ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი

Home მანჩესტერ იუნაიტედი
გაიფიცა თუ კუჭი აეშალა?
ჩანაწერი

გაიფიცა თუ კუჭი აეშალა?

„სანის” ცნობით, „ლესტერ სიტისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლები წუხელ ღამით მოლაპარაკების ოთახში ჩაიკეტნენ და ჰარი მაგუაირის ტრანსფერზე იმსჯელეს. „ლესტერისა” და ინგლისის ნაკრების 26 წლის ცენტრალური მცველი გაბრაზებულია. მას „ოლდ ტრეფორდზე” უნდა გადასვლა, ვაჭრობა კი ჭიანურდება. მაგუაირმა ამ ზაფხულში უკვე მეორედ გააცდინა ვარჯიში. გარშემო ყველა დარწმუნებულია, რომ ეს მისი მხრიდან გაფიცვაა, თუმცა თავად ფეხბურთელმა გაცდენა კუჭის...

ფერგის ძმაკაცის შვილიშვილი
ჩანაწერი

ფერგის ძმაკაცის შვილიშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მწვრთნელს ალექს ფერგიუსონს უნდა, რომ მისმა ყოფილმა გუნდმა „ასტონ ვილასგან” სქოთი ჯონ მაკგინი იყიდოს. 24 წლის მაკგინი ნახევარდაცვის ტერიერია. 77 წლის დიადს „იუნაიტედის” მოქმედი მწვრთნელისთვის, ოლე გუნარ სულშერისთვის დაჟინებით უთქვამს, ეს ბიჭი აუცილებლად იყიდე, გამოგადგებაო. მოკლედ, სერ ალექსი მაკგინს აშკარად ლობირებს და როგორც ირკვევა ამაში ნეპოტიზმის ელემენტიც ურევია — ჯონ მაკგინის პაპა...

მანჩესტერ იუნაიტედი ფინანსებშიც მეექვსეა
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედი ფინანსებშიც მეექვსეა

„ფორბსის” სიაში „მანჩესტერ იუნაიტედი” მეორე ადგილიდან მეექვსეზე ჩაეშვა. რაკი „ფორბსი” ვახსენეთ, დაზუსტება აღარც უნდა, რა სიაზეც არის ლაპარაკი — ამერიკული ბიზნეს ჟურნალი ქონებას აფასებს და ახარისხებს. რიცხვებში როგორ გამოიხატა მანჩესტერელთა დაღმასვლა? კლუბის ფასი იყო 4,12 მილიარდი დოლარი და გახდა 3,81. ამრიგად, „იუნაიტედი” „რეალისა” და „ბარსელონას” ქვემოთ აღმოჩნდა — ესპანეთის ორმა წამყვანმა კლუბმა მესამე და მეოთხე...

შავ-ლურჯი გაუგებრობა ლუკაკუს თემაზე
ჩანაწერი

შავ-ლურჯი გაუგებრობა ლუკაკუს თემაზე

„ინტერმა” რომელუ ლუკაკუში 75 მილიონი გირვანქის გადახდისგან უკან დაიხია და ბელგიელი ფეხბურთელი გაუგებრობაში, ხოლო მწვრთნელი ანტონიო კონტე უკმაყოფილო დატოვა. ამჟამად ლუკაკუ სინგაპურშია, „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ვარჯიშობს და ბოლო იმედით ელის „ინტერის” გადაწყვეტილებას. „სანმა” კი შეიტყო, რომ იტალიური კლუბი დაფიქრებულა: ღირს, საერთოდ, ამ თავდამსხმელში ასეთი დიდი თანხის გადახდა? რომელუ ლუკაკუმ გასულ კვირაში „იუნაიტედის” მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს...

იუნაიტედმა სიტის მოუგო
ჩანაწერი

იუნაიტედმა სიტის მოუგო

„სანი” წერს, ექსკლუზიურად გავიგე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლესტერ სიტისთან” ხელი ხელს დაჰკრა და ჰარი მაგუაირს სარეკორდო თანხად, 80 მილიონ გირვანქად (89,1 მილიონი ევრო ან 100,5 მილიონი დოლარი) ყიდულობსო. დღეს ინგლისის ნაკრების მცველი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებაზე უნდა ჩავიდეს. ამ სატრანსფერო გარიგებაში ძირითადი თანხა 60 მილიონი გირვანქა, ხოლო კიდევ 20 მილიონი სხვადასხვა დამატება ყოფილა. შედეგად გამოდის, რომ...

რომელუ გაიტანს თავისას?
ჩანაწერი

რომელუ გაიტანს თავისას?

„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ინტერს” გამოუცხადა, რომ 75 მილიონ გირვანქას გროშ-კაპიკს არ დააკლებს. ლაპარაკია ბელგიელი რომელუ ლუკაკუს „ოლდ ტრეფორდიდან” „სან სიროზე” გადაბარგებაზე. ვაჭრობა „იუნაიტედის” ლონდონურ ოფისში მილანელთა სპორტულ დირექტორ პიერო აუსილიოსა და ინგლისური კლუბის ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს შორის შედგა. ცნობილია, რომ „ინტერის” ახალი მწვრთნელი, „ჩელსიში” ნამუშევარი ანტონიო კონტე ლუკაკუს შეძენით დაინტერესებულია. თავად ლუკაკუ კი „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად...

სერგეი ინგლისს დააკვდება
ჩანაწერი

სერგეი ინგლისს დააკვდება

არ ყოფილა ჟოზე მოურინიუ ყველაფერში მტყუანი — „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლაციოსგან” სერბი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვა გადაწყვიტა, რომლის შეძენა პორტუგალიელს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სურდა. ახლა წერენ, რომ მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირება ამ ზაფხულში მანჩესტერელთა მთავარი ამოცანაა. „იუნაიტედს” 24 წლის მოთამაშის შესაძენად 71 მილიონი გირვანქა (78,9 მილიონი ევრო) გადაუდია. „ოლდ ტრეფორდზე” სერბს პოლ პოგბას შემცვლელად ხედავენ. პოგბა, მოგეხსენებათ,...

ქუჩური ამბავი: პოგბა vs ლინგარდი
ჩანაწერი

ქუჩური ამბავი: პოგბა vs ლინგარდი

მას მედიასა და სოციალურ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია ავსტრალიიდან ელვის სისწრაფით გავრცელებულმა რამდენიმე წამიანმა ვიდეომ, სადაც გადაღებულია, როგორ მიდიან „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ქუჩაში და როგორ ედავება ერთი შეხედვით აგრესიული პოლ პოგბა რაღაცას ჯესი ლინგარდს, რომელიც პასუხს არ ცემს. შემდეგ, პოგბას უკნიდან ვიქტორ ლინდეოფი ჰკიდებს ხელს და გაყავს. ზოგადად, ვიდეო მანჩესტერელთა ქუჩაში ვოიაჟის შესახებ უფრო ვრცელია...

მინო რაიოლა პროცესს ადასტურებს
ჩანაწერი

მინო რაიოლა პროცესს ადასტურებს

ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის პროცესშიაო, თქვა მისმა აგენტმა მინო რაიოლამ. ეს „წასვლის პროცესი” კი „რეალის” აქტიურობის ფონზე მიმდინარეობს. ინგლისური „ექსპრესი” წერს, რომ 2016 წელს „იუვენტუსიდან” „ოლდ ტრეფორდზე” დაბრუნების შემდეგ, პოგბა წვალობს და ლაზათიანად ვერ ათამაშებულა. დადის ხმა, რომ „ბებერი ქალბატონი” მსოფლიოს ჩემპიონის კვლავ გადაბირებაზე არ იტყოდა უარს, მაგრამ ვაჭრობაში ტურინელებზე მეტად თურმე...

ბიჭებმა წავიდესო, ვუდვორდმა დარჩესო
ჩანაწერი

ბიჭებმა წავიდესო, ვუდვორდმა დარჩესო

პოლ პოგბას თანაგუნდელებს სწამთ, რომ თუ ფრანგი „ოლდ ტრეფორდიდან” წავა, ეს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის” კარგი იქნება. ცნობილია, რომ ერთი ხნის წინ თავად ნახევარმცველმაც თქვა, კარიერაში სიახლე მჭირდებაო. მსოფლიოს ჩემპიონით „რეალი” და „იუვენტუსი” იყვნენ დაინტერესებული. ამასობაში „იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს პოგბას მანჩესტერში დარჩენა სურს. კლუბს მასში 89 მილიონი გირვანქა აქვს გადახდილი, მაგრამ ფულში არ არის საქმე....