ჭდე: ლუკა მაისურაძე

Home ლუკა მაისურაძე
გუნდური ქართული…
ჩანაწერი

გუნდური ქართული…

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირად პირველობაში მოპოვებული წარმატების შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა – გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და პირველი მედალი მოიპოვა… აღსანიშნავი ფაქტია, რომ მსოფლიო გუნდური პირველობა მეექვსედ ჩატარდა და ექვსივეჯერ იაპონიამ მოიგო. ჩვენი პირველი მედალი კი იმით არის განპირობებული, რომ გუნდურ შეჯიბრებაში 6 ძიუდოისტია – 3-3 ქალი და ვაჟი....

ქართული ფინალი მაისურაძემ წაიღო
ჩანაწერი

ქართული ფინალი მაისურაძემ წაიღო

ძალიან მაგარი შეგძნებაა, როდესაც ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ იცი, რომ ჩემპიონი აუცილებლად ქართველი გახდება… ასე მოხდა დოჰაში, სადაც დღეს საჭიდაოდ 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავიდნენ და ფინალი ქართული გამოდგა –ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. საინტერსო და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში, მაისურაძემ ლამაზი ილეთით მოიგო. ოქროსკენ მიმავალ გზაზე მაისურაძემ უნგრელი როლანდ გოზი, თურქეთის წარმომადგენელი...

გრანდ სლემი ქართულად დაიხურა
ჩანაწერი

გრანდ სლემი ქართულად დაიხურა

თბილისში დასრულდა ძიუდოისტთა გრანდ სლემი, რომლის ბოლო დღე ქართული დელეგაციისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. არადა, მანამდე ჩვენს ნაკრებს სულ 2 მედალი ჰქონდა მოპოვებული: გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ვერცხლის მედალი ირგუნა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) – ბრინჯაო. დღეს ოთხ მედალს რომ მოვიპოვებდით, წინასწარი შეხვედრების შემდეგ ნათელი იყო: ბოლო დღეს სამ წონით კატეგორიაში ოთხი ჩვენებური ფინალში გავიდა. 90 კილოგრამამდე...

ტატოს ოქრო, ლუკას ვერცხლი
ჩანაწერი

ტატოს ოქრო, ლუკას ვერცხლი

პარიზის „გრანდ სლემის“ მეორე ქართველი ოქროსმედალოსანი ტატო გრიგალაშვილია. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გრიგალაშვილმა იტალიელი ლორენცო პაროსი, იაპონელი კენია კეჰარა, არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილი და თურქი ვედათ ალბაირაქი რომ დაამარცხა, ფინალში გერმანელ ტიმო კაველიუსს დაეჭიდა. გრიგალაშვილი მთელი ბრძოლის მანძილზე უკეთესი იყო და მეტოქის დამარცხება 2 წუთზე ოდნავ მეტ დროში დროში მოახერხა. ბრინჯაო...

ილიას ოქრო იერუსალიმში
ჩანაწერი

ილიას ოქრო იერუსალიმში

იერუსალიმის მასტერსის დასკვნითი დღე წარმატებული გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის. ოქრო და ბრინჯაო – ასეთია ჩვენი მონაგარი. ისრაელში გაშლილი ტატამის ბოლო დღის ერთ-ერთი გმირი ილია სულამანიძეა (100 კგ.), ვინც ფინალში ნიდერლანდელი სემიონ კატერინა აშკარად დაჩაგრა, მუდმივად უტევდა, რასაც ნიდერლანდელი ვერაფრით პასუხობდა და მსაჯებმა სამი გაფრთხილებით მოხსნეს. ფინალამდე სულამანიძემ უნგრელი შომბორ ვეგი, აზერბაიჯანელი ელდარ გასიმოვი, ისრაელის წარმომადგენელი პეტერ...

მაისურაძის ბრინჯაო
ჩანაწერი

მაისურაძის ბრინჯაო

ბაქოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს დელეგაციამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. არადა, უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ, მამადალი მეჰდიევს მოუგო და კვარცხლბეკზე შედგა. მაისურაძემ მედლამდე ასევე აზერბაიჯანელ ნიჰად შიჰალიზადას მოუგო, შემდეგ მონღოლი მუნგხიაარ ბატოგტოხი და ყირგიზი ერლან შეროვი მიაყოლა, მაგრამ ნახევარფინალში შვედ მარკუს ნიმანთან დამარცხდა და...

ოქრო-ვერცხლი ბრინჯაოში გავცვალეთ
ჩანაწერი

ოქრო-ვერცხლი ბრინჯაოში გავცვალეთ

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს დელეგაციის მონაგარი ორი ბრინჯაოს მედლით შეივსო. ძალიან ახლოს ვიყავით 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გვეხილა, მაგრამ… ლაშა ბექაური მესამე ადგილისთვის ესპანეთის სახელით მოჭიდავე ტრისტან მოსახლიშვილს დაეჭიდა და ორი გდებით რამდენიმე წამში მოუმთავრა საქმე. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანამდე იაპონელი კოსუკე ნიშიამა, ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო, კუბელი ივან...

ტატოს ოქრო ტაშკენტში
ჩანაწერი

ტატოს ოქრო ტაშკენტში

მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ნავსი გატეხა და ჩვენს დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა. თუმცა, მედალიც არის და მედალი – გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ჩვენებური ოქროსკემ მიმავალ გზას ფრანგი ალფა ომარ დიალოს ძლევით შეუყვა, რომელსაც დომინიკელი დომიკსონ დელ ორბე კორტორეალი, იაპონელი ტაკანორი ნაგასე და აზერბაიჯანელი საიდ მოლაე მიაყოლა და...

ლუკას ოქრო
ჩანაწერი

ლუკას ოქრო

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ამჯერად ლუკა მაისურაძემ (90კგ) მოუტანა, ხოლო გურამ თუშიშვილმა – ბრინჯაო. მაისურაძემ ევროპირველობის ფინალში სერბ დარკო ბრასნიოვიჩი დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა. ოქროსკენ მიავალ გზას კი მაისურაძე ესტონელი კლეფ კრისტოფერ კალჯულაიდის ძლევით შეუყვა, ვისაც სლოვაკი პეტერ ძილკა, რუმინელ ალექს კრეტი და უნგრელი კრისტიან ტოტი...

ყველა მედალი
ჩანაწერი

ყველა მედალი

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა დელეგაციის ყველა წევრმა მედალი აიღო. ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო – ასეთია ჩვენი ნაკრების შედეგი. პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენებურს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვენიელი მეტოქე კაია კაიზერი არ გამოუცხადდა. მანამდე ლიპარტელიანმა (57კგ) მავრიტანელი კრისტიან ლეგენტილი დაამარცხა, რის შემდეგაც ბრძოლა ფრანგ ფაიზა მოდკართან დათმო და...