ლა ლიგის ფეხბურთელები შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, ასე რომ ხმები იმის შესახებ, თითქოს ესპანეთში მალე ისევ ათამაშდებიან, როგორც ჩანს გადაჭარბებულია. მართლაც, იბერიის ნახევარკუნძულზე კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ჯერ ისევ მაღალია. როგორც კატალონიური „სპორტი” წერს, პრიმერადივიზიონის კლუბების კაპიტნებმა თავიანთი სიფრთხილის შესახებ ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციას ვიდეოკონფერენციაზე გამოუცხადეს. აქ არ არის ლაპარაკი კაპიტნების მიერ ფარული კენჭისყრით მიღებულ...
ჭდე: კორონავირუსი
მანჩესტერმა, ტრანსფერებზე ბოდიშიო
ამ ზაფხულს, „მანჩესტერ იუნაიტედისგან” დიდ სატრანსფერო აქტიურობას ელოდნენ, მაგრამ კლუბის ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა თქვა, კორონავირუსის პანდემიის გამო სრულიად შესაძლებელია ფეხბურთელების ბაზრობაზე ძალიან წყნარად მოვიქცეთო. უფრო ზუსტად, ვუდვორდმა თქვა, რომ მისი აზრით, ფულის ხარჯვისგან თავს მარტო „მანჩესტერ იუნაიტედი” კი არ შეიკავებს, არამედ, ზოგადად, ფეხბურთის კლუბები შეიკავებენ, რადგან ისინი ფინანსურად დაზარალდნენ. ვერ გეტყვით, ასეთი განცხადებით „ოლდ ტრეფორდის”...
პრემიერლიგაც წკიპზეა
პრემიერლიგის დაბრუნებაზე უკვე ისე ინტენსიურად ლაპარაკობენ, რომ როგორც ჩანს მალე ინგლისში ბურთი მართლა გაგორდება. ამჯერად, დაიწერა, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი თავადაც ემხრობა შეწყვეტილი სეზონის განახლებას და სეფე სიტყვას 7 მაისს იტყვის. კორონავირუსის პანდემიამ ალბიონზე ჩემპიონატი მარტის დასაწყისში გააჩერა, მაგრამ ახლა გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ოღონდ… რასაკვირველია უმაყურებლოდ. მაყურებელთან დაკავშირებით: არსებობს ჯანმრთელობისა და კულტურის სამინისტროების...
რას შეცვლის გერმანულ და ზოგადად ევროპულ ფეხბურთში covid 19?
ეს იქნება ფეხბურთი, მაგრამ, ჩვენ რომ ვიცნობდით, ის აღარასოდეს დაბრუნდება. ფეხბურთი, სხვა გახდება გულშემატკივრებისთვის, რომელთაც ამიერიდან, 2020 წლის ბოლომდე და ალბათ, ერთხანს მერეც, შინიდან მოუწევთ თამაშების ნახვა. მაგრამ, ის კიდევ უფრო მეტად შეიცვლება მოთამაშეებისა და მწვრთნელებისთვის, პერსონალისთვის, ავტობუსის მძღოლებისა და დაცვის თანამშრომლებისთვისაც კი. პრემიერლიგის შეფებმა პირობა დადეს, რომ როგორც კი ხელისუფლება მწვანეს აუნთებთ, შეწყვეტილ ჩემპიონატს...
ჩელსის გადაწყვეტილება
„ჩელსის” ფეხბურთელებმა ფარული კენჭისყრა ჩაატარეს და გადაწყვიტეს, რომ შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში 10 მილიონ გირვანქას მოიკლებენ. ეს ყოფილა თითოეული მათგანის მიერ თვეში გასამრჯელოს 10 პროცენტზე უარის თქმა, რასაც მაისიდან დაიწყებენ. დასავლეთლონდონელებს იმედი აქვთ, რომ სექტემბერში ინგლისის სტადიონებზე ბურთი თავიდან გაგორდება და ახალი სეზონი დაიწყება, მანამდე კი ქამრებს მოიჭერენ. ზემოხსენებული გადაწყვეტილება გუნდის სახელით კაპიტანმა სესარ ასპილიკუეტამ...
რაში მიბაძავენ ინგლისელები გერმანელებს?
პრემიერლიგის ფეხბურთელებს ვარჯიშებზე პირდაპირ სპორტულ ტანსაცმელში მოუწევთ მისვლა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გასახდელებში არ შეჯგუფდნენ. და კიდევ, ფეხბურთელებს covid 19-ის ტესტებს ბაზაზე მისვლისთანავე, მანქანებში გაუკეთებენ. ეს მოსაზრებები კლუბების წარმომადგენლებმა გუშინ გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განიხილეს. მათ უნდათ, რომ მოთამაშეებმა შენობაში, შეჯგუფულად, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ. როდის განაახლებენ ინგლისელები ვარჯიშებს? სავარაუდოდ, მაისში. და ისინი ალბათ გერმანელებს...
ინფორმაცია კი იჟონება
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ როგორც სხვადასხვა წყაროებიდან გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ ზინედინ ზიდანმა „რეალის” ფეხბურთელებთან ვიდეოკონფერენცია მოაწყო. ონლაინ შეკრების მიზანი შინ სხდომის დროს ვარჯიშის გამოცდილების გაზიარება და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება თუ გამოცოცხლება გახლდათ. გაირკვა, რომ შეკრების და მისი დეტალების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ გაუჟონავს, რასაც მადრიდელთა ფრანგი მწვრთნელი სასტიკად გაუბრაზებია. „სპორტი” ამტკიცებს, რომ ამ ამბის...
რაში მიბაძავს პრემიერლიგა სერია A-ს?
პრემიერლიგა სერია A-ს გეგმას სწავლობს და დიდი შანსია ინგლისშიც იგივე გაიმეოროს, რასაც იტალიაში აპირებენ: 2020 წელს ყველა საფეხბურთო მატჩის გამართვას მაყურებლის გარეშე ფიქრობენ. COVID 19-ის პანდემიამ იტალია მეტისმეტად დააზარალა. ქვეყანაში 9 მარტიდან საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც სულ მცირე 3 მაისამდე გაგრძელდება. ინგლისურმა „დეილი მირორმა” კი გაასაჯაროვა იტალიის ხელისუფლებიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რომ 2021 წლამდე საფეხბურთო მატჩებს მაყურებელი...
ცარიელი პრემიერლიგა
პრემიერლიგის მამები ტურნირის გაგრძელების განსხვავებულ ვარიანტს განიხილავენ. ინგლისური მედია ირწმუნება, რომ ერთ-ერთი რეალური ვერსია, რომელზეც საფეხბურთო ასოციაციაში აქტიურად მუშაობენ, მატჩების სარიელი ტრიბუნების წინ ჩატარებაა. ინგლისში მიაჩნიათ, რომ აჯობებს 2021 წლამდე, ვიდრე მდგომარეობა სრულად არ დასტაბილურდება, მატჩები უმაყურებლოდ გაიმართოს. ასე თუ მოხდა,სეზონი ივნისში განახლდება და ჩვეული ფორმატით, ოღონდ უმაყურებლოდ დასრულდება. ინგლისური გუნდები ტრიბუნიდან ქომაგობას მოკლებულები იქნებიან...
კორონამ ლეგენდას შეუტია
„ლივერპულის” ლეგენდას, კენი დალგლიშს, რომელიც 1979 წლის შემოდგომაზე თბილისშიც არის ნამყოფი და იმ დაუვიწყარ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როდესაც „დინამომ” მრისხანე მეტოქეს (ჩემპიონთა თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულს) 3:0 მოუგო, კორონავირუსი დაუდგინეს. ოჯახის წევრების ცნობით „ენფილდის” ვარსკვლავს სიმპტომები საერთოდ არ ჰქონია და ტესტი რომ არ გაეკეთებინა, ვერც კი მიხვდებოდა, რომ ავადაა. მათ აგრეთვე თქვეს, რომ...









