როგორც ცნობილია, შალვა სუთიაშვილის, ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემი“ საფრანგეთის მეორე ელიტური სარაგბო ლიგა პრო დ2-დან ნახევრად სამოყვარულო ნასიონალში დაქვეითდა და ჩამოთვლილ ქართველთაგან უკანასკნელმა თავს უკვე უშველა. 24 წლის მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა მომავალი სეზონიდან 2024 წლის ზაფხულამდე „გრენობლში“ ითამაშებს, რომელიც მიმდინარე პრო დ2-ის პლეი-ოფისთვის ემზადება. შეხსენებისთვის: „ანგულემამდე“ ლუკას კარიერაში „რასინგ-92“ და „ბრივი“ იყო,...
ჭდე: ლუკა გოგინავა
ქართველი ბურჯებისა ამბები
ლევან ჩილაჩავა ამიერიდან „კასტრში“ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების მარჯვენა ბურჯმა „მონპელიეში“ თავის მესამე სეზონში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა 6 ტოპ 14-ში და ერთიც ევროთასზე, ხოლო 20 თებერვალს აჟენში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მონპელიელთა განაცხადში არ გამოჩენილა. უკვე მაშინ გავრცელდა ხმები, რომ 29 წლის ქართველი ვარსკვლავი კარიერას „კასტრში“ გააგრძელებდა, სულ ახლახან კი ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა....
ჯავახიას ლელომ ორიაკს მოაგებინა
საფრანგეთის ყველაზე ქართველმრავალმა კლუბმა – „ორიაკმა“ პრო დ2-ის 27-ე ტურში ლიგის აუტსაიდერ „ანგულემს“ უმასპინძლა და 33:21 დაამარცხა. ორიაკელები ამ მატჩამდე ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ, ამ გამარჯვების შემდეგ კი გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდნენ. აი, შალვა სუთიაშვილის,ზაურ თევდორაშვილისა და ლუკა გოგინავას „ანგულემმა“ კი ლიგიდან დაქვეითება ოფიციალურად გაიფორმა. დამარცხებულ გუნდში ქართველთაგან მხოლოდ გოგინავამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე პირველივე ტაიმში,...
გოგინავას ლელომ აუტსაიდერს ვერ უშველა
საფრანგეთის პრო დ2-ის 26-ე ტურში ლუკა გოგინავამ სეზონში თავისი მეორე ლელო გაიტანა. მისი, შალვა სუთიაშვულისა და ზაურ თევდორაშვილის „ანგულემმა“ „მონტობანს“ უმასპინძლა და 31:32 დამარცხდა, რამაც მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხისთვის ბონუს-ქულა მოუტანა. „ანგულემი“ ცხრილის ფსკერზეა და სამშვიდობო ზონას მთელი 8 ქულით ჩამორჩება, რაც გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე საკმაოდ დიდ დეფიციტად უნდა მივიჩნიოთ. რაც შეეხება გოგინავას,...



