გამოვიდა წიგნი, რომელსაც ჰქვია „ლვგ — მწვრთნელი და ტოტალური პიროვნება”, რომელიც ლუის ვან გაალზეა. ამ წიგნში თავისი წილი მოგონება ვეტერან თავდამსხმელ რობინ ვან პერსისაც ეკუთვნის და ინგლისურმა „მირორმა” ეს ნაწილი გადაბეჭდა. ჰოლანდიელი ბოსისა და ფეხბურთელის ურთიერთობა ძალიან საინტერესო და წინააღმდეგობრივი ყოფილა, რასაც ქვემოთ ნახავთ. ვან პერსის მოგონება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატით იწყება, რომლის მეოთხედფინალშიც ნარინჯისფერები...
ჭდე: ლუი ვან გაალი
ოვერმარსი: გაიღვიძეთ, უეფა ტრამპია!
შესაძლოა, ნიდერლანდები გახდეს ბელგიის შემდეგ მეორე ქვეყანა, სადაც საფეხბურთო პირველობა დასრულებულად, „აიაქსი“ კი ჩემპიონად გამოცხადდება. გარდა თავად ლიდერისა, ამ პოზიციას იზიარებენ „ალკმაარი“ და პსვ. იმავე ბანაკშია კვარტეტი ცხრილის ფსკერიდან – ასეთ ვითარებაში ლიგიდან არავინ გავარდება. ჩემპიონატის გაგრძელების თავგადაკლული მომხრეა დიკ ადვოკაატის `ფეიენოორდი“, რიმელსაც დარჩენილ 9 ტურში ლიდერთან 6-ქულიანი ჩამორჩენის თუ არა, სალიგო ზონაში მოხვედრის იმედი...
როგორ გადაარჩინა ბაიერნი აკადემიის დირექტორმა…
„ლაიფციგის“ სპორტულმა დირექტორმა რალფ რანგნიკმა თქვა, რომ თავის დროზე, როცა ის „ჰოფენჰაიმს“ თავკაცობდა, „ბაიერნს“ შემტევ თომას მიულერის ტრანსფერზე შეუთანხმდა. მიუნხენელთა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მის სანაცვლოდ სულ 3 მილიონი ევრო მოითხოვა „2008 წელს მიულერსა და მის აგენტს ტრანსფერზე შევუთანხმდით, ფასი მხოლოდ 3 მილიონი იყო. ის-ის იყო ტრანსფერი ოფიციალურად უნდა გაგვეფორმებინა, რომ ეს ამბავი მიუნხენელთა აკადემიის დირექტორმა ჰერმან გერლანდმა გაიგო და ტრანსფერი სასწრაფოდ დაბლოკა,” – თქვა რანგნიკმა თავად თომას...
ოლე, გამოსძალე კლუბს ფული!
„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა გარი ნევილმა თქვა, მანკუნიანელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი იანვარში თავკერძა თუ არ გახდა, კლუბმა მის მაგივრად შეიძლება მაურისიო პოჩეტინო აიყვანოსო. ნევილმა „იუნაიტედის” თავდამსხმელთა ტრიოც აკრიტიკა, სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან” შეხვედრაში (3:3) უკბილოდ თამაშობდნენო. გადაცემაში Monday Night Football ნევილმა თქვა: „სულშერმა იანვარში კლუბს ფული უნდა გამოართვას, სატრანსფერო ბაზარზე გავიდეს და მაქსიმალურად დახარჯოს. ეს მან თავისთვის,...
რა რიბერი, რის გვარდიოლა…
„ფრანს ფუტბოლთან” ინტერვიუში 67 წლის გადამდგარმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ჩვეული პირდაპირობით ილაპარაკა იმ ფეხბურთელებზე, რომლებთანაც ცხოვრებაში შეხება ჰქონია და მისი გული ვერ მოუგიათ. ვან გაალისთვის მთავარი გუნდია. მას სწამს, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდისთვის უნდა თამაშობდეს და ცალკეულ მოთამაშეზე ერთი კოლექტივიც კი არ უნდა იყოს აწყობილი. „მე გუნდის მწამს, ინდივიდუმის კი არა, — თქვა 1995...
ვითომ სწორად მოიქცა ფრენკი დე იონგი?
დიდი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუის ვან გაალი არ გამორიცხავს, რომ ფრენკი დე იონგი შეცდა, როდესაც „ბარსელონაში” გადასვლა გადაწყვიტა. 22 წლის ნახევარმცველი „კამპ ნოუზე” „აიაქსიდან” 75 მილიონ ევროდ გადადის. „მანჩესტერ იუნაიტედის”, „ბაიერნის”, „ბარსელონას”, „აიაქსის” „ალკმაარისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცის აზრით დე იონგის ასაკში გუნდის გამოცვლა ცოტა ნაადრევი იყო. „ვფიქრობ, მას „ბარსელონაში” გაუჭირდება, — უთხრა ვან გაალმა...
გიჟი იყო!
არგენტინელმა მცველმა მარტინ დემიჩელისმა 2003-2010 წლები „ბაიერნში” გაატარა. აქედან ორი სეზონის განმავლობაში მისი მწვრთნელი ჰოლანდიელი ლუის ვან გაალი გახლდათ, რომელიც დემიჩელსისს მთლად კარგად არ დაამახსოვრდა. „ის ჩემს კარიერაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი არ ყოფილა, მაგრამ ალალი გიჟი იყო”, — თქვა 37 წლის ვეტერანმა არგენტინულ „ლა ნასიონთან” ინტერვიუში. დემიჩელისის ყვება, რომ ვან გაალი ექსცენტრული ადამიანია, რომლის საქციელი...
სანამ ეს კაცი „ბაიერნშია”, იქ ჩემი ფეხი არ იქნება!
ლუის ვან გაალისა და „ბაიერნის” გზები შვიდი წლის წინ, 2011-ში გაიყო, მაგრამ ჰოლანდიელს ბავარიული კლუბი დღემდე უყვარს. „რასაკვირველია, მიყვარს. „მანჩესტერ იუნაიტედი”, სადაც ბოლოს ვმუშაობდი, კომერციული კლუბია. „ბაიერნი” მისგან ძალიან განსხვავდება. აქ შეფები ყოფილი ფეხბურთელები კარლ-ჰაინც რუმენიგე და ული ჰიონესი არიან, რომელთაც ზუსტად იციან რა უნდათ. მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი ფეხბურთია და არა ფული. „მანჩესტერ იუნაიტედში” კი...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
სად არის პატრიკ კლუივერტი? ბოლო ცნობებით ის მილანში იყო, თუმცა, რას აკეთებდა იქ, არავინ იცის. მაშინ რატომ არის კლუივერტი მილანში? იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი მატარებელი ვერ აირჩია. როგორ მოხვდა კლუივერტი მილანში? შემთხვევით. მან და მისმა ძმაკაცმა უინსტონ ბოგარდმა სამხრეთში დასვენება გადაწყვიტეს, მილანში ჩასულებმა კი გაარკვიეს ,რომ იქ კურორტი არ ყოფილა. სად არის ახლა ბოგარდი? ბოგარდი...
ვან გაალმა ჟოზეს უყურა და მოსწყინდა
66 წლის ლუის ვან გაალმა ფეხბურთს, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ჟოზე მოურინიუს ხელში თამაშობს, მოსაწყენი უწოდა. “წითელი ეშმაკების” ყოფილმა თავკაცმა თქვა, რომ პეპ გვარდიოლასეული “მანჩესტერ სიტი” გაცილებით სანახაობრივია. მანჩესტერის ორი გუნდის შედარება მათ შორის კვირას გამართული შეხვედრის გამოძახილია. “სიტიმ” “იუნაიტედს” 2:1 მოუგო და პრემიერლიგის ცხრილში 11 ქულით გაუსწრო. ჰოლანდიელმა, რომელიც “ოლდ ტრეფორდზე” ორი წლის წინ მუშაობდა,...









