„ფორბსის” სიაში „მანჩესტერ იუნაიტედი” მეორე ადგილიდან მეექვსეზე ჩაეშვა. რაკი „ფორბსი” ვახსენეთ, დაზუსტება აღარც უნდა, რა სიაზეც არის ლაპარაკი — ამერიკული ბიზნეს ჟურნალი ქონებას აფასებს და ახარისხებს.
რიცხვებში როგორ გამოიხატა მანჩესტერელთა დაღმასვლა? კლუბის ფასი იყო 4,12 მილიარდი დოლარი და გახდა 3,81. ამრიგად, „იუნაიტედი” „რეალისა” და „ბარსელონას” ქვემოთ აღმოჩნდა — ესპანეთის ორმა წამყვანმა კლუბმა მესამე და მეოთხე ადგილები შეინარჩუნა.
კაცმა რომ თქვას, „მანჩესტერ იუნაიტედის” გაღარიბება გასაკვირი არც არის, რადგან ის 2018-19 წლების სეზონში პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა და 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ვერ მოხვდა.
უკვე ოთხი წელიწადია, 50 ყველაზე ღირებული კლუბის სიას სათავეში ამერიკული ფეხბურთის ლიდერი „დალას კოვბოიზი” უდგას. მეორეზე არიან ბეისბოლისტები — „ნიუ იორკ იანკიზ”. მეხუთეზეა NBA-ს „ნიუ იორკ ნიკსი”.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ლივერპული” შარშან ამ რეიტინგში საერთოდ არ იყო, წლეულს კი დაბრუნდა. პრემიერლიგის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი” კი ხუთი ადგილით ამაღლდა — 2,69 მილიარდი აქვს და ოცდამეხუთეა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
სიახლეები31/05/2026 | 08:48ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
კატეგორიის გარეშე31/05/2026 | 07:52შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
