არგენტინა-კოლუმბია 1:0… ეს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ბოლოდან მესამე ტურში. გოლი „ინტერის“ ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, არგენტინამ კი 29-ე წაუგებელი მატჩი ჩაატარა. ჩანს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვა არგენტინაა, გამართული გუნდი. კოლუმბიაზე კი ცალკე. მსოფლიოზე გასვლის შანსი დარჩა, მაგრამ მცირე. საოცარია, მაგრამ კოლუმბიამ ზედიზედ 7 შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი… ზედიზედ 7 და საუბარია რადამელ ფალკაო [...]
ჭდე: კოლუმბია
ბრაზილიის 100 წუთი
ევროპის ჩემპიონატზე უკვე ფლეი-ოფი იწყება, ოკეანის გადაღმა მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ კი ჯერაც ჯგუფური ეტაპი მიდის. მეოთხე ტურში სრულიად ტურნირის მატჩი-მშვენება გაიმართა. კოლუმბიელთა ჯიგრიანი კრებული თითქმის ბოლომდე უგებდა ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე ბრაზილიას. შეცვლაზე შესულმა ბობი ფირმინომ მხოლოდ 78-ზე გაქვითა. მერე კი კაზიმირომ გამარჯვებისაც გაიტანა. გოლი ოფიციალურად 90-ე წუთზე აღირიცხა, თუმცა ამ დროს მე-10 დამატებული წუთი მიდიოდა. თითქოს [...]
კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა
„კოპა ამერიკის“ მორიგი გათამაშება, რომელიც არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო, სხვა ქვეყანაში გაიმართება. წერია კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია) „ტვიტერის“ ოფიციალურ ვგვერდზე. მოკლე შეტყობინება გვამცნობს, რომ „არგენტინას მასპინძლობის უფლება არსებული მიზეზების გამო ჩამოერთვა“. მიზეზები არ სახელდება, თუმცა მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ეს ამბავი კორონაპანდემიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ახლახან არგენტინაში ინფექციის ახალმა ტალღამ იფეთქა. შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 2020 [...]
შენ ოღონდ თქვი… გავაქრობთ!
„თამაშის შემედგ ჩემთან მოვიდა ხულიო ფიერო და პირდაპირ გამომიცხადა: „თუ გსურს მითხარი, არ მოგერიდოს, გავაქრობთ და ხვალ ჩილავერტის ფერფლსაც ვეღარ ნახავ. შენს წყენინებას არ ვაპატიებ.“ ფიერო კოლუმბიური ნარკომაფიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თანხმობით რომ მეპასუხა, დარწმუნებული ვარ, ნათქვამს შეასრულებდა. მას ვუპასუხე, რომ მეტოქის მიმართ წყენა არ მქონდა, ეს ფეხბურთია და რაც მოხდა მოედანზევე დარჩა,“ – ახლახან [...]
კოლუმბიაში ლოცულობენ
კოპა ამერიკა დასკვნით ფაზაშია. მალე ფინალისტები გაირკვევა, რაც ვეჭვობთ, დიდად ანაღვლებდეს კოლუმბიელ გულშემატკივარს. მათი ნაკრები ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, არადა კოლუმბიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ძალიან დამაჯერებლად გაიარა და სამივე მატჩი მოიგო. კოლუმბიელებმა, სასტარტო მატჩში არგენტინის წინააღმდეგ ლამაზი და გააზრებული ფეხბურთი ითამაშეს, 2:0 იმარჯვეს და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსიც მიიღეს. მეოთხედფინალში კარლოს კეირუშის გუნდი ჩილეს შეხვდა და [...]
მესი მიდის?
ძალიან რთულია ასახსნელად, რა სჭირს არგენტინის ნაკრებს, რომელსაც ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და სრულიად ვარსკვლავური შემადგენლობა. ამჯერად მესი და კომპანია კოლუმბიელებისგან იძლია. როხერ მარტინესმა და დუვან საპატამ გაუტანეს არგენტინას, არადა ორივე შეცვლაზე იყო შესული. მესიმ საკუთარი გუნდის გამართლება სცადა, თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ იღბალი მეტოქის მხარეს იყოო. ამასობაში ტოტალიზატორები ფსონებს იღებენ, გააკეთებს თუ არა მესი განცხადებას [...]
მავანთა საყურადღებოდ!
ამას ვრცელი თხრობა არ სჭირდება: სენეგალელი ფანები, მას მერე რაც მათმა ნაკრებმა პოლონეთს 2:1 მოუგო, ტრიბუნაზე დარჩნენ და თავიანთი დაყრილი ნაგავი აალაგეს! ცნობისთვის: სენეგალელი ფანები არ არიან ერთადერთნი, ვინც რუსეთში სტადიონზე თავისი ნაგავი აალაგა. ასევე მოიქცნენ იაპონელები და კოლუმბიელები.






