ამბავი ასეთია: საქართველოს რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე საქართველო – რუსეთის მატჩის უკრაინულენოვანი აფიშა გამოაქვეყნა. იდეა ყველამ მოვიწონეთ და საგანგებოდაც აღვნიშნეთ. მაგრამ… საღამოს აფიშა გაქრა. აი, ასე, იყო და აღარ იყო. აიღეს ყოველგვარი განმარტების გარეშე, ალბათ, იმის იმედით, რომ ვერ შევნიშნავდით და „შერჩებოდათ“. რაც დამალა რაგბის კავშირმა, რუსებმა გაამჟღავნეს! „რუსეთის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობა...
ჭდე: რაგბის კავშირი
არასპორტული თამაშის ქრონოლოგია
ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ ვიღაცას აეროპორტში მისვლა დაავიწყდა, თუ დაეზარა, თუ საჭიროდ არ ჩათვალა. მერე კი იფიქრა, რომ უხერხულობიდან საუკეთესო გამოსავალი გაღმა შედავება იქნებოდა. 31 მაისი. 11:14 საათი ტელეკომპანია „პირველი“ აჩვენებს ლიეტუვას რაგბის კავშირის პრეზიდენტის ინტერვიუს. სატელეფონო საუბარში პრეზიდენტი ამბობს: „როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგვხვდა… არ მინდა კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა… ეს იყო ყველაზე...
გია ნიჟარაძე ბრალდებების საპასუხოდ
ითქვა, რაგბის კავშირში ფინანსური აუდიტის მიერ 23 მილიონი ლარის ოდენობის დეფიციტი არის აღმოჩენილიო. ეს თანხა კავშირის ექს-პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძის მმართველობისას გაიფლანგა და თუ ეს დადასტურდა, პასუხს სწორედ ის აგებსო… გია ნიჟარაძემ ამ ბრალდებას ღია წერილით უპასუხა, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ: „მივმართავ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს, მათ მწვრთნელებს, სპეციალისტებს, აკადემიებს და სარაგბო სკოლებს, ყველა...
რაგბის ახალი თავი
ბორჯღალოსანთა ექს-კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტია. სამგზის გადადებული არჩევნები დღეს თბილისის „ლოკომოტივის“ სარაგბო ბაზაზე გაიმართა და მას 20 კლუბის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთა ხმების საერთო რაოდენობამ 43 შეადგინა. არჩევნებზე გამოცხადდა, მაგრამ წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „გორდას“, რომელსაც ორი ხმა ჰქონდა. კენჭისყრის შედეგად 10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს 31 ხმა ერგო და...
გადაიდო, გადაიდო, კიდევ გადაიდო…
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ასე გადაწყვიტა კავშირის გამგეობამ – ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ყველა სპორტული ღონისძიება არა თუ ჩვენში – პლანეტა დედამიწაზე არის შეწყვეტილი, გადადებული, გაუქმებული… ერთადერთი იმას შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად არჩევნები 25 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ სხვადასხვა მიზეზთა გამო გადადება მოითხოვეს, რაც...
ვითომ ეს უშველის…
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს რაგბის კავშირს მაინც მოუწია არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება – საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს „მიხეილ მესხზე“ უმაყურებლოდ ჩატარდება. კორონავირუსმა კორექტივები ყველა სფეროში შეიტანა, მათ შორის სპორტშიც და ცხადია, გვერდი არც რაგბს აუარა. აგერ, „ექვსი ერის“ ჩემპიონატი საერთოდაც შემოდგომაზე დასრულდება, რადგან ამ ტურნირის მონაწილე იტალია ხსენებული ვირუსული ინფექციის გავრცელების უმთავრესი წყაროა და...
არ ავნო, არ დაამტვრიო, არ დაამცირო…
გაიმართა რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელსაც პრეზიდენტის არჩევნების ახალი თარიღი უნდა დაედგინა. მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა, გამგეობამ მიმართვა გავრცელა, რომელსაც იცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს რაგბის თემმა, მოქმედი სარაგბო კლუბების, რაგბის კავშირის გამგეობისა და ხელმძღვანელობის ჩათვლით 2011 წელს მიიღო რაგბის ქარტია, დოკუმენტი რომელიც ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის, როგორც ფასეულობათა სისტემის მიმართ. ჩვენთვის რაგბი არასდროს ყოფილა გატაცება, აზარტი...
სამი კანდიდატის ამბავი
მოგეხსენებათ, 30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის საანგარიშო ყრილობა გაიმართება, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვება. ჰოდა, პრეზიდენტობის კანდიდატთა ვინაობაც უკვე საბოლოოდ გაირკვა. მომდევნო 4 წლის, ანუ ერთი სრული სარაგბო ციკლის განმავლობაში საქართველოს რაგბის კავშირს უხელმძღვანელებს შემდეგი სამი ფუნქციონერიდან ერთ-ერთი: გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე ან ირაკლი აბუსერიძე. ამ წერილში ვეცდებით, სამივე კანდიდატის შანსები მოკლედ მიმოვიხილოთ და შევაფასოთ. ბაჩო...






