ამბავი ასეთია: საქართველოს რაგბის კავშირმა სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე საქართველო – რუსეთის მატჩის უკრაინულენოვანი აფიშა გამოაქვეყნა. იდეა ყველამ მოვიწონეთ და საგანგებოდაც აღვნიშნეთ.
მაგრამ…
საღამოს აფიშა გაქრა. აი, ასე, იყო და აღარ იყო. აიღეს ყოველგვარი განმარტების გარეშე, ალბათ, იმის იმედით, რომ ვერ შევნიშნავდით და „შერჩებოდათ“.
რაც დამალა რაგბის კავშირმა, რუსებმა გაამჟღავნეს!
„რუსეთის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა რაგბი ევროპას თხოვნით, გარკვეულიყო სიტუაციაში“ – განმარტა რუსული ფედერაციის პრესმდივანმა ანტონ ხალიზოვმა. მისივე ინფორმაციით, „რაგბი ევროპა იზიარებს ჩვენს პოზიციას, მსგავსი პუბლიკაციების დაუშვებლობასთან დაკავშირებით“.
რუსები რომ იჩივლებდნენ, გასაკვირი არ არის. საქმე არც რაგბი ევროპასთან გვაქვს. ჩვენების ამბავი გვაინტერესებს.
განა რა გვემუქრებოდა ასეთი, რომ კავშირმა სირცხვილის ჭამა ამჯობინა? დიდი-დიდი რამდენიმე ათასი ევრო ჯარიმა? ამისთვის ღირდა პრინციპზე და სამოქალაქო პოზიციაზე უარის თქმა? თუ ჯარიმის შიშმა ზუსტი ფასი დაადო რაგბის კავშირის „პრინციპულობას“?!
შეგახსენებთ: ეს ის კავშირია ერთმანეთს გამგეობის სხდომაზე იარაღს რომ უტრიალებენ, მეგობარი ლიტვის ნაკრებს აეროპორტშიც არ ხვდებიან, რუსეთის ნაკრებს კი ერთობლივ შეკრებაზე საქართველოში გულღიად ეპატიჟებიან.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
