ეგვიპტის ნაკრების ისტორიული სვლა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არგენტინამ შეაჩერა: აფრიკელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონებმა შეხვედრის ბოლო 15 წუთში სამი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს. ეგვიპტელთა გოლების ავტორები იყვნენ იასერ იბრაჰიმი და მუსტაფა ზიკო, არგენტინელთან კი თავი გამოიჩინეს კრისტიან რომერომ, ლეო მესიმ და ენცო ფერნანდესმა.
ამ შეხვედრაში კიდევ იყო საყურადღებო მომენტები. პირველ ტაიმში მესიმ პენალტი ვერ გაიტანა (მეორედ მიმდინარე ჩემპიონატში), ხოლო ეგვიპტელებს მეორე ტაიმში ერთი გოლი არ ჩაუთვალეს. ის ზიკომ შეაგდო, მაგრამ VAR-მა კომბინაციის დასაწყისში, აფრიკელთა ნახევარზე ეგვიპტელთა მხრიდან ჯარიმა დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელმა ჰოსამ ჰასანმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „საფინალო სასტვენის შემდეგ მსაჯს ვუთხარი, რომ ეს უსამართლობა იყო. ვუთხარი, რომ შესაძლოა მას გონებაში რაღაც კონკრეტული ანგარიში უტრიალებდა. ვუთხარი, რომ ეტყობა მას რაღაც დასამალი აქვს“.
გოლის ავტორი ზიკო კიდევ უფრო შერს წავიდა და თქვა, რომ ჩემპიონობას არგენტინას აძლევენ.
მეოთხედფინალში არგენტინელები შვეიცარიას ხვდებიან, რომელმაც პენალტების სერიაში კოლუმბია დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო და ორი დამატებითი 15 წუთიანი ტაიმი 0:0 დამთავრდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 09:12რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
სიახლეები17/10/2026 | 07:49კვარნაძის გუნდმა ისევ მოიგო
აქეთურ-იქითური17/10/2026 | 06:47მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
