პრემიერლიგის განახლებას ახალი საშიშროება დაემუქრა. ბრიტანეთმა შემოიღო რეგულაცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ასე ვთარგმნოთ: „დატესტე და გამოიკვლიე”. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ამაში ახალი არაფერია — თუკი covid 19-ის ტესტმა ვინმეს დაავადება დაუდგინა, ვირუსოლოგთა ჯგუფი მის კონტაქტებს შეისწავლის და ადამიანებს, რომლებიც ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იყვნენ, ორკვირიან კარანტინში გაუშვებს. მაგრამ, ახლა წარმოიდგინეთ როგორია ეს პრემიერლიგის პირობებში… გამოდის, რომ თუ...
ჭდე: კორონავირუსი
ჩელსი და სადილი გორგოლაჭებზე
სეზონის განახლებას ღონივრად რომ შეხვდნენ, „ჩელსი” თავის ფეხბურთელებს თავად კვებავს — გორგოლაჭებზე სადილს ჩამოუტარებს ხოლმე. დასავლეთლონდონელებს ასეთი გადაწყვეტილებისკენ იმანაც უბიძგა, რომ ბრიტანეთში სოციალური დისტანცირების წესი ფეხბურთის გუნდებს სასადილოებში თავშეყრას უკრძალავს. covid 19-გან თავის დასაცავად, ცოტა ხნის წინ, პრემიერლიგამ, კლუბებს სავალდებულო ტესტების რაოდენობა 40-დან 60-მდე გაუზარდა. ამრიგად, სანამ „ლურჯების” თავკაცი ფრენკ ლემპარდი და მისი ფეხბურთელები ვარჯიშით...
ევროლიგას სპონსორი გაუფრინდა
ევროპის ყველა პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირი სპონსორის გარეშე დარჩა. ევროლიგა და ერთ-ერთი მძლავრი ავიაკომპანია Turkish Airlines აღარ ითანამშროლებენ. ახლა ევროლიგის ხელმძღვანელობას ახალი სპონსორის მოძებნა მოუწევს. არადა, ადრე ევროლიგის პრეზიდენტმა ჟორდი ბერთომეუმ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ Turkish Airlines-თან ხელშეკრულების გაგრძელებას აპირებდნენ, მაგრამ… ევროლიგა და Turkish Airlines 10 წელი თანამშრომლობდნენ. აქვე ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიამ ბევრ საკალათბურთო გუნდს...
„მერე გადაგიხდი” აღარ გამოვა
ინგლისში ფეხბურთის ვარსკვლავებს მომავალი სეზონიდან ხელფასების შემცირება ემუქრებათ. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისი ძალას იკრებს და ოთხი მთავარი დივიზიონის კლუბებს სხვა გზა აღარ რჩებათ. პრემიერლიგის „არსენალი” და ჩემპიონშიფის „ბრენტფორდი” სხვათაგან იმით არიან გამორჩეული, რომ კარანტინის გამოცხადების დღიდან შეკვეცეს ჯამაგირები. სხვებმა, ლიგა ორის კლუბების ჩათვლით, ხელფასების გადახდა მხოლოდ გადაავადეს. მაგრამ, აი, დადგება ივლისი, როდესაც ინგლისში, ჩვეულებრივ,...
ბარსას სამი ცვლილება ერჩივნა
„ბარსელონას” მწვრთნელი კიკე სეტიენი მიიჩნევს, რომ ახალი წესი მის გუნდს დააზარალებს. ლაპარაკია ცვლილებებლის რაოდენობაზე: როგორც იცით, ერთ მატჩში სამის ნაცვლად ნებადართული იქნება ხუთი ცვლილება. ეს წესი დროებითია და მანამდე იმოქმედებს, სანამ კარანტინიდან გამოსული ფეხბურთელები შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაამთავრებენ. ლა ლიგია კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეჩერდა, 11 ივნისს კი უნდა განახლდეს. პირველი მატჩი იქნება „სევილიასა” და „ბეტისის”...
შევეგუოთ, რომ ეს იქნება ცუდი ჩემპიონატი
„ვესტ ჰემის” ვიცე-თავმჯდომარე ქალბატონი კარინ ბრეიდი წერს, რომ პრემიერლიგის მეწილეთა ბოლო ვიდეოკონფერენცია სარეკორდოდ დიდხანს, 5 საათს გაგრძელდა და ასკვნის, რომ გასარჩევი და სალაპარაკო მართლაც ბევრია. ბრეიდი ამბობს, რომ კოლეგებთან საუბარი და ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება შეწყვეტილი შეჯიბრების განახლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. „კარგი ის იყო, რომ ყველანი 17 ივნისზე შევთანხმდით” — ამბობს „ჩექუჩების” ვიცე-თავმჯდომარე. ანუ გადაწყდა, რომ ჩემპიონატი...
20 ივნისს იტალია განაახლებს
იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ გამოაცხადა, რომ სერია A-ს შეწყვეტილი ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება. იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდებმა ამ კვირაში ვარჯიშები განაახლეს. მანამდე ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით ხელმძღვანელობდნენ. სერია A-ში ბოლო თამაში იყო „სასუოლო” – „ბრეშა”, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს. ეს გახლდათ 9 მარტს. მოგეხსენებათ, იტალია გახლავთ ქვეყანა, რომელიც კორონავირუსმა ძალიან დააზარალა და შესაბამისად იყო პირველი,...
ბრუნდება, ბრუნდება, ბრუნდება… ფეხბურთი ბრუნდება!
ახლა უფრო ვრცლად იმის შესახებ, რომ 17 ივნისს პრემიერლიგა ბრუნდება: ტელევიზიით გადაიცემა ყველა 92 შეხვედრა. ინგლისში მათი მესამედის ტრანსლაცია იქნება უფასო. თავიდან ჩატარდება გადადებული შეხვედრები: „მანჩესტერ სიტი” – „არსენალი” და „ასტონ ვილა” – „შეფილდი”. შემდეგ გაიმართება სრული ტური. „მალე ფეხბურთი დაბრუნდება!” — ახარა სოციალურ ქსელში გულშემატკივარს თავდამსხმელმა ჰარი კეინმა. წარსულში ლეგენდარული ფორვარდი და ცნობილი ტელემიმომხილველი...
ტელეშიშები პრემიერლიგაში
პრემიერლიგა ვარაუდობს, რომ ჩემპიონატის განახლების შემდეგ უეფას მიბაძავს და თამაშების დაწყების დროს ორად გაყოფს: ადრეულად და გვიანად. სხვა სიტყვებით, შუა კვირის შეხვედრების ნაწილი ჩვენებურად საღამოს 9 საათზე გაიმართება, მეორე ნაწილი კი 11 საათზე. რაც შეეხება იმ მატჩებს, რომლებიც უქმეებზე უნდა ჩატარდეს, ისინი თანაბრად განაწილებდა: 5 შაბათს და 5 კვირას. პრემიერლიგა განახლდება პარასკევ დღეს, 19 ან...
კორონიანი ინგლისელი
„ბორნმუთისა” და ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების მეკარეს აარონ რემსდეილს პარასკევს, ვარჯიშის შემდეგ აღებულმა ტესტმა covid 19 დაუდგინა. არადა, წინა ორშაბათის ტესტის თანახმად ის ჯანმრთელი იყო. რემსდეილი ვარაუდობს, რომ ვირუსი ადრე, სუპერმარკეტში შეეყარა. აარონ რემსდეილი: რა თქმა უნდა შოკში ვარ. არავისთან მიკონტაქტია და უცებ, ინებეთ… თურმე კორონავირუსი მჭირს. არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ამან უფრო შემაშინა. ვინ...








