ინგლისის ნაკრების კრიზისი ღრმავდება, რადგან უკვე ხუთ ფეხბურთელს სჭირს covid 19. ზოგად-ინგლისური შოკი კი მას მერე გაძლიერდა, რაც გაირკვა, რომ პრემიერლიგის კიდევ ორ მოთამაშეს, ფრანგებს პოლ პოგბასა და ტანგუ ნდომბელეს ტესტებზე დადებითი პასუხი ჰქონიათ. ამას დაამატეთ, რომ კარანტინშია „ჩელსის” რვა და „არსენალის” ოთხი ფეხბურთელი… გარეთ საუთგეიტი შეკრებას ორშაბათს იწყებს. წინ ერთა ლიგის თამაშებია ისლანდიასთან და...
ჭდე: კორონავირუსი
საუთგეიტს ალბათ მალე გააგიჟებენ
ახლა ყურადღების ცენტრში რაჰიმ სტერლინგია — მან ლეგენდარულ მძლეოსან უსეინ ბოლტთან ერთად იქეიფა, რამდენიმე დღეში კი ბოლტს covid 19 დაუდასტურეს. პარასკევს, „მანჩესტერ სიტის” 25 წლის ვარსკვლავი მშობლიურ იამაიკაზე ყოფილა, სადაც დიდი სპრინტერი 34-ე დაბადების დღეს იხდიდა. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერები რომლებზეც ჩანს, რომ ბოლტის დღეობაზე სტუმრები ცხადია შეჯგუფულები ცეკვავდნენ, პირბადე არავის ეკეთა და არც სოციალურ...
ჩემი ძმა, სერხიო, ფენომენია!
როდესაც „რეალმა” ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში „ვილიარეალს” 2:1 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 34 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გახარებული ჩანდა. 172 სანტიმეტრიანი მოთამაშისთვის ეს გახლდათ მეორე ესპანური ოქრო და ალბათ განსაკუთრებულიც, რადგან 1997 წლისგან განსხვავებით ის ძირითადად კრიშტიანუ რონალდუს სახელთან არ არის დაკავშირებული. მას მერე, რაც პორტუგალიელი მეგავარსკვლავი 2018...
კორონამ დეპორტივო თამაშის გარეშე გააგდო
ოდესღაც ცნობილი და ძლიერი „დეპორტივო” ლა ლიგა 2-დან სეგუნდა B-ში გავარდა. თან, მოედანზე გაუსვლელად. გასაგებად რომ ვთქვათ, ლა კორუნიელები ესპანური ფეხბურთის იერარქიაში მეორე ლიგიდან მესამეში დაქვეითდნენ. კონკურენტების, „ალბასეტესა” და „ლუგოს” გამარჯვებამ „დეპორტივოსთვის” ბოლო ტური აზრსმოკლებული გახადა. აქვე დავძენთ, რომ „ნუმანსიამ” „ტენერიფეს” 2:1 მოუგო, მაგრამ ისიც გავარდა. ამრიგად, დაქვეითდნენ „სანტანდერი”, ესტრემადურა”, „დეპორტივო” და „ნუმანსია”. ბოლო დღეს...
კორონამ პრეზიდენტი მოკლა
ბოლივიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სესარ ლუის სალინას სინკა 58 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ლუის სალინა ლა პასის საავადმყოფოში ჰაერის მწვავე უკმარისობით 9 ივლისს მიიყვანეს და კორონავირუსის ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. სალინას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა და ექიმებმა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს, ამაოდ…
დოქტორი მარკუს რეშფორდი
წარმოიდგენდით? მარკუს რეშფორდმა მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. მიზეზი: მან ღარიბ ბავშვთათვის 20 მილიონი გირვანქის აგროვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი covid 19-ის კარანტინის გმირის სერ ტომი მურის გზას დაადგა და მთელს ინგლისში გაითქვა სახელი. რეშფორდი ტომი მურისგან განსხვავებით, რასაკვირველია ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ, როგორც გითხარით, ამჯერად მას...
საფრანგეთი თასით იწყებს
თავდაპირველად, საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე აკრძალა და ქვეყნის ჩემპიონატიც ვადაზე ადრე დაასრულა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა. ოღონდ ეს ჯერ საფეხბურთო ლიგა 1-ს არ ეხება. უკვე დადგენილია, რომ 11 ივლისიდან საფრანგეთში გუნდურ ტურნირებს დაუშვებენ. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაბამისად მიიღეს, რაც ეროვნულ ფედერაციას საშუალებას მისცემს საფრანგეთისა და ლიგის...
ფსიქო-კორონა
კორონავირუსმა, გარდა იმისა, რომ ლეტალური შემთხვევები დააფიქსირა, არც თუ დადებითად იმოქმედა ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვარჯიშის მოტივაციის ნაკლებობას ათლეტთა 50 პროცენტი განიცდის. გამოიკითხა 135 ქვეყნის 4.089 წარმომადგენელი. მათი 80 პროცენტი სპორტსმენები იყვნენ, 13 პროცენტი – მათი გარემოცვა, ხოლო 7 პროცენტი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ფედერაციების და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები. ზუსტად ნახევარი...
ვინაა ნეიმარი?
ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელს, ნეიმარს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოპარეს. როგორც ირკვევა, ბოროტმოქმედი ცდილობდა ფეხბურთელის პირადი მონაცემები, კორონავისრუსის პანდემიის დროს შექმნილის კრიზისის დროს, სახელმწიფო დახმარების პროგრამისთვის გამოეყენებინა. თუმცა, ბოროტმოქმედმა ნეიმარის ვინაობა არც საბუთის მოპარვამდე იცოდა, და არც შემდეგ გაუგია რამე, რადგან დახმარების ნაცვლად, დიდ შარში აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ნეიმარს საბუთის დაკარგვა არც გაუგია, სანამ...
covid-იდიოტების დასჯა გამკაცრდება
ვინაიდან, ინგლისში covid 19 ჯერაც არ ჩამცხრალა, პრემიერლიგის განახლება კი კარს არის მომდგარი, ჩემპიონატის თავკაცებმა გადაწყვიტეს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც რეგულაციებს არ იცავენ და პრესაში კოვიდიდიოტებად არიან მოხსენიებულები, სასჯელი გაუმკაცრონ. რასაკვირველია, ეს მხოლოდ მოთამაშეებს არ ეხება. ხეირი არ დაადგებათ კლუბებსაც, რომლებიც კოვიდიდიოტურად მოიქცევიან. ერთი სიტყვით, მზადდება კანონი, რომელიც პრემიერლიგაში 200 ათას გირვანქიან ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში...









