თუ კორონავირუსის ვაქცინას ვერ მოიგონებენ, პრემიერლიგას მთელი მომდევნო სეზონის განმავლობაში უმაყურებლად მოუწევს თამაში. ხაზს ვუსვამთ: ლაპარაკია არა მიმდინარე, შეწყვეტილ სეზონზე, რომლის განახლებასაც ივნისის შუიდან ფიქრობენ, არამედ შემდგომ, სრულ ჩემპიონატზე. კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ინგლისის ზედა ოთხ ლიგაში სტადიონებზე ხალხს 2021 წლის მაისამდე არ შეუშვებენ. არადა, ფეხბურთის შეფებს იმედი ჰქონდათ, რომ დეკემბერში ქომაგებს სპორტული სარბიელების კარს...
ჭდე: კორონავირუსი
მთავრობიდან ცნობამ გამოჟონა: პრემიერლიგა დაიწყება!
ინგლისური „ექსპრესი” ამბობს, რომ წინასწარ, ექსკლუზიურად მოიპოვა ის რეგულაციები და პროტოკოლები, რომელთაც ინგლისის ჩემპიონატის ბოსები პრემიერლიგის გასაახლებლად აამოქმედებენ. მათში შედის ისეთი პუნქტები, როგორიცაა მაგალითად, ვარჯიშის დროს სახის პირბადით სავალდებულო შენიღბვა და სხვა. „ექსპრესი” წერს, რომ როგორც მის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ჩანს, პრემიერლიგამ ქვეყნის ხელისუფლებისგან შეჯიბრების განახლებაზე თანხმობა უკვე მიიღო, ოღონდ, მთავრობა სანაცვლოდ უსაფრთხოების გააზრებულ ზომებს...
ფეხბურთელებს ფეხბურთის ეშინიათ
სერხიო აგუერო ამბობს, რომ პრემიერლიგის ვარსკვლავებს მოედანზე დაბრუნების ეშინიათ. არადა, დღეს 1 მაისია ანუ გაიმართება ლიგის ბოსების შეკრება, რომელთაც უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ შეწყვეტილ ჩემპიონატს კორონავირუსის პირობებში. აგუეროსი ეთანხმება „ჩელსის” მცველი ანტონიო რუდიგერიც. მისი აზრით, დღეს, როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, შეჯიბრების განახლება აბსურდია. გერმანელი ძლიერთ ამა ქვეყნისა მოუწოდებს, ჩემპიონის ტიტული პირდაპირ გადასცენ „ლივერპულს”. კოლეგებს უერთდება...
ფულის ამბავია, თორემ…
დღეს, მსოფლიო ფეხბურთში ერთი მთავარი თემაა: როდეს განახლდება შეწყვეტილი ჩემპიონატები და განახლდება თუ არა ისინი საერთოდ. „მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანს, ტელემიმომხილველ გარი ნევილს ამ საკითხზე თავისი შეხედულება აქვს. ის პირდაპირ ამბობს იმას, რასაც სხვები გვერდს უვლიან. გარი ნევილი: „ვფიქრობ, გადაწყვეტილებაზე ეკონომიკური მხარე რომ არ მოქმედებდეს, ფეხბურთი ჯერ კიდევ ბევრი თვის განმავლობაში არ დაბრუნდებოდა. დღეს ჩვენ ვხედავთ,...
ვირუსის გამანადგურებელი
ჰონგ-კონგი! აი, სად ეძებენ პრემიერლიგაში მაყურებლის დაბრუნების გასაღებს. მართალია, ჯერ არავინ იცის, როდის დაბრუნდება ფეხბურთი თუნდაც უმაყურებლოდ, მაგრამ ოდესმე ასეთი რამ ხომ მოხდება და სწორედ ამისათვის ემზადებიან. ჰონგ-კონგში, „აზია-მსოფლიოს ექსპო” ცენტრში პრეზენტაციისთვის ემზადებიან — მათ მოიგონეს სანიტარული კაბინა, რომელშიც სტადიონზე შესვლის წინ გულშემატკივრებმა უნდა გაიარონ. ჩანაფიქრის თანახმად ეს არის კორონავირუსის გამანადგურებელი, რომელზეც თურმე აქტიურად ფიქრობდნენ. კაბინა...
ფეხბურთი კონტაქტური თამაშია
ევროპიდან შეწყვეტილი სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ყოველ დღე ახალი ცნობა მოდის და ხშირად ისინი ერთმანეთს გამორიცხავს. მეტიც, ერთმანეთს გამორიცხავს ერთი და იმავე ქვეყნიდან მოსული ამბებიც. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ საფეხბურთო სამყარო, ისევე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო, დაბნეულია. მაშინ, როდესაც ზოგი ლიგა შეწყვეტილი ჩემპიონატის გასაგრძელებლად ემზადება და გამალებული თარიღებს აზუსტებს, თავად ფიფას სამედიცინო კომიტეტის ბელგიელმა...
ეტყობა, გერმანიაც ვერ დაიწყებს
უეფამ ევროპული ლიგების შეფებს ოთხი კვირა მისცა. ამ დროის განმავლობაში მათ ჩემპიონატის განახლების გეგმა უნდა წარადგინონ. დირექტივები პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა და გენერალურმა მდივანმა თეოდორე თეოდორიდისმა გასცეს. არადა, გერმანიაში თითქოსდა ყველაფერი უკვე ჩამოწერილი იყო და ბუნდესლიგას 9 მაისს ბურთიც უნდა გაეგორებინა, მაგრამ საქმეში ქვეყნის ვირუსოლოგები ჩაერიენ, რომელთაც თქვეს, რომ მაისში covid 19 კვლავ საშიში იქნება და ფეხბურთელები...
მზადდება ხუთი ცვლილების წესი
დიდი შანსია, როდესაც პრემიერლიგის შეწყვეტილი სეზონი განახლდება, გუნდებს თამაშში ხუთი ფეხბურთელის შეცვლის ნება დართონ. რატომ მოუვიდათ ასეთი რამ თავში აზრად? იმიტომ, რომ თუკი ჩემპიონატი განახლდება, ფეხბურთელებს ხუთ ან ნაკლებ კვირაში ცხრა ტურის ჩატარება მოუწევთ, რაც მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამ საკითხზე პრემიერლიგის მწვრთნელები და ექიმები კარგა ხანია ფიქრობდნენ. ისინი განიხილავდნენ ფეხბურთელების დაცვის სხვადასხვა ვარიანტს. ხუთი შეცვლა...
მანჩესტერ იუნაიტედი გამოსავალს ეძებს
ვინაიდან კორონავირუსით გამოწვეული უფულობის გამო ახლანდელი შემადგენლობის შენარჩუნება და პლუს გუნდის გაძლიერება არ ხერხდება, „მანჩესტერ იუნაიტედს” მავანთა გაყიდვა და ახლების შეძენა ნავაჭრი ფულით მოუწევს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ხეირიანი შემოთავაზების შემთხვევაში გაყიდვა არ ასცდება, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაა. მანჩესტერელთა ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა ორიოდ დღის წინ თქვა, რომ პანდემიამ ფეხბურთის კლუბებს, მათ შორის „იუნაიტედსაც”, სატრანსფერო...
შენიღბული ბუნდესლიგა
გერმანული ფეხბურთი იძულებითი უქმობიდან დაბრუნებას უკვე მაისში გეგმავს, თუმცა პანდემიის საფრთხეს ჯერ არ გადაუვლია. აქედან გამომდინარე გაჟღერებულ ისედაც ზემკაცრ რეგულაციებს ერთიც დაემატება: ფეხბურთელები მოედანზე დამცავი ნიღბებით გავლენ. ბუნებრივია, ნიღაბში თამაში სერიოზულად აისახება ფეხბურთელის გამძლეობაზე… მცირედი შეღავათი იქნება 15 წუთში ერთხელ შეხვედრის სავალდებულო შეჩერება, რომლის დროსაც ფეხბურთელებმა ნიღბები უნდა გამოიცვალონ – მედიკოსთა აზრით, დროის ეს მონაკვეთიც...









