იუვენტუსელ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა. „იუვეს” მშობლიური ქალაქი ტურინი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ რეგიონში მდებარეობს, სადაც COVID-19 ძალიან არის მოდებული. რუგანიმ, რომლის ყიდვაც ადრე „არსენალს” უნდოდა თქვა: „დიახ, მე კორონავირუსი მჭირს, მაგრამ ნუ ღელავთ, თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა ყველას მივმართო და მოვუწოდო, რომ რეკომენდაციები დაიცვას. ეს ჩვენს გარშემო მყოფთათვის, ახლობლებისთვის უნდა გავაკეთოთ”. ერთი ხნის წინ...
ჭდე: კორონავირუსი
ევროკორონა: რა მოხდება ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში?
ესპანეთში ასეა: მთავრობამ ყველა ავტონომიას თხოვნით მიმართა, განიხილონ ლა ლიგის მატჩების უმაყურებლოდ ჩატარების საკითხი. ეს გახლავთ „ელ კონფიდენსიალის” ცნობა. მიზეზი მარტივი მისახვედრია — კორონავირუსი. ქვეყნის ჯანმრთელობის მინისტრმა სალვადორ ილამ თქვა, რომ სამეფოში რიგი ოფიციალური ზომების გატარებაა მოსალოდნელი, თუმცა დასძინა, არ მინდა ვილაპარაკო საკითხებზე, რომელბიც ჯერ არ გადაწყვეტილაო. „ელ კონფიდენსიალი” თავის მხრივ წერს, რომ ილამ პირადად დაურეკა...
კორონაინგლისი
ბრიტანეთის სპორტისა და მაუწყებლობის ბოსები ორშაბათს ლონდონში არიან დაბარებულები. მთავრობამ დიდი თათბირი დაგეგმა. კორონავირუსს უნდა მოუხერხონ რამე. ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები მასობრივი სპორტული ღონისძიებების მომწყობებს აქა-იქ კი ხვდებოდნენ და რაღაცებს გეგმავდნენ, მაგრამ ახლა უკვე მსხვილ თათბირზეა ლაპარაკი. სავარაუდოდ, ყველა სახეობის წარმომადგენელს შეეკითხებიან, რამდენად შეუძლიათ მათ (ფინანსურად, ტექნიკურად და სხვა) იტალიასავით მაყურებლის გარეშე ჩაატარონ შეჯიბრებები. იტალიამ,...


