„ნიუკასლ იუნაიტედის” 300 მილიონიანი ყიდვა-გაყიდვა დამტკიცდა. პრემიერლიგამ მყიდველი მხარე შეისწავლა და მწვანე აანთო. ამიერიდან, „კაჭკაჭებს” ფლობს კონსორციუმი, რომელსაც ინგლისელი ბიზნესლედი ამანდა სტეივლი წარმოადგენს, მაგრამ რეალურად საუდელებისაა. „ნიუკასლის” გაყიდვის საკითხი აქამდეც უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ პრემიერლიგის შეფები covid 19-თ გამოწვეულ საფეხბურთო პრობლემებს აგვარებდნენ და დაყოვნდნენ. ერთი ფაქტია: მიზეზი, რომლის გამოც გარიგება შეიძლებოდა ჩაშლილიყო, ვერ მოიძებნა. ერთადერთი რაც...
ჭდე: ნიუკასლ იუნაიტედი
ნიუკასლის მცველმა იგინა
ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მკაცრად გამოაცხადა, რომ 1 ივნისამდე ქვეყანაში სპორტული შეჯიბრება უმაყურებლოდაც კი არ გაიმართება, რითაც პრემიერლიგა სიხარულით ცას სწია — ინგლისის ჩემპიონატის განახლებას ხომ ისედაც 12 ივნისს აპირებდნენ. ამრიგად, ხელისუფლების ნებართვა არსებობს! „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” „ნიუკასლში” იჯარით გადასულმა მცველმა დენი როუზმა კი ჯონსონის გამოსვლას არადიპლომატიურად უპასუხა. მან f-იანი სიტყვის გამოყენებით თქვა, რომ ერის მორალისა...
ნიუკასლის ლეგენდა ქეცბაია საუდელებს აფრთხილებს…
„ნიუკასლში” საუდელთა რევოლუცია მწიფდება, კარს რეფორმებია მომდგარი, მაგრამ თუკი კლუბი ტოპ-ფეხბურთელების ყიდვას გამოეკიდება, მათთვის ორმაგი ხელფასების დანიშვნა მოუწევს ჩრდილო-აღმოსავლეთში რომ გადაიბიროს — ასე სწამს ნიუკასლელთა საკულტო გმირს თემურ ქეცბაიას. ტინისაიდური კლუბი იყიდება, მაიკ ეშლი მას უფორმებს ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც სათავეში საუდეთის კრონ-პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი უდგას. გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ არაბი პარტონები „ნიუკასლს” მეტ ფულს დაახარჯავენ....
ასპრილია ახალ ნიუკასლს შეჰხარის
კოლუმბიელი ვეტერანი ფაუსტინო ასპრილია ის კაცია, რომელსაც „ნიუკასლ იუნაიტედის” კარგი დროება ახსოვს. მან „სენტ ჯემს პარკზე” სამი სეზონი გაატარა და იცის, რომ ამ გუნდისთვის მაყურებელთან ერთობა ბევრ რამეს ნიშნავს. დღეს, როდესაც ძველი მეპატრონე მაიკ ეშლი „კაჭკაჭებს” ყიდის და კლუბს საუდის არაბეთთან დაკავშირებული ახალი ბიზნეს-ჯგუფი ყიდულობს, ტინომ ხმა ამოიღო და ძუნწ კაცად ცნობილი ეშლი გააკრიტიკა. ის კმაყოფილია,...
ამასობაში, ნიუკასლი იყიდება
მაიკლ ეშლი სადაცაა დამაგვირგვინებელ საბუთს ხელს მოაწერს. ის აპირებს „ნიუკასლ იუნაიტედი” 300 მილიონ გირვანქად მიჰყიდოს ჯგუფს, რომელსაც ქალბატონი ამანდა სტეივლი ხელმძღვანელობს. სხვადასხვა წყაროები ადასტურებენ, რომ ეშლის თავიდან 340 მილიონი უნდოდა, მაგრამ 40 მილიონი დააკლო. ქაღალდების გაფორმების პროცესი უკვე ბოლოსკენ ყოფილა გასული. ჯგუფს, რომელსაც მისის სტეივლი უდგას სათავეში, თურმე, ზურგს არც მეტი არც ნაკლები საუდის არაბეთის...
ძუნწი ფეხბურთელები თუ ცბიერი თავმჯდომარეები?
პრემიერლიგის ფეხბურთელები ხელფასების შეკვეცას და ჩამოჭრილი ფულით თავიანთივე კლუბების არამოთამაშე თანამშრომლების შენახვას არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ მოწოდებას იოლად არ დათანხმდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ჯერ გასარკვევია, მართლა არ შეუძლიათ კლუბებს ყველა თანამშრომლის ხელფასის გადახდა თუ ცუღლუტობენ. არადა, მოწოდება მთავრობიდან მოდის და ისიც სულ ისმის, რომ დროა მობურთალმა მილიონერებმა პანდემიის რთულ პერიოდში ხელფასები მოიკლონ და საერთო...
რად გინდა ბურთი თუ კარში არ დაარტყამ?
„მანჩესტერ იუნაიტედის” კრიზისი გრძელდება. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ამჯერად ნიუკასლში წააგო 0:1. 72-ე წუთზე გოლი მეტი ლონგსტაფმა გაიტანა. „იუნაიტედი” ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში დარჩა გამარჯვების გარეშე. ამრიგად, 8 ტურის შემდეგ მანჩესტერელები მე-12 ადგილზე არიან. მათ მხოლოდ 9 ქულა აქვთ, მაშინ როდესაც ლიდერის „ლივერპულის” მონაგარი 24 ქულაა. ახლა სანაკრებო თამაშები იწყება ანუ „იუნაიტედი” საქმეს 20 ოქტომბერს დაუბრუნდება, როდესაც...
კაჭკაჭებს ფანი მიუვიდათ
„ნიუკასლ იუნაიტედმა” სტივ ბრუსი სამი წლით თავის ახალ მწვრთნელად გამოაცხადა. „კაჭკაჭების” თქმით ახალი ბოსის „შეფილდ უენსდეისგან” გამოსყიდვას 4 მილიონი გირვანქა დასჭირდა. ბრუსი ბავშვობიდან „ნიუკასლის” ფანია და თავის საყვარელ გუნდში მწვრთნელად მისვლის სიხარულს ვერ მალავს. მან თქვა: „ბედნიერი და საოცრად ამაყი ვარ „ნიუკასლ იუნაიტედის” მწვრთნელად რომ დამნიშნეს. ეს ჩემი ბავშვობის კლუბია. ეს არის კლუბი, რომელიც მამაჩემს...
ვითომ?
რაფა ბენიტესი „ნიუკასლ იუნაიტედიდან” გაუშვეს და ახლა მის ადგილას ჟოზე მოურინიუს მიპატიჟებას აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ნიუკასლელ ფანებს ყველაზე მეტად პორტუგალიელის მიყვანა უნდათ, ის კი, მოგეხსენებათ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დაითხოვეს, თავისუფალია. რატომ ჰგონიათ ნიუკასლელებს, რომ „განსაკუთრებული” მათი არცთუ ბობოლა კლუბით დაინტერესდება? საქმე ის არის, რომ მოურინიუ „ნიუკასლის” ლეგენდარულ თავკაცის ბობი რობსონს წლების განმავლობაში მარჯვენა ხელად თუ...
შეიხის ბიძაშვილი შეიხი
„სანი” წერს რომ მაიკ ეშლი „ნიუკასლ იუნაიტედის” გაყიდვას დაყაბულდა. თანხაც ცნობილია — 350 მილიონი დოლარი. მყიდველი: „მანჩესტერ სიტის” არაბი მეპატრონის შეიხ მანსურის ბიძაშვილი, შეიხი ხალიდ ბინ ზაიედ ალ ნეჰაიანი, ცხადია თავადაც მილიარდერი. მედიაგიგანტი წერს, რომ მისი ინფორმაციით ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და დასამტკიცებლად პრემიერლიგის ოფისშია გადაგზავნილი. ზემოხსენებული შეიხი აბუ დაბის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი მაღალი წარმომადგენელია. მას...








