გასულ უქმეებზე სარაგბო ევროპამ მორიგი ციკლი დაასრულა და ისევე, როგორც შარშან, ორივე საკლუბო ტურნირი ფრანგული კლუბების გამარჯვებით დასრულდა. სასიამოვნოა, რომ ქართველი მორაგბე წლეულსაც გახდა ერთ-ერთი თასის მფლობელი. ჩემპიონთა ლიგა ვინაიდან ფინალებს დუბლინი მასპინძლობდა, მთავარი ევროთასის მოგების მთავარ პრეტენდენტად სწორედაც დუბლინური „ლენსტერი“ მოიაზრებოდა. ესეც რომ არა, ირლანდიური სუპერგუნდი მშვენიერ ფორმაში იყო და მას ფავორიტად ბუქმეიკერებიც მიიჩნევდნენ....
ჭდე: ლუკა გოგინავა
კაიკაციშვილის -100 და აფციაურის მე-2
საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგა პრო დ2-ში 26-ე ტური გაიმართა, ანუ რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდებს 4-4 მატჩის ჩატარებაღა დარჩათ და უკვე დღეს ოფიციალურად ცნობილია, რომ „ოიონაქსმა“ ეს პირველობა მოიგო. ამ გუნდმა 96 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან „გრენობლისთვის“ თეორიულადაც მიუწვდომელი გახდა – „ალპელებს“ ხომ „მხოლოდ“ 75 ქულა აქვთ. არადა, გრენობლელებმა გასულ ტურშიც ბონუსით იმარჯვეს – ლიგიდან...
ბონუსები და გოგოლაძის ლელო
საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ის მესამე ტურის აბსოლუტურად ყველა მატჩში ერთ-ერთმა მისმა მონაწილემ ბონუს-ქულა მიითვალა და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ეს გამარჯვებულმა მხარემ შეძლო. ტურის პირველ მატჩში „ოიონაქსმა“ „გრენობლი“ 46:13 გაანადგურა და ალპელთა შორის პირველიდან ბოლო წუთამდე ლუკა გოგინავამ ითამაშა, თუ არ ჩავთვლით ქართველი ბურჯის გასინბინებას (27-37 წთ). ეს სწორედ ის ერთადერთი შემთხვევაა, როცა ბონუსი...
ვეტერანის ძალა
ბექა შეყლაშვილმა, „კოლომიეს“ 35 წლის ბურჯმა, თავის მრავალწლიან ფრანგულ კარიერაში მე-10 ლელო მიითვალა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მარჯვენა პირველხაზელი (5 მატჩი ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში) ამ ქვეყანაში მე-13 სეზონს ატარებს, ხოლო საკუთრივ „კოლომიეში“ 2017 წლიდან გამოდის, გასულ ტურში კი მან კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლელო დადო. პრო დ2-ის მე-19 ტურში „კოლომიე“ რეგულარული ჩემპიონატის ლიდერ „ოიონაქსს“ მასპინძლობდა და შეხვედრის...
ნიორაძის მეექვსე ფრანგული
საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-ის რეგულარული სეზონის მე-12 ტურში მორიგი ქართული ლელო დაფიქსირდა. „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „რუანი“ მიიღო და ბონუსით, 36:9 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ჩვენებურთაგან მხოლოდ გიორგი ქართველიშვილი იყო, ვინც 59-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ლუკა ნიორაძე თამაშში შესვენების დასრულებისთანავე ჩაერთო. 22 წლის ქართველმა კვაჭმა მალევე, 45-ე წუთზე თავისი გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა....
ჟორჟის ლელოს ამარა
ვიდრე სარაგბო სამყაროში საშემოდგომო ტესტების სეზონი მიმდინარეობს, საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ელიტურ დივიზიონ პრო დ2-ში რეგულარული სეზონის მე-11 ტური გაიმართა. გასულ ტურში 10-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ინდივიდუალური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული სათამაშო დღე ჟორჟ სალდაძეს ჰქონდა. ქუთაისის „აიას“ ყოფილმა ბურჯმა სეზონში თავისი პირველი ლელო მიითვალა – „ბრესანისა“ და მისი „ბეზიეს“ შეხვედრის 73-ე წუთზე სტუმართა მძლავრი მოლიდან...
ქართველების პრო-შანსი
საშემოდგომო ტესტ-მატჩების პირობებში პრო დ2-ის კლუბებს შემადგენლობებში შექმნილი ნაპრალების შევსება უწევთ და ამ ვითარებამ ორ ახალგაზრდა ქართველს სეზონური დებიუტის აღნიშვნის შესაძლებლობა მისცა. კოტე მიქაუტაძის ნაკრებში გამგზავრების გამო „ბაიონს“ შემადგენლობაში ესპუარის, 21 წლის ლადო ჩაჩანიძის დაწინაურება მოუხდა. 2-მეტრიანი მეორეხაზელი „მონ-დე-მარსანთან“ საშინაო მატჩში 73-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ამ დროისთვის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო – გათამაშების ლიდერთა...
ქართული პირველი ხაზი
პრო დ2-ის მე-7 ტურში ქართველებს თავი არაფრით გამოუჩენიათ, მაგრამ ერთი-ორი საინტერესო მომენტი მაინც დაფიქსირდა. ასე, მაგალითად, „გრენობლის“ შემადგენლობაში „ბეზიესთან“ საშინაო მატჩის (19:21) დასკვნითი 17 წუთი მასპინძელთა შერკინების პირველი ხაზი სრულად ქართველებისგან შედგებოდა, თანაც მთელი ეს დრო სტუმართა შორისაც იყო ერთი ჩვენებური პირველხაზელი ფორვარდი. ალპელთა სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა იყო, ვისაც მე-15 წუთზე ტვინის...
ქართველების ბრძოლა ტვინის შერყევით
ისე მოხდა, რომ მე-6 ტურის შემდეგ საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში ერთბაშად სამი გუნდი გალიდერდა. 23-23 ქულა „მონ-დე-მარსანს“, „კოლომიესა“ და „ბაიონს“ აქვთ. პირველი მათგანი აქამდე ერთპიროვნულად ლიდერობდა და ხუთივე მატჩი მოგებული ჰქონდა, მაგრამ გასულ ტურში მონტუაზელები ოიონაში 19:36 დამარცხდნენ, მეტოქეს ბონუსიც დაუტოვეს, ხოლო მათი ქართველი ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი მარქაფიდან თამაშში უიღბლოდ ჩაერთო. 54-ე წუთზე შესულმა...
სტარტზე ცხრა ჩვენებური
პრო დ2-ის ახალი რეგულარული სეზონი საფრანგეთის ბასკეთში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „ბაიონმა“ „აჟენს“ უმასპინძლა და იოლად, 37:16 დაამარცხა, ბონუსიც მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტარტო ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა ერთადეთმა ქართველმა მიიღო – ეროვნული ნაკრების წამყვანი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე 50-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. კიდევ ერთმა მოქმედმა ბორჯღალოსანმა „ბეზიესა“ და „ორიაკის“ შეხვედრაში...









