წინა ტურში სენტ ეტიენში 1:2 დამარცხების შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ სწრაფად მოეგო გონს და შინ „რენი’’ შთამბეჭდავად დაამარცხა ― 4:1. ლიონელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშისთვის იბრძვიან. „ლე გონის’’ ანუ „ბიჭების’’ გოლები გაიტანეს მალიკ ფოფანამ, კორენტენ ტოლისომ, ალექსანდრ ლაკაზეტმა და შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქუტაძემ, რომელსაც იმ 15 წუთში რაც მოედანზე დაჰყო, კიდევ შეეძლო ერთი გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის შესრულება. ამ ეპიზოდებში ფორტუნამ „რენი’’ დაინდო.
ჟორჟის გოლი ულამაზესი გახლდათ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დიდოსტატური ასისტენტობა, რომელიც ქართველს ამ ეპიზოდში რაიან შერკიმ გაუწია და საერთოდ, უნდა ითქვას, რომ „ლიონი’’ „რენთან’’ შეხვედრაში ძალიან ლამაზი გოლების იშტაზე იყო.
Flashscore-მა მიქაუტაძეს 7.7 ქულა დაუწერა, whoscored-მა 7.1, ხოლო sofascore-მა 7.6.
„ლიონს’’ სათამაშო დარჩა „ლანსთან’’ შინ, „მონაკოსთან’’ სტუმრად და „ანჟესთან’’ შინ.
ჟორჟ მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონის 31 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი მიწოდებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
