ჭდე: კორონავირუსი

Home კორონავირუსი
ფეხბურთელები კორონას უტევენ
ჩანაწერი

ფეხბურთელები კორონას უტევენ

პრემიერლიგის კაპიტნებმა შექმნეს ფონდი სახელწოდებით Players Together და ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის 4 მილიონი გირვანქის აგროვებას აპირებენ. ოცი გუნდის კაპიტანი, რომელთაც ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი და „მანჩესტერ იუნაიტედის” ჰარი მაგუაირი ხელმძღვანელობდნენ, ოთხი დღის განმავლობაში თათბირობდა და შედეგად ფულის აგროვების გეგმა დაისახა. წუხელ, ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია, რომ მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი ფონდი, რომლის დიდი ღირსება...

ჩხუბი ბარსელონაში (video)
ჩანაწერი

ჩხუბი ბარსელონაში (video)

კორონასთან ბრძოლაც ასეთი უნდა… ესპანეთში, თავის კატალონიიანად, ვირუსი, მოგეხსენებათ განსაკუთრებით მძვინვარებს. ვინ როგორ ებრძვის „უხილავ მტერს”? ზოგი სახლში რჩება, ზოგს კი ექიმებისთვის თუ მოხუცებისთვის სანოვაგე დააქვს. ამ უკანასკნელთა რიგებს განეკუთვნება ქალაქ ბარსელონის ორი საფეხბურთო კლუბის, „ბარსელონასა” და „ესპანიოლის” ფანკლუბები. და აი, მათი გზები ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადაიკვეთა. როგორც ძლევამოსილი „ბარსას” ფანებმა, რომელთაც Boixos Nois (გიჟი ბიჭები)...

როგორ დავიცვათ სოციალური დისტანცია მეძავებთან
ჩანაწერი

როგორ დავიცვათ სოციალური დისტანცია მეძავებთან

კაილი უოქერმა ძმაკაცთან და ორ მეძავთან ერთად სექს-წვეულება მოაწყო — ესეც შენი „დარჩი სახლში” პრემიერლიგურად. ერთ-ერთმა მეძავმა, რომელთაც რბილად და ლამაზად ესკორტის გოგებს უწოდებენ, ჟურნალისტებს უამბო, რომ მობურთალმა მილიონერმა მათ სამსაათიანი მომსახურეობის ფული გადაუხადა. და მეორე დღეს უოქერს ეყო თავხედობა მთელი ინგლისისთვის საჯაროდ სახლში დარჩენისკენ მოეწოდებინა. წუხელ, როგორც მერე ხდება ხოლმე, უოქერმა დიდი ბოდიშები იხადა...

რამდენი დაექვითებათ ესპანელებს?
ჩანაწერი

რამდენი დაექვითებათ ესპანელებს?

ესპანეთში შედგა შეხვედრა ლა ლიგისა და მოთამაშეთა კავშირის წარმომადგენლებს შორის, რასაც შემდგომ ასეთი გაგრძელება მოჰყვა: კავშირის ბოსები პრიმერადივიზიონის 20 კლუბის კაპიტნებს ესაუბრენ. თემა: პანდემიის პერიოდში ხელფასების შეკვეცა. გაირკვა, რომ ფეხბურთელებმა იციან საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შესახებ — მარტივად რომ ვთქვათ, უბრალო ხალხი ვერ გაიგებს თუკი მობურთალი მილიონერები გაჭირვების და სიკვდილიანობის პერიოდში კვლავ თავის ასტრონომიულ ხელფასებს მოითხოვენ —...

მილიარდიანი საწყობი
ჩანაწერი

მილიარდიანი საწყობი

ლონდონის „ტოტენჰემმა“, თავისი ახალგახსნილი სტადიონი, რომელიც დაახლოებით მილიარდი გირვანქა დაჯდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სარბიელად ითვლება, კორონავირუსის მიზეზით, სათავსოები პროდუქტების შესანახ საწყობად გადააქცია, რადგან პანდემიით დაზარალებულ ყველაზე დაუცველ ადამიანებს დაეხმაროს. სტადიონის სათავსოები ლონდონის სამ ყველაზე დიდ დისტრიბიუტორს The Felix Project, FareShare და City Harvest-ს დაეთმობა. ისინი მთელი ლონდონის მასშტაბით მიუტანენ ადამიანებს საჭირო ნივთებსა და...

უეფას ნაშთი და ბალანსი
ჩანაწერი

უეფას ნაშთი და ბალანსი

უეფას კლუბთა ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-ფლეის 49-50-ე პუნქტების თანახმად, ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანების თაობაზე ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადად 31 მარტი იყო დათქმული. უეფამ გაითვალისწინა კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ფორსმაჟორული ვითარება და კლუბებს ანგარიშის წარსადგენ ბოლო ვადად 31 მარტის ნაცვლად 30 აპრილი დაუთქვა.

ასე გადაირია სესკ ფაბრეგასი (video)
ჩანაწერი

ასე გადაირია სესკ ფაბრეგასი (video)

ეს სახალისო ვიდეო სესკ ფაბრეგასის ტვიტერზე ვნახეთ. იზოლაციის მეოთხე დღეა და სახლში ჯდომისგან ხალხი გადაირიაო, წერს „მონაკოს” 32 წლის ვარსკვლავი. კადრში კი ხედავთ, თუ როგორ გამოდის მსოფლიოს 2010 წლისა და ევროპის 2008 და 2012 წლების ესპანელი ჩემპიონი დილით აივანზე და ყვირის: — დილა მშვიდობისა მეზობლებო. პასუხად ესმის: — წადი შენი… (ქართულად ასე უფრო კარგად აღიქმება) და...

იტალია 3 მაისს შენატრის
ჩანაწერი

იტალია 3 მაისს შენატრის

კორონავირუსმა ევროპულ ფეხბურთში ისე არია საქმეები, რომ გაუგებარია ვინ რას ამბობს და რას გეგმავს. იტალია, მოგეხსენებათ, ახალმა დაავადებამ ყველაზე მეტად დაჩაგრა. იმ მომენტისთვის, როდესაც ამ ცნობას ვწერთ, აპენინებზე 27 980 ადამიანია ავად. როგორც ცნობილია, სერია A-ს შეფებმა ჩემპიონატი 3 აპრილამდე შეაჩერეს, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ COVID 19 ასე მალე ვერ აილაგმება და რომშიც...

ვალენსიას 35 პროცენტი ავადაა
ჩანაწერი

ვალენსიას 35 პროცენტი ავადაა

„ვალენსიამ” ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 19 თებერვალს, მილანში, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემდეგ კლუბმა მკაცრი ზომები მიიღო — მილანი კი იმ გეოგრაფიულ რეგიონშია, რომელიც იტალიის ხელისუფლებამ ამ თამაშიდან ორიოდ დღის შემდეგ მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა — და ფეხბურთელები გულშემატკივრებსა და „ვალენსიას” სხვა თანამშრომლებს დააშორა, ბოლო გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ კორონავირუსის ტესტზე შემოწმებულთა 35 პროცენტის...

ზარალი
ჩანაწერი

ზარალი

თუ კორონავირუსის გამო შეწყვეტილი სეზონი არ განახლდება, ინგლისურმა ფეხბურთმა შეიძლება 10 მილიარდი გირვანქა დაკარგოს. პრემიერლიგის შეფების მონაწილეობით მომდევნო თათბირი სამშაბათს არის დანიშნული. სავარაუდოდ ეს იქნება ონლაინ-შეკრება, სადაც  შეეცდებიან მდგომარეობის გადარჩენის ახალი გზები დასახონ. არადა, როგორ გინდა დასახო გზა, როდესაც ხელისუფლება მასობრივ თავყრილობებს კრძალავს. უფრო სავარაუდოა, რომ სეზონს, რომელსაც „ლივერპული” 25 ქულიანი უპირატესობით იგებდა, წერტილი დაესმება. „დეილი...