არის რამე ისეთი, რაც ლეო მესის მოედანზე არ გაუკეთებია? ალბათ ძალიან ცოტა რაღაც. მაგალითად, ინგლისის ნაკრებთან არ უთამაშია. მას არგენტინის ეროვნულ გუნდში 200-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და 125 გოლი გატანილი, მაგრამ ფეხბურთის სამშობლოსთან არ გადაკვეთილა. მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიასთან დამატებით დროში 3:1 გამარჯვების შემდეგ „ალბისელესტე“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც სწორედ ინგლისელებს დაუპირისპირდება და ეს იქნება...
ჭდე: მსოფლიო ჩემპიონატი 2026
სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ლეო მესიმ და კომპანიამ მეოთხედფინალში, დამატებით დროში მოუგეს შვეიცარიას – 3:1. ძირითადი დრო დასრულდა 1:1. მსოფლიოს ჩემპიონებს ფიზიკურად მძლავრმა მოწინააღმდეგემ პრობლემები შეუქმნა, თუმცა შეხვედრის გადამწყვეტი მომენტიც შვეიცარიელებმა თავად „გამოიგონეს“ – ფრანგული „რენის“ თავდამსხმელმა ბრელ ემბოლომ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი მიიღო და თავისი გუნდი, რომელიც უპირატესობას ფლობდა უმცირესობაში დატოვა. მოედნიდან გასვლისას მისი...
ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
ინგლისმა ნორვეგიას 2:1 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც არგენტინას შეხვდება. ინგლისელთა ორი გოლის ავტორმა ჯუდ ბელინგმმა კი მატჩის შემდეგ ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ მწვრთნელს თომას ტუხელს თავისი გუნდის თამაში არ მოსწონებია. ITV-ს ჟურნალისტთან გაბრიელ კლარკთან ლაპარაკისას „რეალის“ ვარსკვლავმა ჯერ გაოცებული გამომეტყველება მიიღო, შემდეგ კი თქვა: „კეთილი, როგორც არის“. საფინალო სასტვენის შემდეგ, სანამ ინგლისელი ფეხბურთელები...
კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
ფოტომ, რომელზეც ტრავმირებული და აცრემლებული ტიბო კურტუა მოედანს ტოვებს, რამდენიმე საათში მთელი მსოფლიო მოიარა. ბელგიისა და ესპანეთის მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალის“ მეკარემ ბარძაყში დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც მწვრთნელმა რუდი გარსიამ ის შეცვალა. ეს მოხდა მატჩის 71-ე წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 1:1. შეხვედრა დამთავრდა ესპანელების გამარჯვებით 2:1. ბელგიელებმა მეორე გოლი 88-ე წუთზე შეცვლაზე შესული „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის...
მთავარი ესპანელი
გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი ფეხბურთელი ყველა გუნდს სჭირდება. ესპანეთში ეს როლი მიკელ მერინომ იკისრა. „არსენალის“ ნახევარმცველი აგერ უკვე მეორე თამაშია, რაც შეცვლაზე შედის და გამარჯვების გოლი გააქვს. მეოთხედფინალში ესპანელებმა ბელგია დაამარცხეს 2:1. გამარჯვების გოლი მერინომ 88-ე წუთზე გაიტანა. „ლა როხა“ ისტორიაში მეორედ გავიდა ნახევარფინალში. წინა ჯერზე ეს მოხდა 2010 წელს, როდესაც იბერიელები ჩემპიონები გახდნენ. ახლა მერინომ...
დეშამი: ასეთი ფეხბურთელებით მე ვერაფერს გავაფუჭებდი
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში კილიან მბაპესა და ოსმან დემბელეს გოლებით მაროკოს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს და ბელგიას შორის გამარჯვებულს ელის. მატჩის შემდეგ ფრანგთა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. – ნახევარფინალში გასვლამ შვება მოგგვარათ? – ვამაყობ. ამ შეხვედრაში პენალტი ვერ გავიტანეთ, მაგრამ ფეხბურთელებს, მათ შორის კილიანს (მბაპეს) გამარჯვებაში წამით არ შეჰპარვიათ...
პარიზიენი: მათი გამჩერებელი არავინაა
მსოფლიო ჯერ მათ ფერხთ თუ არა, ერთი ხელის გაწვდენაზეა. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლით „ლურჯებმა“ მესამე ტიტულზე მეოცნებეთა იმედები გააერთიანეს. მართალია, ფრანგ ფეხბურთელებს თავიანთი კარიერის ორი ყველაზე დიდი შეხვედრა ჯერ კიდევ მოსაგები აქვთ, მაგრამ რაკი მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე დგანან, ესე იგი სწორად მიდიან. ამ ამომავალ მზეს, ამ რევოლუციას, ტრანსცენდენტულ შუქს რომელიც დედამიწას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უვლის, შემდეგ...
რაო? საფრანგეთში გადადისო?
პარაგვაელი ფეხბურთელი მატიას გალარსა საფრანგეთში რომ არ ეყვარებათ, ამას რად უნდა ლაპარაკი. მან მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის ნაკრებთა შეხვედრაში ყურადღება ეგრეთწოდებული არასპორტული ქცევით მიიპყრო. შეხვედრა ფრანგებმა 1:0 მოიგეს. გალარსა კადრში პირველად მაშინ მოხვდა, როდესაც დაახლოებით 30-ე წუთზე კილიან მბაპეს იდაყვი ჩაარტყა, ერთი ხნის შემდეგ კი იგივე ილეთი ჟიულ კუნდესაც ჩაუტარა. შეხვედრის უზბეკმა მსაჯმა...
ევროპა და მეოთხედფინალები
მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპული გუნდების დომინაციაა. 1986 წლის შემდეგ მეექვსედ მეოთხედფინალში სულ მცირე ექვსი ევროპული ნაკრები გავიდა: საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, ნორვეგია, ინგლისი და შვეიცარია. სხვა კონტინენტებიდან შეჯიბრებას არგენტინა და მაროკო შემორჩნენ. გადავხედოთ ისტორიას. ზემოაღნიშნული ექვსი შემთხვევის ამბავი ასეა: 2022 წელს მეოთხედფინალში მხოლოდ ხუთი უეფას წევრი ქვეყანა თამაშობდა, 2018 წელს კი ახლანდელივით ექვსი – საფრანგეთი, ხორვატია, ბელგია,...
BBC-მ ეგვიპტელთა ორივე პრეტენზია განიხილა
შეხვედრის დამთავრებამდე 12 წუთი რჩებოდა და ეგვიპტე ისტორიაში უდიდეს მიღწევასთან ახლოს იყო, მაგრამ ყველაფერი აფრიკული გუნდის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა. „ფარაონები“ 2:0-ს იგებდნენ, როდესაც კრისტიან რომერომ სხვაობა შეამცირა. მთელი მსოფლიო ელოდა, რომ აფრიკელები დაცვას კიდევ უფრო მეტად ჩააბეტონებდნენ და საქმეს გამარჯვებამდე მიიყვანდნენ, მაგრამ ოთხ წუთში ლეო მესიმ ანგარიში გაქვითა და მეტოქის რიგებში პანიკა დათესა, მსაჯის წამატებულ წუთებში...









