სერია A-ში „მილანი’’ გალიდერდა. ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა „როსონერიმ’’ შეხვედრა, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა, საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა. 57-ე წუთზე მილანელებს ჯოვანი დი ლორენცოს წაქცევისთვის ეკვადორელი მცველი პერვის ესტუპინანი გაუძევეს. ამ ეპიზოდში მასპინძლები პენალტითაც დასაჯეს. თერთმეტმეტრიანი კევინ დე ბრუინმა გაიტანა, თუმცა „აძურიმ’’ მეტი ვეღარ შეძლო. დე ბრუინი ანტონიო კონტემ 72-ე...
ჭდე: ნაპოლი
ნერეში წუთებს ითხოვს
ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი „ნაპოლი’’ „პიზას’’ უმასპინძლებს. „აძურიმ’’ ბოლო შეხვედრა „მანჩესტერ სიტისთან’’ წააგო და ახლა მოგება სწყურია. ანტონიო კონტემ ამ შეხვედრაში ნეაპოლელთა შემადგენლობა შეიძლება გადაახალისოს. ლაპარაკია იმაზე, რომ 14 აპრილის(!) შემდეგ მოედანს შეიძლება ბრაზილიელი დავიდ ნერეში დაუბრუნდეს. ის ტრავმის გამო ჩამოშორდა მოედანს და 2025 წელს გუნდის წარმატებებში წვლილი დიდად არ შეუტანია. ნეაპოლური პრესა წერს,...
დე ბრუინი: კიდევ კარგი ბურთს არავინ შეეხო
დაიწყო სერია A-ს მორიგი ჩემპიონატი. ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა „ნაპოლიმ’’ სტუმრად 2:0 მოუგო „სასუოლოს’’. ანგარიში მე-17 წუთზე სკოტ მაკტომინეიმ გახსნა, 57-ე წუთზე კი კევინ დე ბრუინმა საჯარიმო დარტყმით მეორე შეაგდო. მატჩის შემდეგ ბელგიელმა ვეტერანმა Dazn-ის მიკროფონების წინ კომენტარი გააკეთა. მან თქვა: „ჯარიმა რომ დავარტყი მინდოდა ბურთი სახიფათო ზონაში ჩამეგდო, მაგრამ ბედად მას არავინ შეეხო და...
ნაპოლიმ რაბიოს დაადგა თვალი
„ნაპოლის’’ როგორც ჩანს ჭამა მადაში მოუვიდა: როტორც SportItalia-ს ჟურნალისტი და სატრანსფერო საქმეთა ექსპერტი ალფრედო პედულა წერს, აურელიო დე ლაურენტისს „მარსელიდან’’ ჩხუბის გამო გაგდებული ფრანგი ადრიენ რაბიოს ყიდვა მოუნდა. „იუვენტუსის’’ ყოფილ ფეხბურთელზე თვალი „მილანსაც’’ უჭირავს. პედულა წერს, რომ ნეაპოლელებმა გაიკითხეს, თუ რა დაუჯდებათ ნახევარმცველის ყიდვა და რა ხელფასის გადახდა მოუწევთ მისი გადაბირების შემთხვევაში. რაბიოს ხელფასი ივნისამდე...
ელმასი ნაპოლისკენ მიიწევს
რამდენიმეკვირიანი ჩიხში ყოფნის შემდეგ, „ნაპოლიმ’’ გადაწყვიტა პრაქტიკული ნაბიჯი გადადგას და „ლაიფციგიდან’’ მაკედონიელი გარემარბი ელიფ ელმასი დაიბრუნოს. Matteo Moretto-ს ცნობით ნეაპოლელებმა „ჟირონასგან’’ 24 წლის მიგელ გუტიერესის ყიდვის შემდეგ გერმანულ კლუბს ელმასის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს. ჯერჯერობით იჯარაზეა ლაპარაკი. მხარეები განიხილავენ 1.5 მილიონ ევროიან გარიგებას, რომელიც წარმატების შემთხვევაში 11.5 მილიონიან გამოსყიდვაში გადაიზრდება. „ნაპოლის’’ გარდა ელმასი განიხილავდა „ტორინოში’’ გადაბარგებასაც,...
ნაპოლი – უკანალში ეკალი
– „მილანი’’, „ინტერი’’ და „იუვენტუსი’’ ყოველთვის მწვერვალზე იქნებიან, ამიტომ ჩემი მიზანი „ნაპოლის’’ ისეთ გუნდად ჩამოყალიბებაა, რომელიც ამ სამეულს გააღიზიანებს და იმავდროულად ნეაპოლელ გულშემატკივარს სიამაყით აღავსებს, – თქვა ანტონიო კონტემ. calciomercato კი წერს, რომ მწვრთნელის ეს ნათქვამი ვეზუვისქვეშეთში ბევრს შეიძლება არ ესიამოვნოს, რადგან ის ფაქტობრივად იმეორებს მანტრას, რომ მისი გუნდი სერია A-ს დიდი სამეულისთვის „უკანალში ეკალია’’...
რასპადორი მადრიდს გაემგზავრა
მადრიდში დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოს’’ მორიგი იტალიელი ფეხბურთელი შეუერთდა. 23 წლის მარცხენა მცველის მატეო რუჯერის კვალს ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ჯაკომო რასპადორი დაადგა. „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი, 25 წლის თავდამსხმელი, „მატრასების მკერავი’’ გახდა. რასპადორიმ „ნაპოლის’’ შემადგენლობაში ბოლო სამ წელიწადში ორი სკუდეტო მოიპოვა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი არ ყოფილა. და აი, მისი თანაგუნდელის ჯოვანი სიმეონეს მამამ „ვანდა...
ნაპოლის მოუგეს და მერე დე ბრუინს მიცვივიდნენ
ინგლისური პრესა წერს, რომ კევინ დე ბრუინის „ნაპოლიში’’ გადასვლა ისედაც გასაკვირი ამბავი იყო და ამას პირველ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში ნეაპოლელთა 0:2 წაგება დაემატა. იტალიის ჩემპიონი სერია C-ს B ჯგუფის „არეცოსთან’’ დამარცხდა. და კიდევ ერთი უცნაურობა: მატჩის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები პრემიერლიგის ყოფილ ვარსკვლავს ჩასაფრებული თინეიჯერებივით მიცვივიდნენ და ფოტოების გადაღება სთხოვეს. ასეთი გამოდგა ბელგიელის პირველი შეხვედრა...
იყიდება რასპადორი, ოღონდ ძვირად
ამ ზაფხულს „ნაპოლი’’ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს. მან პსვ-დან ნოა ლანგი, ხოლო „უდინეზედან’’ ლორენცო ლუკა იყიდა (25 და 35 მილიონ ევროდ), რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის ნაკრების თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი შეუმცირდა. არადა, რასპადორი გასული სეზონის მიწურულს ანტონიო კონტესთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. იტალიური მედია წერს, რომ რასპადორის შანსებს გუნდში დავიდ ნერეშის...
ოსიმენი საბოლოოდ სტამბოლელი გახდება
ვიქტორ ოსიმენისა და „ნაპოლის’’ საგა ნამდვილ დასასრულს მიუახლოვდა: „გალათასარაი’’ ნეაპოლელებთან ბოლო დეტალებსღა ათანხმებს. როგორც იტალიური საიტები წერენ, კლუბებმა საერთო ენა გამონახეს როგორც სატრანსფერო თანხის გადახდის მეთოდთან ასევე გახმაურებულ ანტი-იტალიურ პუნქტთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თუ სტამბოლელები ნიგერიელს სადმე გაყიდიან, თანხის 10 პროცენტს აურელიო დე ლაურენტისის კლუბი მიიღებს. დადგინდა, რომ „გალათასარაის’’ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი საუკეთესო პარტნიორი 75...









