ეგვიპტის ნაკრების ისტორიული სვლა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინამ შეაჩერა: აფრიკელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონებმა შეხვედრის ბოლო 15 წუთში სამი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს. ეგვიპტელთა გოლების ავტორები იყვნენ იასერ იბრაჰიმი და მუსტაფა ზიკო, არგენტინელთან კი თავი გამოიჩინეს კრისტიან რომერომ, ლეო მესიმ და ენცო ფერნანდესმა. ამ შეხვედრაში კიდევ იყო საყურადღებო მომენტები. პირველ ტაიმში მესიმ პენალტი ვერ...
ჭდე: მსოფლიო ჩემპიონატი 2026
მარტინესი რონალდუს ვერ მოერია?
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავის კარიერა სავარაუდოდ მთავარი ჯილდოს, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარეშე დასრულდა ― მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთმა პორტუგალიას მსაჯის წამატებულ წუთებში მიკელ მორენოს მიერ გატანილი გოლით 1:0 მოუგო და კრიშტიანუ რონალდუ შინ გაემგზავრა. 41 წლის თავდამსხმელი ხუთჯერ იყო ოქროს ბურთის მფლობელი, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. მან თავისი...
ინგლისელებო, ფრთხილად, წინ ჰოლანდია!
სწორად შენიშნავს BBC: ერლინგ ჰოლანდს მოედანზე უპირველეს ყოვლისა გარეგნობით და ვარცხნილობით შეამჩნევ, მერე კი იწყება თამაში, რომლის დროსაც ის ქარიშხალივით იჭრება თავისუფალ სივრცეებში, ხოლო მცველები ქაოსურად ცდილობენ მის შეჩერებას. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მერვედფინალში ბრაზილიასთან ეს ისე არ იგრძნობოდა როგორც სხვა მატჩებში, მაგრამ მან მაინც გაიტანა ორი გოლი. ნორვეგიამ 2:1 მოიგო და ისტორიაში პირველად გავიდა...
მბაპე: მათ ეგონათ, რომ ჩვენ მოედანზე სმოკინგებით გავიდოდით
საფრანგეთის ნაკრებმა პარაგვაის რთულ, პროვოკაციებით და უხეშობებით სავსე შეხვედრაში 1:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. პარაგვაელები ძირითადად თავიანთ საჯარიმოსთან იდგნენ და ცდილობდნენ ფრანგებისთვის ხელი შეეშალათ. გამარჯვების გოლი კილიან მბაპემ პენალტით გაიტანა. პენალტი დეზირე დუემ ინდივიდუალური გარღვევით მოინადირა. პარაგვაელები თავს კარგად იცავდნენ, მაგრამ საფეხბურთო ხერხების გარდა არც უხეშობას და პროვოკაციებს ერიდებოდნენ. მატჩის დამთავრების შემდეგ beIN Sports-თან ინტერვიუში...
დიდიე დეშამი: ეს იყო ნამდვილი ტანჯვა
საფრანგეთის ნაკრებმა 1:0 მოუგო პარაგვაის და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მაროკოს შეხვდება. მატჩის შემდეგ „ლურჯების“ მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. – რას განიცდით ამ თამაშის შემდეგ? – ძალიან სასიამოვნოა, რომ კვლავ გავედით მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში. წინა თამაშები შედარებით იოლად გავიარეთ. კარგია, რომ დღევანდელი შეხვედრა გადავიტანეთ. ჯობდა მეორე გოლიც გაგვეტანა და კომფორტული უპირატესობისთვის მიგვეღწია....
კაბო ვერდე დამარცხდა, მაგრამ გაიმარჯვა!
მართალია კაბო ვერდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთ ყველაზე პატარა სახელმწიფოს წარმოადგენდა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი და ლამაზი კვალი დატოვა. მან მთელი პლანეტის ყურადღება ჯერ კიდევ მაშინ მიიპყრო, როდესაც ვეტერანი მეკარის ვოზინიას გმირობის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან ითამაშა ფრედ (0:0), შემდეგ კი ურუგვაისთან მუნდიალზე ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა (2:2). საუდის არაბეთთან ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ მწვანე კონცხის გუნდი...
პორტუგალიამ საოცარი გამარჯვება დიოგო ჟოტას მიუძღვნა
პორტუგალიამ მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში ხორვატიას სრულიად გიჟურ შეხვედრაში 2:1 მოუგო და… გამარჯვება ერთი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაღუპულ დიოგო ჟოტას მიუძღვნა. პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ მოთამაშე შარშან ზაფხულს, თავისი ქორწილიდან 11 დღის შემდეგ, 2025 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა. უბედურ შემთხვევას მასთან ერთად ემსხვერპლა მისი ძმა ანდრე სილვა. პორტუგალიისა და ხორვატიის დაუვიწყარი შეხვედრა კი 2:1 დამთავრდა. კრიშტიანუ...
სენეგალის წაგება შიდა არეულობის ბრალი იყო
ბელგიელებს ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ: ისინი მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში სენეგალთან 0:2-ს აგებდნენ და 3:2 მოიგეს. რომელუ ლუკაკუმ და იური ტილემანსმა ძირითადი დროის დამთავრებამდე 4 და 1 წუთით ადრე გაათანაბრეს ანგარიში, დამატებითი დროის ბოლო წუთზე კი სენეგალის კარში პენალტი დაინიშნა და ტილემანსმა გამარჯვების გოლიც შეაგდო. (ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა ჰაბიბ დიარამ, ხოლო 51-ე წუთზე ისმაილა სარამ...
ინგლისს წყლის შესვენებამ მოაგებინა?
როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ინგლისსა და კონგოს შორის პირველი „წყლის შესვენება“ გამოცხადდა, ხალხმა სტვენა დაიწყო. უკმაყოფილების მიზეზი ნაწილობრივ გულშემატკივრის მიერ მოძულებული „წყლის შესვენება“ გახლდათ, ნაწილობრივ კი ინგლისის ნაკრების უკბილო თამაში. მეორე მხრივ BBC-ს გაუჩნდა ლოგიკური კითხვა: საფეხბურთო ტაიმების მეოთხედებად დაყოფამ ინგლისელებს ხომ არ უშველა? თომას ტუხელის გუნდი საშინლად თამაშობდა და მე-7 წუთზე გოლი გაუშვა....
იბრაჰიმოვიჩი: საფრანგეთის შემაშინებელია
შეტევითა და ფანტაზიით სავსე საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში შვედეთს 3:0 მოუგო (მბაპე 45,74; ბარკოლა 53) და შემდეგ ეტაპზე პარაგვაის უნდა შეხვდეს. „ალბიროხამ“ წინა დღეს გერმანიას მოუგო პენალტებით (ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დამთავრდა). beIN Sport-მა მომავალი მეტოქის შესახებ ფრანგების თავკაცს დიდიე დეშამს ჰკითხა. „მათი თამაში ვნახე და მინდა გითხრათ, რომ პარაგვაი მერვედფინალში შემთხვევით არ...









