ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა. მოგეხსენებათ, საუკეთესო ქალ და ვაჟ ფეხბურთელს, ასევე საუკეთესო მწვრთნელებს ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, მედია და ფიფას საიტზე დარეგისტრირებული ქომაგები ირჩევენ. ისინი თითოეულ ნომინაციაში წარდგენილი 10 კანდიდატიდან სამ საუკეთესოს ირჩევენ. მერე ქულები ჯამდება და… საქართველოდან, მოგეხსენებათ, ფიფას მედია პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ. საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ჩვენი სამეული ასეთი გახლდათ: აზარი, რონალდუ,...
ჭდე: ლეო მესი
ღირსი იყო მესი?
2019 წლის ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის სამ ნომინანტს შორის იყვნენ ლეო მესი, ვირჯილ ვან დაიკი და კრიშტიანუ რონალდუ. გაიმარჯვა მესიმ, მაგრამ გაჩნდა კითხვა: იქნებ ვან დაიკი უფრო იმსახურებდა? ესპანურმა „მარკამ” თავის ორ ჟურნალისტს მისცა საშუალება გამოეთქვათ მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც მიხვდით, ერთი ამტკიცებს, რომ არგენტინელი დამსახურებულად გახდა წლის საუკეთესო, მეორეს აზრით კი ჯილდო ჰოლანდიელს ეკუთვნოდა....
სად იყო კრიშტიანუ?
ლეო მესი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კრიშტიანუ რონალდუ „ლა სკალაში” გალა დაჯილდოებას არ დაესწრო. რონალდუ წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მაგრამ სცენაზე არ იყო. იქ იდგა ათი ფეხბურთელი, რომელთა უმეტესობაც მილანში ტურინთან შედარებით გაცილებით შორი მანძილიდან ჩავიდა. 34 წლის პორტუგალიელი დაშავებულია და დღეს, „ბრეშასა” და „იუვენტუსის” შეხვედრის განაცხადში არ არის შეყვანილი. ვითომ, ტრავმამ არ...
მე ჩავის მოვკლავ!
38 წლის სამუელ ეტო’ომ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვის მხარდამხარაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უთამაშია. ეტო’ო-მ თქვა, რომ საუკეთესო ანდრეს ინიესტა იყო. „ეს ადრეც მითქვამს. ხალხს უკვირს, რატომ არ ვასახელებ მესის ან რონალდინიოს, მაგრამ ვფიქრობ დრომ დაამტკიცა, რომ მე მართალი ვიყავი”, — თქვა ეტო’ომ. სამუელ ეტო’ო და ანდრეს ინიესტა ერთად, 2004-2009 წლებში...
მესი და მყესი
ლეო მესის ფანებს საყვარელი ფეხბურთელის თამაშის სანახავად კიდევ მოუწევთ მოცდა. არგენტინელი ვარსკვლავი შაბათს „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას მყესის ტკივილი არა და არ დაუამდა. მეტიც, მესი ჯერ სრულყოფილ ვარჯიშსაც კი არ შესდგომია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი 5 აგვისტოს დაშავდა. ეს გახლდათ პირველივე დღე შვებულების შემდეგ. თავიდან ექიმებმა თქვეს, რომ საქმე უმნიშვნელო ტრავმასთან...
ვენგერი მესის ნანობს
არსენ ვენგერმა მოყვა, რამდენად ახლოს იყო „არსენალი” ლეო მესის შეძენასთან 2003 წელს. ეს ის წელიწადია, როდესაც ჩრდილო ლონდონელებმა კატალონიის დედაქალაქიდან სესკ ფაბრეგასი წამოიყვანეს და ვენგერის ნანობს, რომ მასთან ერთად არგენტინელიც არ შეიძინა. „ადამიანები მთელი ცხოვრება წარსულის შეცდომებს ვნანობთ, — უთხრა ვენგერმა beIN Sports-ს, — მესი და ფაბრეგასი მეგობრები იყვნენ. როდესაც ფაბრეგასი შევიძინეთ, მესისაც ველაპარაკებოდით. თუკი ცხოვრებაში...
ეს ყველაფერი სპექტაკლია?
ფილიპე კოუტინიუ ბარსელონიდან მიუნხენის გზას დაადგა, მაგრამ „კამპ ნოუს“ თემებიდან ამ ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერი სულაც არ გახლავთ მთავარი — მთავარ ინტერესს სხვა ბრაზილიელი იპყრობს. გადავა ნეიმარი „პარი სენ ჟერმენიდან“ „ბარსაში“? — აი, რა აინტერესებს გულშემატკივარს ყველაზე მეტად. ცნობილი გახდა, რომ წინა კვირაში „ბარსელონას“ წარმომადგენლები პარიზში იყვნენ და ნეიმარის ტრანსფერის მოგვარებას ცდილობდნენ, მაგრამ გავლენიენი ფრანგული გაზეთი...
რა დალია მესიმ?
ვიდრე „ბარსელონა“ იაპონური ტურნედან დაბრუნდებოდა, კატალონიაში ლეო მესი და ლუის სუარესი დაბრუნდნენ, რომლებსაც კოპა ამერიკას შემდეგ შვებულება ჰქონდათ და მცირე ხნით ანტიგუა და ბარბუდაზე შეიარეს. ლეო ბარსელონაში დიდ ხანს არ გაჩერებულა და მთელ ოჯახთან ერთად იბიცას მიაშურა. დღე-ღამეში 5.5-ათასევროიან ნომერში ლეომ ცოტა დაისვენა და საუკეთესო მეგობრებს უხმო შვებულების ბოლო დღეების ერთად გასატარებლად. ლუის სუარესი, ხორდი...
ლეგენდა რონალდუს
29 ივლისს ესპანეთის ყველაზე გავლენიანი სპორტული გაზეთი „მარკა“ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურ პრიზს გადასცემს, რომელსაც „ლეგენდა“ ეწოდება. ეს არ არის სავალდებულოდ ყოველწლიურად გადასაცემი პრიზი. გამოცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ გამორჩეულებს აჯილდოებს, რითაც მათ მთლიან კარიერას აფასებს. აქამდე „მარკას“ ჯილდო მიღებული აქვთ დიეგო მარადონას, მაიკლ ჯორდანს, მიხაელ შუმახერს, მაიკლ ფელპსს, ლეო მესის.
ფულში მობანავე ფეხბურთელები
ფეხბურთი ყველაზე პოპულარული თამაშია, „ფორბსმა” კი ყველაზე კარგად იცის ვის რამდენი ფული აქვს. ამასწინათ, ამერიკულმა ბიზნეს ჟურნალმა გამოაქვეყნა გასული, 2018 წლის ას ყველაზე ფულმოსულ სპორტსმენთა სია, რომლის საფეხბურთო ხუთეული ასეთია: ლეო მესი „ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერმა 2018 წელს 111 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან 84 მილიონი ხელფასი და პრემიაა, ხოლო 24 მილიონი სხვადასხვა...









