ჭდე: კორონავირუსი

Home კორონავირუსი
აცრამდე შინ ისხედითო
ჩანაწერი

აცრამდე შინ ისხედითო

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი და მისი მთავრობა აცხადებენ: სანამ ვაქცინა არ იქნება, ტრიბუნაზე ფეხს ვერავინ შედგამს! გასაგებია, რომ ლაპარაკია კორონავირუსის აცრაზე. covid 19-მა დღეისათვის, მსოფლიოში 283 860, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 31 855 ადამიანი იმსხვერპლა. ბრიტანეთის ხელისუფლება მინიმუმ სექტემბრამდე ამ საკითხს არც კი დაუბრუნდება, თითქოს არ არსებობდეს. ეს ფრიად უსიამოვნო ცნობაა ქვეყნის ფეხბურთის კლუბებისთვის, რომლებიც, როგორც ჩანს, მომავალი...

ჩანაწერი

ხუთი ცვლილება და არVARგა

როდესაც პრემიერლიგის შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდება, გუნდებს თამაშში ხუთი ცვლილების ნებას დართავენ. ეს სიახლე დროებითია და მისი მიზანია შინ ნაჯდომი ფეხბურთელების ფიზიკური გადაწვისგან და ტრავმებისგან დაცვა. ხუთი ცვლილების წესი ფიფამ თავად შესთავაზა ფეხბურთის ასოციაციის საბჭოს. ეს საბჭო, მსოფლიოში ფეხბურთის თამაშის წესებს განაგებს. მან ფიფას შეთავაზება დაამტკიცა. ადრეც დავწერეთ, მაგრამ შესაძლოა ვინმეს გამორჩა: ცვლილება კი ხუთი იქნება,...

ინგლისელები გინებაზე ფიქრობენ
ჩანაწერი

ინგლისელები გინებაზე ფიქრობენ

ინგლისში შეწყვეტილი პრემიერლიგს გაცოცხლებას Project Restart ანუ პროექტის განახლება უწოდეს და ამ „რესტარტზე” ბევრს მუშაობენ. ხსენებული მუშაობის მორიგი პუნქტი, მაგალითად ასეთია: „სქაი სპორტი” და „BT სპორტი” თამაშების ტრანსლაციების დროს ფეხბურთელების გინებას ბრძოლას გამოუცხადებენ. როგორ? სავარაუდოდ, ხმას გაუთიშავენ. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია 92 მატჩი. ინგლისელებს არ უნდათ, რომ ტელეეთერში ბილწსიტყვაობა ისმოდეს, თორემ ის რომ არსებობს და ხალხი...

ქულათა იურგენული განაწილება არ ივარგებს
ჩანაწერი

ქულათა იურგენული განაწილება არ ივარგებს

პრემიერლიგის კლუბებს უცბად შეეშინდათ, რომ „ლივერპული” როგორც კი ჩემპიონის ტიტულს გაინაღდებს, ყმაწვილებით განაგრძობს თამაშს და ამით კორონავირუსის მიერ ისედაც დაკნინებულ ჩემპიონატს კიდევ უფრო დააკნინებს. რატომ მოუვიდათ ეს აზრი თავში? იმიტომ, რომ იურგენ კლოპი თებერვალში, ფეხბურთის ასოციაციის თასის საპასუხო შეხვედრაში, „შრუსბერის” წინააღმდეგ სწორედ ასე მოიქცა. პრემიერლიგის ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: „ლივერპული” მდევარ „მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებს....

ვისაც კორონას შინ მიტანა არ უნდა
ჩანაწერი

ვისაც კორონას შინ მიტანა არ უნდა

პრემიერლიგის ცხრა კლუბმა გამოაცხადა, რომ ნებას აძლევს თავის ფეხბურთელებს უარი თქვან შეწყვეტილი ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მონაწილეობაზე, თუკი მათ ეშინიათ, რომ კორონავირუსს შინ მიიტანენ და ახლობლებს გადასდებენ. ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონი სეზონის განახლებას 12 ივნისს აპირებს. მისი მთავარი მიზანია ჩავარდნილი სეზონით გამოწვეული ზარალის თავიდან აცილება. ამასობაში პრესამ შეიტყო, რომ პრემიერლიგის კლუბების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ მოთამაშეებისთვის...

დიბალა ქუჩაში გავა!
ჩანაწერი

დიბალა ქუჩაში გავა!

„იუვენტუსმა” სიხარულით გამოაცხადა, რომ არგენტინელი პაოლო დიბალა, რომელიც ოთხჯერ ეგონათ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული, მაგრამ ტესტმა ოთხივეჯერ დადებითი აჩვენა, ბოლოს და ბოლოს განიკურნა. 26 წლის ვარსკვლავს დაავადება ექვსი კვირის წინ შეეყარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დიბალა მეგობარ გოგონასთან, ორიანა საბატინასთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ახლა კი შეუძლია ქუჩაში გავიდეს. „იუვენტუსი” წერს: „ამჯერად მოთამაშემ ორჯერადი ტესტირება გაიარა და ორივე...

ექიმებმა არ შეიძლებაო!
ჩანაწერი

ექიმებმა არ შეიძლებაო!

პრემიერლიგის ექიმები გაერთიანდნენ და კლუბების ხელმძღვანელებს წერილი მისწერეს, სეზონის განახლება სახიფათოაო. ეს ძალიან გრძელი წერილი 100 პუნქტს  შეიცავს. მასში ჩამოთვლილია შეკითხვები და პრობლემები. წერილის ადრესატები კლუბების ხელმძღვანელების გარდა არიან პრემიერლიგის სამედიცინო მრჩეველი მარკ ჯილეტი და ფეხბურთის დირექტორი რიჩარდ გერლიკი. წერილს თავისი სტრუქტურა აქვს. ის ათ ნაწილად არის დაყოფილი. ათივე ნაწილი ეხება covid 19-თან დაკავშირებულ იმ...

გერმანიამ დაიწყო, ინგლისი იწყებს, ფიზიო ავადაა
ჩანაწერი

გერმანიამ დაიწყო, ინგლისი იწყებს, ფიზიო ავადაა

პრემიერლიგის კლუბები კორონავირუსზე ტესტებს უკვე იკეთებენ. იმისათვის, რომ ინგლისის შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდეს, სულ საჭიროა 40 000 ტესტი, რაც 4 მილიონი გირვანქა დაჯდება. გაირკვა, რომ ერთ წაყვან კლუბს უკვე დაუწყია თავისი მოთამაშეებისა და თანამშრომლების შემოწმება. მას ტესტები შეუძენია და ფეხბურთელებისთვის შინ დაუგზავნია. კლუბს ჯერ არ ასახელებენ. გეგმის თანახმად, პრემიერლიგელებმა ვარჯიში შემდეგ ორშაბათს უნდა განაახლონ. ჯერჯერობით, ლაპარაკია ინდივიდუალურ...

პრემიერლიგა: ვითამაშოთ ავსტრალიაში!
ჩანაწერი

პრემიერლიგა: ვითამაშოთ ავსტრალიაში!

პრემიერლიგას საოცარი „ბ” გეგმა შესთავაზეს — შეწყვეტილი ჩემპიონატი მზიური ავსტრალიის ქალაქ პერთში ჩაამთავროს. ლიგის შეშფოთებული ბოსები გამოსავალს ეძებენ. მათ ნება დართეს დარჩენილი 92 თამაში (ნეიტრალურ სტადიონებზე) ჩაატარონ, მაგრამ ამ სტადიონების ძებნაში სირთულე სირთულეს მოსდევს. და აი, „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ვარსკვლავსა, ტელეექსპერტს გარი ნევილს იდეა მოუვიდა: ვითამაშოტ დახურულ კარებს მიღმა, ოღონდ საზღვარგარეთ; და ნეიტრალური მოედნების საკითხიც ...

პრემიერლიგის კლუბების დღევანდელი თათბირის შესახებ
ჩანაწერი

პრემიერლიგის კლუბების დღევანდელი თათბირის შესახებ

დღეს, პრემიერლიგის 20 კლუბის წარმომადგენლებმა სამსაათნახევრიანი ვიდეოკონფერენცია გამართეს. გადაწყდა, რომ თუკი ქვეყნის ხელისუფლება ნებას დართავს, შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდება უმაყურებლოდ, ნეიტრალურ მოედნებზე. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის შეფებს და კლუბებს ერთი სული აქვთ როდის განაახლებენ შეწყვეტილ შეჯიბრებას, რადგან მისი ჩავარდნის შემთხვევაში ჯერ ერთი დიდძალი ფული იკარგება და მეორეც, შემდგომი სეზონის გეგმაც ირევა. ამასობაში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ...