ტიბო კურტუას „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა შესთავაზეს, შენ ნაცვლად კი „რეალში” დავიდ დე ხეა ითამაშებსო, მაგრამ ბელგიელმა უარი თქვა. ინგლისური პრესა წერს, რომ ასეთი მოლაპარაკებები „რეალსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის სულ ახლახან შედგა, მაგრამ 26 წლის გოლკიპერმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა ამჯობინა. და მაინც, თუ კურტუას მადრიდში დარჩენა განწირული იდეაა, მაშინ მას პრემიერლიგაში დაბრუნებას „პარი სენ ჟერმენში”...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
სულშერმა მოურინიუს კბილი გაჰკრა
ოლე გუნარ სულშერი ზოგადად თავშეკავებული კაცია, მაგრამ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ვულვერჰემპტონთან” 1:2 დამარცხების გამო გაბრაზებულმა თქვა, ჩემი ფეხბურთელები მოურინიუს დღეებს დაუბრუნდნენ და ამიტომაც გავარდნენო. იმ დღეს „იუნაიტედმა” მძიმედ ითამაშა. ის, რაც „მოლინო სთედიუმზე” ხდებოდა ბურთაობაზე მეტად მუშაობას ჰგავდა. მოკლედ, იყო ყველაფერი ის, რის გამოც სულშერის წინამორბედი ჟოზე მოურინიუ გუნდიდან გაუშვეს. სულშერმა თქვა, რომ მოახლოებულ სანაკრებო...
ალექსისი კამპ ნოუზე
ალექსის სანჩესი ოლე გუნარ სულშერის გეგმებში არ შედის. მან შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს და იჯარით სხვა კლუბში გადავიდეს. სხვა სიტყვებით, სულშერი „ოლდ ტრეფორდზე” რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფეხბურთელის ბედს და სამომავლო გეგმებს არავინ ჰკითხავდა. ინგლისური პრესა კი ამბობს, რომ ნორვეგიელის აზრით სანჩესისთვის სხვაგან გადასვლა სჯობს. თუმცა, არის პრობლემაც — ჩილელ თავდამსხმელს მანჩესტერში ძალიან დიდი ხელფასი...
რეშფორდი მეზობლებისთვის არავინაა
მარკუს რეშფორდმა თავისი საცხოვრებლის გარშემო კედლის აგება და შიგ ჭიშკრის ჩაყენება გადაწყვიტა, რითაც მეზობლები გააბრაზა. 21 წლის თავდამსხმელი ჩეშირში, კერძოდ ვილმსლოუში, სადაც 1,2 მილიონ გირვანქად შეფასებული სახლ-კარი აქვს, ორმეტრიანი გალავნის აშენებას გეგმავს. აღშფოთებული მეზობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რეშფორდს აგდგილობრივმა ხელისუფლებამ მშენებლობის ნებართვა რომ არ მისცეს. ისინი ამბობენ, რომ ჭიშკრის გაღება მათ ქუჩაზე, რომელიც ფაქტობრივად ტრასაა...
კოუტინიუ მანჩესტერში რეკავს
ფილიპე კოუტინიუ შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს, თან „ლივერპულის” დიდი მოქიშპის, „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში. ბრაზილიელი „ლივერპულიდან” „ბარსელონაში” 2018 წლის იანვარში 164,5 მილიონ ევროდ გადაბარგდა, მაგრამ „კამპ ნოუზე” ფეხი ვერ მოიკიდა. გუშინ, „ბარსასა” და „რაიო ვალეკანოს” შეხვედრაში (3:1) „ბლაუგრანას” გულშემატკივარმა მას უსტვინა კიდეც. „ბარსელონაში” პიკე, მესი და სუარესი გამოირჩნენ, კოუტინიუ კი თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე რაკიტიჩმა შეცვალა....
სულშერი 6 მილიონი დაჯდება
„მანჩესტერ იუნაიტედი” ნორვეგიულ „მიოლდეს” 6 მილიონ გირვანქას გადაუხდის და ისიც კეთილი ნების ჟესტი იქნებაო, წერს „სანი” ოლე გუნარ სულშერის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობაში. იქვე გამოცემა ადასტურებს, რომ სულშერის დროებითი მწვრთნელის პოსტიდან „პერმანენტული შეფის” თანამდებობაზე გადაყვანა ორიოდ კვირის ამბავიღაა და ინგლისურ კლუბს, ამ საქმეში, ნორვეგიულისთთვის წესით პენიც კი არ აქვს გადასახდელი. მოგეხსენებათ, მანჩესტერელთა ყოფილმა ფორვარდმა „ოლდ ტრეფორდზე”...
პარიზელმა ტაქსისტმა მანჩესტერელი კლიენტი დაჭრა
„მანჩესტერ იუნაიტედის” 44 წლის ფანი პარიზელმა ტაქსის მძღოლმა დანით დაჭრა. დაზარალებულს მძიმე ოპერაცია ჩაუტარეს. ეს ამბავი ოთხშაბათს, „პარი სენ ჟერმენისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრის დამთავრების შემდეგ მოხდა, როდესაც ინგლისელ გულშემატკივარს ტაქსით „პარკ დე პრენსიდან” ქალაქის ცენტრში უნდოდა დაბრუნება. ის მარტო არ იყო, ოთხნი იყვნენ და თავიანთი გუნდის გამარჯვებას (3:1) ზეიმობდნენ. როგორც ჩანს მათ ტაქსიში სიმღერა...
ნეიმარი მსაჯებს აგინებს!
პარიზში, „პარი სენ ჟერმენისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშის ბოლოს, 90+4 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა — დალოტის დარტყმული საჯარიმოში ამხტარ კიმპემბეს იდაყვში მოხვდა. ამ მომენტისთვის ანგარიში იყო 2:1 სტუმრების სასარგებლოდ ანუ ორი შეხვედრის ჯამით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარიზელები გადიოდნენ — პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული. პენალტმა, ყველაფერი შეცვალა. მარკუს რეშფორდმა გოლი შეაგდო და მეოთხედფინალში მანჩესტერელები გავიდნენ....
ეს მანჩესტერ იუნაიტედია!
სერ ალექს ფერგიუსონი და ერიკ კანტონა „მანჩესტერ იუნაიტედის” მოზეიმე გასახდელში ჩავიდნენ. ისინი შეუერთდნენ სიხარულისგან ჭკუაზე გადასულ ფეხბურთელებს და ოლე გუნარ სულშერს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან” სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს და საკუთარი თავის რწმენა ერთი ასად აიმაღლეს. ინგლისური პრესა წერს, რომ ეს საფეხბურთო საღამო სამუდამოდ შევა მრავლისმნახველი კლუბის ისტორიაში. და ამის მიუხედავად სულშერი მაინც...
ლუკაკუ და პოგბა წაიჩხუბნენ
რომელუ ლუკაკუ თანაგუნდელ პოლ პოგბას წაჩხუბებია. კონფლიქტის მიზეზი: შაბათს „საუთჰემპტონთან” შეხვედრაში პოგბამ ლუკაკუს პენალტი არ დაარტყმევინა, თავად მიიჭრა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან და… ვერ შეაგდო. არადა, ლუკაკუსთვის რომ დაეთმო და ბელგიელს გაეტანა, ის ჰეთ-თრიკის ავტორი გახდებოდა. გამწარებულ ლუკაკუს პოგბასთვის უთქვამს, ხომ არ დაგავიწყდა, ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს შენი საქმე ცუდად რომ მიდიოდა, გვერდში როგორ გედექიო. შეგახსენებთ: შაბათის შეხვედრაში,...









