ედგარ დავიდსი ნიდერლანდების ნაკრებშია, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ფეხბურთელად. 49 წლის „პიტბული“ ლუი ვან გაალის ერთ-ერთი თანაშემწე გახდა. ძველი ასისტენტი ჰენკ ფრეიზერი წავიდა, „უტრეხტში“ და ნაკრებში მუშაობას ერთმანეთს ვეღარ ვუთავსებო. ადგილი თავისუფალი დარჩა და ვან გაალმა დავიდსი მიიწვია. დავიდსი თამაშობდა იმ „აიაქსში“, რომელსაც ვან გაალი წვრთნიდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. „პიტბულს“ მცირე სამწვრთნელო გამოცდილება...
ჭდე: ლუი ვან გაალი
ვან გაალი: სიმსივნე დამარცხებულია!
70 წლის ლუი ვან გაალმა სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებ თავად განაცხადა… ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა ერთი კვირის წინ თქვა, რომ მძიმე დაავადება აწუხებდა (პროსტატის სიმსივნე) და პრესას რომ არ გაეგო, ისე მკურნალობდა. ახლა კი სასიხარულო ინფორმაცია გააჟღერა: „მთლიანი კურსი გავიარე. 25 სეანსი დამჭირდა, ამის შემდეგ კი 5-6 თვე უნდა მომეცადა, რათა შედეგები მენახა. კურსმა წარმატებით იმოქმედა,...
ვან გაალი მძიმე სენს ებრძვის
საქვეყნოდ ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ვერაგ დაავადებას, პროსტატის კიბოს ებრძვის. 70 წლის სპეციალისტი ამჟამად ნიდერლანდების ნაკრებს უდგას სათავეში. კვირას, „ალკმაარის”, „აიაქსის”, „ბარსელონას”, „ბაიერნისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა სატელევიზიო გადაცემაში რომელსაც ჰქვია Humberto, თავისი მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა. ვან გაალმა თქვა, რომ უკვე ერთი ხანია რაც მკურნალობს, მაგრამ გასულ სანაკრებო კვირაში ფეხბურთელებისთვის ამის...
ვან დეიკმა ვან გაალი გააკრიტიკა
დანიასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ (4:2), ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალი ტაქტიკური სქემის გამო გააკრიტიკა. „ბევრს ვმუშაობდით ვარჯიშებზე. ნაირგვარი ტაქტიკური სქემებიც დავამუშავეთ, მაგრამ არ მომწონს როცა 3-4-2-1 განლაგებით ვთამაშობთ. ჩვენთვის ეს ახალი სისტემაა და ფეხბურთელებს მასთან შეგუება სჭირდებათ. მე თუ მკითხავთ, 4-3-3-ს ავირჩევდი, რომლითაც „ლივერპულში“ ვთამაშობთ.“ – თქვა ვან დაიკმა....
ვან გაალი ფიფას: თქვენთვის ფეხბურთი მხოლოდ ფულია
ლუი ვან გაალს კორონავირუსი დაუდგინდა და უახლოეს პერიოდს იზოლაციაში გაატარებს, შესაბამისად, ნიდერლანდების ნაკრებს ვერ გაუძღვება. ნიდერლანდებს ორი ამხანაგური ელით: 26 მარტს დანიასთან, ხოლო 29-ში გერმანიასთან. ამასთან, ვან გაალმა ფიფა გააკრიტიკა, მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარება არასწორიაო. „ადრეც ვამბობდი და არ მომერიდება. ფიფას მხოლოდ ფინანსური მოგება აინტერესებს. მსოფლიო უნდა ჩატარდეს ქვეყანაში, რომელზეც ფიფაში ამბობენ, რომ უნდა განვითარდესო....
კუმანი ვან გაალს შეცვლის
„ბარსელონას“ ყოფილმა დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა, ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა, ლუი ვან გაალი შეცვალოს. 70 წლის ვან გაალს ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი მომავალი მონდიალის დამთავრების შემდეგ, ანუ 2022 წლის დეკემბერში ეწურება. კუმანი, რომელსაც თავისი თანაშემწეების შეკრება უკვე დაუწყია, „ბარსელონადან“ გასულ ოქტომბერს დაითხოვეს, ცუდი შედეგების გამო. ხოლო ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს ის უკვე თავკაცობდა 2018-20 წლებში. მისი...
სილესენი გამოიძახეს
ჯასპერ სილესენი ნიდერლანდების ნაკრებში ბრუნდება. „ორანიეს“ მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „ვალენსიას“ 32 წლის მეკარე ეროვნულ გუნდთან კარგა ხნის განშორების შემდეგ გამოიძახა — გასულ ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის წინ, სილესენს covid 19 შეეყარა და იძულებული გახდა შეჯიბრება გამოეტოვებინა. ახლანდელ შეკრებაზე, ვან გაალმა სილესენი ბოლო წამს იხმო, რადგან „ეინდჰოვენის“ კარის მცველი იოელ დრომელი გამოაკლდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი...
გადავლილი სამეზობლო
ვერ არის სამეზობლოში კარგი ამბები. საქართველომ ესპანეთთან 0:4 წააგო, სომხეთმა გერმანიასთან 0:6, აზერბაიჯანმა პორტუგალიასთან 0:3 და აგერ, ესტაფეტა თურქეთმაც გადაიბარა — ნიდერლანდებთან სტუმრად 1:6 დამარცხდა. G ჯგუფში, სადაც ეს ორი გუნდი გამოდის, მგდომარეობა ასეთი გახლდათ: გამარჯვებული ცხრილის სათავეში ექცეოდა. ფრეც თურქებს აძლევთ ხელს. სწორედ ამიტომ შეწყვიტა ლუის ვან გაალმა ექსპერიმენტები და თავის საყვარელ 4-3-3-ს დაუბრუნდა....
დაფიქრდება…
2019 წლის მარტში, ცნობილმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ მწვრთნელობას თავს ანებებს. ვან გაალს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის შემდეგ ანუ 2016 წლიდან აღარ უმუშავია, მაგრამ ეტყობა კიდევ 3 წელიწადი გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდა. დღეს კი ვან გაალი 69 წლისაა და… ამბობს, რომ შეიძლება დაბრუნდეს. „აიაქსის”, „ბარსელონას”, „ალკმაარის”, „ბაიერნის”, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცი კვლავ ეროვნულ...
მისგან გაცილებით მეტი ვისწავლე, ვიდრე ნებისმიერი სხვა მწვრთნელისგან
„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი უეინ რუნი ამბობს, რომ ლუის ვან გაალი „ოლდ ტრეფორდიდან” არ უნდა გაეშვათ. ჰოლანდიელი მწვრთნელი რომ დარჩენილიყო, ჩვენი გუნდი ახლა გაცილებით ძლიერი იქნებოდაო. წიგნში, „ლვგ — მწვრთნელი და ტოტალური პიროვნება” რუნი ჰყვება, რომ 2016 წელს ცნობამ იმის შესახებ, რომ ვან გაალი „იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობიდან მოხსნეს, სახტად დატოვა. ვან გაალმა „მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში...









