ჭდე: მოლდოვა

Home მოლდოვა
ლადოს ბიჭი
ჩანაწერი

ლადოს ბიჭი

დაახლოებით ორი თვეა ლადო ახალაიამ მილანის „ინტერთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მართალია, ჯერ „ინტერის“ სამატჩო განაცხადში ვერ ხვდება, მაგრამ დიდ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ინტერელთა 18 წლის თავდამსხმელი ქართველი ფეხბურთელის, ლადო ახალაიას შვილი და მოლდოვის და კიშინიოვის ზიმბრუს ყოფილი ნახევარმცველის ალექსანდრუ სპირიდონის შვილიშვილია. იქნებ გახსოვთ, 2000-2002 წლებში უფროსი ახალაია სწორედ კიშინიოვის „ზიმბრუში“ თამაშობდა, სადაც ცოლად მაშინდელი მთავარი [...]

დიდხანს გვემახსოვრები…
ჩანაწერი

დიდხანს გვემახსოვრები…

ის, რაც „დინამო არენაზე“ მოხდა, დიდი ხანი არ დაგვავიწყდება. მიზეზი მარტივია – ასეთი შანსი ჩვენ დიდი ხანი აღარ გვექნება და გასახსენებლადაც 2020 წლის 12 ნოემბერი დაგვრჩება. არც თუ კარგ გასახსენებლად… ყველაფერი 1994 წლის 7 სექტემბერს დაიწყო, მოლდოვასთან მატჩი 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის იყო. უიღბლოდ დაიწყო – მოსაგები წავაგეთ და ევროპირველობაზე გასვლის შანსი პირველივე [...]

მზიანი ღამე
ჩანაწერი

მზიანი ღამე

ბევრი ჩემი კოლეგის თუ უბრალოდ ქართული ფეხბურთის ქომაგის მოსაზრება წავიკითხე. ბუნებრივია, ბელარუსთან მოგება ყველას უხარია, მაგრამ საყვედურიც ბევრი იყო – თამაშის ხარისხი არ გვივარგოდაო. კარგით, რაა… მივიგეთ! თავად ეს ვიკმარე და თანახმა ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 90-წუთიანი უსახური თამაშით გავიმარჯვოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს ბიჭებს, მათ შორის სულ ყმაწვილებსაც, ქართული ფეხბურთის რამდენიმე თაობის წინაშე ვალი დააწვათ [...]

ყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე
ჩანაწერი

ყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე

ყველაზე ცუდი საფეხბურთო დღე… უფრო ცუდი მოსაგონარი თამაში, რას ვიზამ, არ მახსენდება. ზუსტად 26 წლის წინ, 1994 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა შინ მოლდოვასთან 0:1 წააგო. თვალწინ მიდგას, რა ხდებოდა ტრიბუნებზე თამაშამდე – ზეიმი, ლამაზი ფეხბურთისა და მოგების მოლოდინი; თვალწინ მიდგას, რა ხდებოდა თამაშისას – გინება, ნერვიულობა; და თვალწინ მიდგას ბოლოს, მეორე იარუსიდან ჩასვლის მომენტი [...]

გულშემატკივრის ცნობარი (ნაწყვეტი)
ჩანაწერი

გულშემატკივრის ცნობარი (ნაწყვეტი)

ამიერიდან კარგად ვიცი, როგორ მოვიქცე სტადიონზე. უფრო სწორად, ვიცი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდმა ქომაგის მხარდაჭერა იგრძნოს. ამისათვის უპირველესად ის არის საჭირო, რომ ქომაგმა ანალიტიკოსობას არ მიჰყოს ხელი და საყვარელი გუნდის ავ-კარგის გარჩევას სტადიონზევე, თამაშის მსოვლეობისას არ მოჰყვეს. სტადიონზე გუნდს მხარდაჭერა უფრო სჭირდება, ვიდრე ანალიზი და კომენტარი. რახან გულშემატკივარი ანალიტიკოსობას შეეშვება, ამით ნახევარი საქმე [...]