთელები, ევროპის ჩემპიონატის წინ, უელსსა და ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას. როგორც კი ახალმა ამბავმა მსოფლიოს ყურადღება...
მსოფლიო ევროპაზე მეტია
„ესტადიო და ლუჟზე”, რომელიც ლისაბონში მდებარეობს, მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ პორტუგალიის ნაკრებს ერთა ლიგის A დონის მესამე ჯგუფის შეხვედრაში 1:0 მოუგო. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა ფეხბურთელმა, რომლისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ — „ჩელსის” ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ. ეს გახლდათ კანტეს მეორე გოლი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. კანტემ პორტუგალიელი მეკარის რუი პატრისიუს მოგერიებულ ბურთს დაამატა, მანამდე...
ბოსნია მეტია, ვიდრე საფრანგეთი
სხვა ქვეყანაში დაბადებული ქართული ფესვების ფეხბურთელები გვინახავს საქართველოს ნაკრებში. ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვანოთ, რომელიც მირალემ პიანიჩმა დღეს გააჟღერა. როგორც ირკვევა, ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელს საფრანგეთის ნაკრებში ეპატიჟებოდნენ. „დიახ, როდესაც „ლიონში“ გადავედი, შემეძლო საფრანგეთის ნაკრებში თამაში, მაგრამ ნათქვამი მქონდა, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინის მაისურა მინდოდა მომერგო. საფრანგეთის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა დამირეკა კიდეც, თუმც გადაწყვეტილება უკვე...
პოგბა რეალზე ოცნებობს
პოლ პოგბა არ მალავს, რომ „რეალში” თამაშზე ოცნებობს, რადგან „რეალი” მისი ოცნების გუნდია. ამასთან ერთად ფრანგი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” თავს შესანიშნავად გრძნობს. ეწყინებათ თუ არა მანჩესტერელ ფანებს მისი ეს განცხადება, ამაზე მსოფლიოს ჩემპიონს ალბათ ბევრი არ უფიქრია. მოგეხსენებათ, ევროპაში სატრანსფერო ბაზარი ამ კვირის დასაწყისში დაიხურა. 27 წლის ფეხბურთელმა თავის საკლუბო ბედ-იღბალზე საფრანგეთის ნაკრების ბანაკში...
დეშამი კუმანით უკმაყოფილოა
მსოფლიოს ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჰოლანდიელი კოლეგა რონალდ კუმანი გააკრიტიკა. 51 წლის დეშამმა „ბარსელონას” 57 წლის თავკაცს ანტუან გრიზმანის გამო უსაყვედურა. გრიზმანი, მოგეხსენებათ, „ბარსელონასა” და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელია. დეშამმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „გრიზმანი „ბარსელონაში” თავისი პოზიციით კმაყოფილი არ არის, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ მე კლუბების საქმეებში ცხვირს არასდროს ვყოფ და არავის ვასწავლი...
კანტეს ეშინია და არ ვარჯიშობს
ნგოლო კანტეს კორონავირუსის ეშინია და „ჩელსიმ” ვარჯიშებიდან გაათავისუფლა. როდის დაბრუნდება მსოფლიოს ჩემპიონი გუნდში, უცნობია. „ლურჯებს” covid 19-ის ტესტი ჩაუტარეს და ყველა ჯანმრთელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ფრენკ ლემპარდის სამწყსო წვრთნას შეუდგა. პირველ ვარჯიშს ფრანგიც დაესწრო, მაგრამ შემდეგ მან საგანგებო მოპყრობა ითხოვა. მწვრთნელი ნახევარმცველის ამ თხოვნას გაგებით შეხვდა. კანტეს არ სურს საქმიანობას შეუდგეს მაშინ, როდესაც მთელი ინგლისი კარანტინშია...
არასწორი ზიდანი
ფრანგმა მცველმა ვილი სანიოლმა მონდიალი 2006-ის ფინალი გაიხსენა. საფრანგეთი დამატებით დროში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ზინედინ ზიდანის გაძევებამ ბოლო წუთებში თამაში გაათანაბრა და ბოლოს პენალტები დაინიშნა, რომელშიც იტალიელებმა მოიგეს. სანიოლი აცხადებს – ზიდანმა მარკო მატერაცის მუცელში რომ თავი ჩაარტყა, ამით მთლიანად საფრანგეთი დააზარალა და ეს არასწორი საქციელი იყოო. „ფინალის მერე ყველანი სტრესში ვიყავით. ყველა ფეხბურთელი ზიდანს...
დიდიე დეშამი მისი შემცვლელის შესახებ
საფრანგეთის ნაკრების თავკაცი დიდიე დეშამი დარწმუნებულია, რომ „ლურჯებს” ადრე თუ გვიან ზინედინ ზიდანი ჩაუდგება სათავეში. დეშამი ის კაცია, ვინც 2018 წელს ფრანგებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, მაგრამ მას ისიც კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნად მარადიული არაფერია. „სრულიად შესაძლებელია, რომ ჩემ შემდეგ ნაკრები ზიზუმ ჩაიბაროს, — უთხრა დეშამმა „ლე მონდს”, როდესაც მისი შესაძლო შემცვლელის შესახებ ჰკითხეს, — დღეს...
გრიზმანი: მე დრიბლინგი არ ვიცი
კორნელა ერთიბეწო ქალაქია ბარსელონადან 15 კილომეტრში, სადაც „პუმამ” გუშინ თავისი ახალი ბუცების პრეზენტაცია მოაწყო. საღამოს ესწრებოდნენ „ბარსას” ფეხბურთელები ანტუან გრიზმანი, ლუის სუარესი, სამუელ უმტიტი, „ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი და წარსულში დიდი ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რომელმაც თანამემამულე უმტიტიზე იხუმრა, ეს ისეთი კარგი ბუცებია, რომ ამიერიდან სამუელი დაცვაში უშეცდომოდ ითამაშებსო. ყველაზე საინტერესო რამ კი მაინც ანტუან...









