„ნაპოლისა’’ და „გალათასარაის’’ შორის ვაჭრობა დასასრულს უახლოვდება. ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც „სტადიო მარადონაზე’’ თამაშის დროს ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო პარტნიორი იყო და მის ტყუპისცალსაც კი ეძახდნენ როგორც ჩანს სტამბოლში დარჩება. ფორვარდს ნათქვამი ჰქონდა, რომ კარიერის გაგრძელება თურქეთში უნდოდა, სადაც მან უკვე მიაღწია წარმატებას, ქვეყნის ჩემპიონი გახდა. Calciomercato მოლაპარაკებების დეტალებზე წერს. ის ხაზს უსვამს, თუ რა...
ჭდე: ნაპოლი
ნოა ლანგიც ახალი კვარაცხელიაა
პორტუგალიელი რენატო ოლივე 55 წლის ვეტერანია, რომელიც 2003-04 წლებში „ნაპოლიში’’ თამაშობდა. როგორც თითქმის ყველას, ვისაც კლუბთან შეხება ჰქონია, ნეაპოლურმა საიტებმა მას გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე ჰკითხეს. ოლივემ Napoli Magazine Live-თან ინტერვიუში ბევრი საკითხი მიმოიხილა და ისე როგორ იქნებოდა ხვიჩა კვარაცხელია რომ არ ეხსენებინა. ბოლო ხანს ნეაპოლის მედია და „აძურისთან’’ დაკავშირებული ხალხი ახალი კვარაცხელიას ძიებაში არიან. ხან...
ნაპოლიმ მორიგ ახალ კვარას მიაგნო
ჯერ ელიფ ელმასიო, მერე დავიდ ნერეშიო… ახლა, „ნაპოლი’’ 24 წლის შვეიცარიელის დან ნდოიეს ყიდვას აპირებს და ნეაპოლურ მედიაში კვლავ ატყდა ერთი ამბავი. ზოგმა თქვა კვარას მემკვიდრეს რად უნდა ძებნა, კვარას მემკვიდრეობა არარსებული ცნება და ხელოვნური პრობლემააო. ზოგმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნდოიე უძლიერესი გარემარბია და „აძურის’’ კვარას მაგივრობას გაუწევს. აბრუნებენ კვარაცხელიას გვარს და ვერ ხვდებიან, რომ...
დე ბრუინი საფრანგეთში ისვენებს
კევინ დე ბრუინი „ნაპოლის” ფეხბურთელი გახდა. სანამ 33 წლის (34 წლისა შაბათს, 28 ივნისს გახდება) ბელგიელი ვარსკვლავი ახალ გუნდთან ერთად დიმაროს საწვრთნელ ბაზაზე მომდევნო სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, ის საფრანგეთის რივიერაზე ისვენებს. ნეაპოლური საიტები წერენ, რომ მათმა ახლმა ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამზე დაპოსტა ფოტო, რომელზეც ის ვირჯილ ვან დაიკთან და ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, ფენომენად წოდებულ რონალდოსთან ერთად...
ნეაპოლელები ცაში თვითმფრინავს უყურებენ
ნეაპოლში სრული სიგიჟეა: დღეს კევინ დე ბრუინი ჩადის. უფრო სწორად, ბელგიელი ვარსკვლავი ჯერ რომში ჩადის, სადაც ვილა სტუარტის კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი „ნაპოლისთან’’ ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. საინტერესო ის არის, რომ ნახევარმცველის იტალიაში ჩასვლისა და შემდგომ მისი ყოველი ნაბიჯის გაშუქებას ნეაპოლური პორტალები ონლაინ, წუთების მიხედვით გეგმავენ. ზოგიერთმა სხვადასხვა...
უფრო ძლიერად ვიდრე ადრე!
რამდენიმე კრივიანი ჭორაობა იმით დამთავრდა, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლიში’’ დარჩენა გადაწყვიტა. ის აურელიო დე ლაურენტისის პროექტს გააგრძელებს. არადა ამბობდნენ, რომ „აძურის’’ ისტორიაში მეოთხე სკუდეტოს მოპოვების შემდეგ კონტე „იუვენტუსში’’ დაბრუნდებოდა. ტურინული კლუბსაც ძალიან სურდა ყოფილ თავკაცთან თანამშრომლობის აღდგენა, მაგრამ პარტენოპეელთა მწვრთნელისა და პრეზიდენტის მოლაპარაკებებმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. გამოქვეყნდა ლოზუნგი: „სრული სვლით წინ! უფრო ძლიერად ვიდრე ადრე!’’....
ნეაპოლელთა სამზადისი
ნეაპოლი ისტორიაში მეოთხე სკუდეტოს აღნიშვნისთვის ემზადება. ანტონიო კონტეს გუნდს სერია A-ს ჩემპიონობამდე 90 წუთიღა აკლია. „ნაპოლი’’ „ინტერს’’ ერთი ქულით უსწრებს და პარასკევს, 23 მაისს დამაგვირგვინებელ შეხვედრაში „კალიარის’’ მასპინძლობს. ქალაქში უკვე სამი დიდი ეკრანი დაამონტაჟეს: პიაცა პლებიშიტოზე, პიაცა მერკატოსა და პიაცა ჯოვანი პაოლო მეორეზე (იოანე პავლე მეორე). ეს უკანასკნელი მდებარეობს სკამპიაში, სადაც კრიმინალური სერიალის „გომორას’’ გვარიანი...
შესაძლოა ოსიმენი ილდიზს პლუს ფულში გაიცვალოს
სერია A-ს სეზონს ინტრიგა ბოლომდე შერჩა: ვინ გახდება ჩემპიონი „ნაპოლი’’ თუ „ინტერი’’? დღეს მთავარი საკითხი სწორედ ეს არის, მაგრამ ნეაპოლური კლუბის სპორტული მენეჯერი ჯოვანი მანა თავის საქმით არის დაკავებული: 2025-26 წლების სეზონზე ფიქრობს. მან უნდა შეადგინოს გასაყიდ და შესაძენ ფეხბურთელთა სრული სია, რათა გაყიდვებიდან მიღებული ფულით ყიდვა დააფინანსოს. „ნაპოლის’’ სატრანსფერო ამოცანებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიქტორ ოსიმენის...
რა მოხდება თუ ნაპოლი ოსიმენს არ გაყიდის?
ვიქტორ ოსიმენი სეზონის’’ ბოლოს „გალათასარაის’’ დატოვებს. ნიგერიელს ახალი გამოცდილება სჭირდება და მისი დონის ფეხბურთელისთვის ეს გასაკვირი არც არის. მოგეხსენებათ ოსიმენი ჯერ კიდევ „ნაპოლის’’ საკუთრებაა. ამ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2026 წელს გაუდის. „პარტენოპეელებმა’’ თავდამსხმელი ამ ზაფხულს უნდა გაყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულს დაკარგავენ. ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა. კონტრაქტის თანახმად „აძურისა’’ და ნიგერიელს შეუძლიათ თანამშრომლობა...
ნაპოლი დე ბრუინის ყიდვასთან ახლოს არის
ბოლო დღეებში კევინ დე ბრუინი რამდენჯერმე დაუკავშირეს „ნაპოლის’’. იტალიურ კლუბსა და „მანჩესტერ სიტის’’ ვარსკვლავს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნეაპოლელი გულშემატკივარი ოპტიმიზმით არის სავსე. „სპორტიტალიას’’ ექსპერტმა ალფრედო პედულამ ბელგიელი ვეტერანის შესახებ სატელევიზიო გამოსვლისას თქვა: „დე ბრუინის ვარიანტი რეალურია. ზოგი ამბობს, რომ ეს აბსურდული ჭორებია, მაგრამ ასე არ არის. შეთავაზება კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა. ლაპარაკია...









