ჭდე: ნიუკასლ იუნაიტედი

Home ნიუკასლ იუნაიტედი
ჩანაწერი

ფასი რაფასი

„ნიუკასლ იუნაიტედის” მეპატრონე მაიკ ეშლი მზად არის რაფა ბენიტესს მხოლოდ ერთი სეზონით დარჩენის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გადაუხადოს. ეშლის უნდა, რომ ესპანელი კიდევ ერთი ჩემპიონატით გაუძღვეს მის გუნდს და ამაში უზარმაზარ თანხას, ხელფასად კვირაში 240 000 გირვანქას და ზედაც პრემიალურებს ჰპირდება. ისმის კითხვა: რატომ არ სთავაზობს ეშლი ბენიტესს უფრო ხანგრძლივ თანამშრომლობას? თურმე ბიზნესმენს ეშინია, რომ...

ჩანაწერი

სალაჰი საეჭვოა, ფირმინო-დაკარგული

„ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბს მოცდა მოუწევს რათა დადგინდეს მოჰამედ სალაჰის ტრავმის სირთულე. ეს ტრავმა სალაჰმა გუშინ, „ნიუკასლთან” დაპირისპირების ბოლოსკენ მიიღო. ეგვიპტელი მასპინძელთა მეკარე მარტინ დუბრავკასთან შეჯახებისას უგონოდ დაეცა მოედანზე. ნამატჩევს ლივერპულელთა თავკაცმა, იურგენ კლოპმა განაცხადა: ,,ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ამ ფაქტზე არის ის რომ, დუბრავკა მას თეძოთი დაეჯახა, გადაწვეტილება ექიმს უნდა მიეღო და მისი რჩევით მო შევცვალეთ....

ჩანაწერი

რაფამ ლივერპულს გზა გაუკაფა

„მანჩესტერ სიტიმ” სერიოზული საჩემპიონო დარტყმა მიიღო — „ნიუკასლმა” 2:1 მოუგო, მაგრამ პეპ გვარდიოლა კაპიტულაციას არ აპირებს. ნიუკასლელთა თავკაცმა რაფა ბენიტესმა კი თავის ყოფილ კლუბს „ლივერპულს” დიდი საქმე გაუკეთა. ახლა მერსისაიდელებს უნიკალური შანსი აქვთ 29 წლის შემდეგ პირველად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. არადა, „ნიუკასლისა” და „სიტის” შეხვედრაში „კაჭკაჭებმა” გოლი პირველივე წუთზე გაუშვეს — სრხიო აგუერომ 24-ე წამზე შეაგდო....

ქამბექი პოგბას ტაქტიკით
ჩანაწერი

ქამბექი პოგბას ტაქტიკით

შესვენებისას ტაქტიკური ცვლილებები პოლ პოგბას უთქვამს. „სანის” ინფორმაციით მოურინიუს უკითხავს და ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონსაც ზუსტად დაუსახელებია, რა უნდა შეეცვალა „მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ „ნიუკასლთან” 0:2-ს აგებდა. ცხადია, პრემიერლიგის ბოლო ტურში მომხდარზე მოგახსენებთ — მეორე ტაიმში მანჩესტერელებმა სამი გოლი გაიტანეს და მოიგეს. კერძოდ, როდესაც პორტუგალიელ მწვრთნელებს ფეხბურთელებისთვის უკითხავს, აბა თქვენი აზრით რა არის შესაცვლელიო,...

ვის შეაგინა ჟოზე მოურინიუმ პორტუგალიურად?
ჩანაწერი

ვის შეაგინა ჟოზე მოურინიუმ პორტუგალიურად?

ჟოზე მოურინიუ სამსახურიდან გაგდებას გადარჩაო, წერენ ინგლისური წყაროები. მისი „მანჩესტერ იუნაიტედი” უკვე მე-10 წუთზე შინ 0:2-ს აგებდა „ნიუკასლ იუნაიტედთან”, მაგრამ ბოლო 20 წუთში თამაშის სასწაულებრივ მოტრიალება და 3:2-ის მოგება შეძლო. გახარებულმა თუ გადარეულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა შემდეგ BT Sport-ის კამერას ჩახედა და… შეაგინა. ხსენებული კამერა აღელვებულ მწვრთნელს გვერდით მოსდევდა. „განსაკუთრებულმა” კი, როგორც მერე გაირკვა, ობიექტივს პორტუგალიურად უთხრა: fodas...

აზარს არ ეშინია
ჩანაწერი

აზარს არ ეშინია

ედენ აზარმა პრემიერლიგის ძვალთა მტვრეველებს შეუთვალა, თქვენი ხერხებით ვერ გამაჩერებთო. შაბათს „ჩელსიმ” „ნიუკასლს” 2:1 მოუგო. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც ბელგიელმა ახალ სეზონში „ლურჯების” სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. მასპინძლებმა მას ათლეტური ფეხბურთი დაუპირისპირეს, რის გამოც აზარმა თამაშის დიდი ნაწილი გაზონზე წაქცეულმა გაატარა. მოგეხსენებათ, აზარი „რეალში” ცდილობდა გადასვლას, მაგრამ ტრანსფერი ვერ გაიჩარხა. ბოლოხანს ითქვა, მადრიდელთა სათავეში ზინედინ...

ბენიტესი: ყველაფერი ცუდადაა!
ჩანაწერი

ბენიტესი: ყველაფერი ცუდადაა!

რაფა ბენიტესმა „ნიუკასლ იუნაიტედის” შეფებს შეუტია. ეს ნაბიჯი მას პორტუგალიაში, „ბაგასთან” 0:4 წაგებულმა მატჩმა გადაადგმევინა. ესპანელმა ასეთი მარცხის მშვიდად ყურება ვეღარ შეძლო და განაცხადა, რომ „ნიუკასლს” ფეხქვეშ მიწა ერყევა. პორტუგალიაში დამარცხებით ნირწამხდარი ინგლისური გუნდი შინ თავჩაქინდრული დაბრუნდა, წინ კი უკვე პრემიერლიგის პირველი ტურია — 11 აგვისტოს „ნიუკასლი” „ტოტენჰემს” მასპინძლობს. წაგებისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე 58 წლის მწვრთნელმა თქვა:...