ჭდე: რენი

Home რენი
ლიონი იშტაზეა
ჩანაწერი

ლიონი იშტაზეა

წინა ტურში სენტ ეტიენში 1:2 დამარცხების შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ სწრაფად მოეგო გონს და შინ „რენი’’ შთამბეჭდავად დაამარცხა ― 4:1. ლიონელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშისთვის იბრძვიან. „ლე გონის’’ ანუ „ბიჭების’’ გოლები გაიტანეს მალიკ ფოფანამ, კორენტენ ტოლისომ, ალექსანდრ ლაკაზეტმა და შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქუტაძემ, რომელსაც იმ 15 წუთში რაც მოედანზე დაჰყო, კიდევ შეეძლო ერთი გოლის...

როგორ მიაბჯინა კვარამ ბრეტონის ცას ფეხი
ჩანაწერი

როგორ მიაბჯინა კვარამ ბრეტონის ცას ფეხი

შაბათ საღამოს რენში ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე საჰაერო ილეთი შეასრულა, რომელიც „პარი სენ ჟერმენის’’ ოფიციალურმა გვერდმა შესანიშნავი ფოტოთი უკვდავყოო, წერს „პარიზიენი’’.  სტუმართა შვიდი ნომრის ფოტო სრულიად ინტერნეტმა აიტაცა. გავლენიანი ფრანგული გაზეთი ამბობს, რომ ფოტო ქსელს მანამდე მოედო, სანამ კლუბი მას ოფიციალურად გამოაქვეყნებდა. თავად ამბავი კი 8 მარტს მოხდა, როდესაც პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში...

კაცი, რომელსაც ფული აწუხებდა
ჩანაწერი

კაცი, რომელსაც ფული აწუხებდა

რაც ფეხბურთში ფული ტრიალებს… „ვესტ ჰემის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სენეგალელმა დიაფრა საკომ, რომელიც ახლა 32 წლის არის და ჯიბუტიში თამაშობს, 2018 წელს თავისი „ლამბორგინი“ ლონდონში, „ჩაქუჩების“ ბაზასთან დატოვა და „რენში“ ისე გადავიდა. ფეხბურთელები და მათი ჯამაგირები მთელს მსოფლიოში სალაპარაკო თემაა. ზოგი ამბობს, რომ მათთვის ამხელა ფულის გადახდა უსამართლობაა. მეორენი ამტკიცებენ, რომ მათ კლუბებისთვის იმხელა შემოსავალი მოაქვთ,...

უეფამ ტოტენჰემი გაწირა
ჩანაწერი

უეფამ ტოტენჰემი გაწირა

უეფამ სიმკაცრე გამოავლინა და პირველად კოვიდსაფეხბურთო ისტორიაში გუნდს წაგება ჩაუთვალა, შედეგად კონფერენციის ლიგიდან მოკვეთა. ეს გუნდი ლონდონის „ტოტენჰემია“. უეფამ „ტოტენჰემს“ წაგება „რენთან“ გადადებულ შეხვედრაში ჩაუთვალა. ლონდონელების ბანაკში კოვიდ 19 დიდი დოზით შევიდა, რის გამოც რამდენიმე თამაშის გადადება მოუწიათ. მათ შორის იყო უეფას ეგიდით ჩასატარებელი მატჩი. ლონდონელები გადათამაშებას ითხოვდნენ, მაგრამ სანაცვლოდ წაგება ჩაუთვალეს და კონფერენციის ლიგიდანაც...

მას ემუქრება სათადარიგოთა სკამი
ჩანაწერი

მას ემუქრება სათადარიგოთა სკამი

კატალონიური გაზეთი „სპორტი“ „ბარსელონას“ მთავარი მოქიშპის მადრიდის „რეალის“ საქმეებს მიმოიხილავს და ვარაუდობს, რომ „თეთრები“ შეცდნენ, როდესაც „რენისგან“ 18 წლის ედუარდო კამავინგა იყიდეს. მადრიდელებს კამავინგა 30 მილიონი ევრო დაუჯდათ, მაგრამ შედეგების მიხედვით ამ თანხას შეიძლება კიდევ 15 მილიონი დაემატოს. ფრანგულ კლუბთან ნახევარმცველის კონტრაქტს ვადა გაისად ზაფხულში უნდა გასვლოდა. „სპორტი“ ფიქრობს, რომ კამავინგა „რეალის“ თავკაც კარლო ანჩელოტის...

რეალის ბიჭი დიდი ხანძრიდან
ჩანაწერი

რეალის ბიჭი დიდი ხანძრიდან

ედუარდო კამავინგა „რენიდან“ „რეალში“ გადავიდა. ის ნახევარმცველია. დაიბადა ანგოლაში, კერზოდ მიკონჯეს ლტოლვილთა ბანაკში. 2003 წელს, მისი ოჯახი საფრანგეთში გადასახლდა და ბინა რენიდან 50 კილომეტრში, ფუჟერში დაიდო. ექვსშვილიან ოჯახში ედუარდო მესამე იყო. დედამისს უნდოდა ვაჟი ძიუდოში გაწაფულიყო. მოუსვენარმა ბიჭუნამ შინ ყველაფერი რომ დალეწა, მამამ სელესტინომ ფეხბურთის კლუბ „დრაპო ფუჟერში“ მიიყვანა. ახლა, როდესაც კამავინგა „რეალში“ გაიყიდა, სატრანსფერო...

მბაპედან კამავინგაზე
ჩანაწერი

მბაპედან კამავინგაზე

„რეალი“ კილიან მბაპედან ედუარდო კამავინგაზე გადაერთო. „თეთრები“ „რენის“ ნახევარმცველის შეძენასთან ახლოს არიან. ფრანგულმა „კანალ პლუსმა“ დაადასტურა ესპანური AS-ის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „რეალმა“ და „რენმა“ გამონახეს საერთო ენა ანგოლური წარმოშობის ფრანგთან (3 შეხვედრა საფრანგეთის ნაკრებში) დაკავშირებით. გუშინ მხარეებს რამდენიმე წვრილმანიღა ჰქონდათ შესათანხმებელი. ხსენებულ მოლაპარაკებათა გამო „რენმა“ კამავინგა ბოლო შეხვედრებში სათადარიგოთა სკამზე დასვა. რამდენადაც ცნობილია, მადრიდელები...

უძვირესის გაუფასურება
ჩანაწერი

უძვირესის გაუფასურება

კვირას, „ლივერპულთან” შეხვედრაში, „ჩელსის” ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ უხეში შეცდომების სიას კიდევ ერთი დაამატა. ამის შემდეგ, დასავლეთლონდონური კლუბის ფანები უკვე მოუთმენლად ელიან, როდის ჩავა მათთან „რენის” კარის მცველი ედუარ მენდი და როდის დაიკავებს ადგილს ძელებს შორის. თამაში „სტემფორდ ბრიჯზე” მიმდინარეობდა. „ლივერპული” 1:0-ს იგებდა, როდესაც კეპამ, რომელიც 3 ოქტომბერს 26 წლისა ხდება, მისთვის უკვე ტრადიციად ქცეული...

საფრანგეთი დამთავრდა
ჩანაწერი

საფრანგეთი დამთავრდა

საფრანგეთის ჩემპიონატი აღარ გაგრძელდება. საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედვარდ ფილიპმა ქვეყანაში აგვისტომდე ყველანაირი სპორტული ღონისძიება აკრძალა. ამბობდნენ, რომ მატჩები შესაძლოა გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარებულიყო, თუმცა ფილიპმა ესეც გამორიცხა. ახალი სეზონი ჩვეულებრივ, აგვისტოდან დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია ეყოლება თუ არა ლიგა 1-ს ჩემპიონი და გავარდებიან თუ არა გუნდები ლიგა 2-ში და ვინ მოიპოვებს ევროტურნირების საგზურს. საფრანგეთის ჩემპიონატში პირველ...

მილიონები არსაიდან
ჩანაწერი

მილიონები არსაიდან

ერთის მხრივ, ძნელი ასახსნელია, როცა საქმე არაბი შეიხების კუთვნილ ფრანგულ კლუბსა და ამერიკულ სუპერკომპანიას ეხება, მაგრამ ფაქტია: პსჟ-ის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ NIKE-სთან მოლაპარაკებები დაასრულა. მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წელს გასდიოდა და კლუბი სპონსორისგან წლიურ 25 მილიონ ევროს იღებდა. ახალი კონტრაქტი 2032 წლამდე იმოქმედებს დაპარიზელები ყოველწლიურად 80 მილიონ ევროს მიიღებენ. გასაოცარი მხოლოდ ისაა, რომ პსჟ-ის...