ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი

Home მანჩესტერ იუნაიტედი
მგონი, გამოკრა კარგ ხელფასს ხელი
ჩანაწერი

მგონი, გამოკრა კარგ ხელფასს ხელი

„მანჩესტერ იუნაიტედმა” მეკარე დავიდ დე ხეასთან მოლაპარაკებები განაახლა. „ოლდ ტრეფორდზე” სწამთ, რომ მასთან ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ. აგერ უკვე ერთი წელიწადია კლუბი ესპანელს კვირაში 300 000 გირვანქას სთავაზობს, ის კი ჭირვეულობს, 350 000 მინდაო. და როგორც ჩანს, „იუნაიტედმა” სახსრები გამონახა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დე ხეას ხელფასი ჯერჯერობით კვირაში 200 000 გირვანქაა, გოლკიპერს შემოსავლის სერიოზული მატება ელის, მაგრამ...

სად მიდის ლუკაკუ და ვინ არის ბრუკსი
ჩანაწერი

სად მიდის ლუკაკუ და ვინ არის ბრუკსი

„სანი” ექსკლუზიურად წერს, რომ ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ „ინტერთან” საერთო ენა გამონახა — ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „სან სიროზე” გადავა და კვირაში 180 000 გირვანქის შესაბამის ევროებს მიიღებს. რამდენადაც ცნობილია, სატრანსფერო თანხა 75 მილიონ გირვანქას უდრის. კიდევ, ინგლისურმა გამოცემამ გაავრცელა ცნობა, რომ „იუნაიტედის” თავკაც ოლე გუნარ სულშერს „ბორნმუთიდან” გამთამაშებლის დევიდ ბრუკსის ყიდვა უნდა. ამ შემთხვევაში სატრანსფერო თანხა...

ნეტავ სად მიდის გრიზ-MONEY?
ჩანაწერი

ნეტავ სად მიდის გრიზ-MONEY?

ინგლისში კმაყოფილებით წერენ, რომ ანტუან გრიზმანი ჯერ კიდევ შეიძლება გახდეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, რადგან „ბარსელონამ” კატეგორიულად განაცხადა, რომ ფრანგთან არაფერზე შეთანხმებულა. რაც სატრანსფერო ბაზრის კარი გაიღო, „ბარსა” 28 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მყიდველთა რიგში პირველი იდგა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას საშველი აღარ დააყენა და „მანჩესტერ იუნაიტედმაც” გადაწყვიტა თავისი ცადოს. გეხსომებათ, გრიზმანმა მაისში განაცხადა, რომ „ატლეტიკოდან” მიდის....

პოგბა გაყოფილი სამზე
ჩანაწერი

პოგბა გაყოფილი სამზე

ესპანური და ინგლისური მედია წერს, რომ „ჩელსის” ბელგიელი ვარსკვლავის ედენ აზარის „რეალში” გადასვლის ამბავი გადაწყვეტილია. ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც 130 მილიონი ევრო ჯდება და რომელსაც საკუთრივ აზარის ხელფასად წელიწადში 23,4 მილიონი ევრო დაემატება. მაგრამ, ზინედინ ზიდანის გეგმას მარტო აზარის ყიდვა არ ჰყოფნის. „რეალის” ხარისხიანი რეკონსტრუქციისთვის მადრიდელებს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას გადაბირებაც სჭირდებათ. „თაიმის” თანახმად...

ჩანაწერი

დე ხეამ სულშერის გეგმები დახია

დავიდ დე ხეამ „მანჩესტერ იუნაიტედს” ბოლო შეთავაზებაზეც უარი უთხრა. ამით ესპანელმა მეკარემ კატეგორიულად დააფიქსირა თავისი პოზიცია და ინგლისური კლუბის შეფებს აიძულებს ამ ზაფხულსვე გააყიდინოს თავი. თავის მხრივ „იუნაიტედმაც” პრინციპულობა გამოამჟღავნა — არ უღირს დე ხეა კვირაში 350 000 გირვანქად და მორჩა. სწორედ ამ გასამრჯელოს ითხოვდა მეკარე, რომელსაც სასურველ ხელფასს „პარი სენ ჟერმენი” ჰპირდება. პარიზელებს ასეთი გეგმა...

ჩანაწერი

რეშფორდი ჭოჭმანობს

მარკუს რეშფორდმა გადაწყვიტა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება არ იჩქაროს. ის ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ კლუბს მართლა შეუძლია მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში შესვლა. „ოლდ ტრეფორდზე” კი ცდილობენ, ინგლისის ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი კიდევ ორი წლით დაიტოვონ. რეშფორდი, თავის მხრივ, ვერ შეგუებია ფაქტს, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის ოთხეულს მიღმა დარჩა. ამაში გასაკვირი ალბათ არაფერია. ახალგაზრდა, ამბიციურ პროფესიონალს...

ჩანაწერი

ჩემპიონატი ლანძღვით დამთავრდა

იმ დღეს, როდესაც „მანჩესტერ სიტიმ” ბრაიტონში ლამაზ-ლამაზი გოლებით 4:1 მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი, „მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, ლეგენდარულ „ოლდ ტრეფორდზე” „კარდიფ სიტისთან” 0:2 წააგო და პრემიერლიგის საბოლოო ცხრილში მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. ორ მანჩესტერულ გუნდს შორის 32 ქულიანი განსხვავება ჩაიწერა, რაც „სიტისადმი” ტრადიციულად ირონიული „იუნაიტედისთვის” იოლი შესაგუებელი არ უნდა იყოს. „კარდიფთან” მწარე მარცხის შემდეგ მანჩესტერელთა...

ჩანაწერი

ფეხბურთელთა ქიშპის მიზეზი

ალექსის სანჩისი და პოლ პოგბა — აი, ვინ ყოფილა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელთა განხეთქილებაში დამნაშავე. უფრო სწორად, დამნაშავე სანჩისისა და პოგბას პრემიები ყოფილა; ის უზარმაზარი თანხები, რომელთაც ამ ორს თითოეული გოლისა და საგოლე პასის გამო უხდიან. „სანისთვის” ცნობილი გახდა, რომ ჩილელი თავდამსხმელი, რომელმაც „იუნაიტედში” ვერ ივარგა და ამის მიუხედავად კვირაში 505 000 გირვანქას უხიდან, ყოველ გოლში...

ჩანაწერი

გაისად ჩემპიონები ვერ გავხდებით

ოლე გუნარ სულშერმა თქვა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს, სასწაული იქნებაო. ნორვეგიელი მწვრთნელის აზრით, ის 29 ქულა, რომელიც დღეს მის გუნდს „მანჩესტერ სიტისგან” აშორებს, ერთ წელიწადში ვერაფრით გაბათილდება. ამრიგად, შემდეგი სეზონი საძირკვლის ჩაყრისა იქნება, წარმატებებზე კი „ოლდ ტრეფორდის” საზოგადოებამ მომდევნო წლებში უნდა იფიქროს. სულშერმა თქვა: „ვფიქრობ, გულწრფელი არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ მომავალ...

ჩანაწერი

ამათ გიორგი ქინქლაძე ჰყავდათ…

მეტად თავისებური რამ არის ინგლისური იუმორი. სხვამ შეიძლება ვერ გაიგოს და გაბრაზდეს, ინგლისში კი მოსულა… კერძოდ, აი რა მოხდა: ორშაბათს, „მანჩესტერ სიტისა” და „ლესტერის” შეხვედრის წინ, „ლივერპულისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავები, დღეს ტელემიმომხილველები ჯეიმი კარაგერი და გარი ნევილი „ეტიჰედ სთედიუმის” დერეფნებსა და ოთახებში დადიოდნენ და იქაურობას იღებდნენ. და აი, ამ „ექსკურსიის” დროს მათ მიაგნეს...