24 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, მორიგი მატჩი ნიდერლანდებთან ელის. თამაში ახალ სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. სატურნირო თვალსაზრისით შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს – გამარჯვების შემთხვევაში, ილიას ზუროსის გუნდი მონდიალისკენ გაიწევს… მე-2 ჯგუფურ ეტაპზე ახლა ასეთი სიტუაციაა: ესპანეთი, იტალია და ისლანდია 3-3 მოგებით ლიდერობენ, შემდეგ მოდის საქართველო (2),...
ჭდე: ილიას ზუროსი
საქართველო ბოლოში დარჩა…
„აკროპოლისის თასი“ საბერძნეთმა მოიგო! ტურნირის ბოლო მატჩში მასპინძლებმა თურქები დაამარცხეს. კოსტას ანტეტენკუმპოს შესანიშნავი თამაშით ბერძნებმა პირველი მეოთხედი 22:15 მოიგეს. თურქები დროულად გამოფხიზლდნენ – იანის ანტეტენკუმპოს გარეშე დარჩენილ მასპინძლებს (ზურგის ტრავმა) სტუმრებმა 3 წამიან ზონაში სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და შესვენებაზე 43:42 დაწინაურებულები გავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისშივე თურქებმა საკუთარი სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. ერთერთ სადავო ეპიზოდში თურქეთის მთავარი...
საქართველო ბევრს უშვებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა „აკროპოლისის თასი“ თურქეთთან მატჩით გახსნა. ჩვენებს კარგი თამაში გამოუვიდათ შეტევაში, მაგრამ დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, მეტოქეს თავისუფლად უშვებდნენ და საბოლოოდ 88:101 დამარცხდნენ. ილიას ზუროსის გუნდმა პირველ მეოთხედში მცირე ხნით უპირატესობა მიიღო, ერთი პერიოდი 10 ქულითაც დაწინაურდა და მეოთხედი 6 ქულითაც მოიგო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან თურქებმა თამაში დაალაგეს, სადღაც შუაგულში ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო...
ცუდი და იმედიანი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა უნგრეთთან და 88:89 დამარცხდა. ვერ ვიტყვით, რომ დაუმსახურებლად – საქართველომ ცუდად ითამაშა. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპისა და ევრობასკეტის მოსამზადებელი პერიოდის ამხანაგური მატჩი. მადიარებთან შეხვედრაში ილიას ზუროსი ბევრს დაინახავდა: – ჩვენები მეტოქეს პერიმეტრზე ვერაფერს უხერხებდნენ… – სათადარიგოთა სკამი მოკლე გვაქვს და ძირითადი დატვირთვა რამდენიმე კალათბურთელზე მოდის… –...
მამუს გარეშე და მაკფადენთან ერთად
სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს სრული დატვირთვით სავარჯიშოდ გუშინ უნდა შეერთებოდა, მაგრამ ოჯახური მიზეზების გამო თბილისში დაბრუნება მოუწია და ნაკრებს საქართველოს დედაქალაქში 7 აგვისტოს დახვდება. 7 აგვისტოს ჩამოვა თბილისში მთლიანად ნაკრებიც, რომელმაც სლოვენიიდან უნგრეთში გადაინაცვლა. ილიას ზუროსის გუნდი ქალაქ კეჩკემეტში 5 და 6 აგვისტოს, იქაურ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. გუნდების გადაწყვეტილებით, მეორე შეხვედრა სავარჯიშო...
საქართველოსთვის !!!
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიის დაბა როგლაში ჩავიდა, სადაც 10-დღიან შეკრებას გაივლის. ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტსთვისა და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. მოსამზადებელ პერიოდში ჩვენები 7 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 4 აგვისტოს საქართველოს ნაკრები უნგრეთში გადაინაცვლებს, სადაც 5 და 6 აგვისტოს მასპინძლებთან ორჯერ ითამაშებს; უნგრეთიდან ნაკრები თბილისში დაბრუნდება, სადაც 11 და 13 აგვისტოს...
საქართველოს მსოფლიო კალენდარი დაულაგეს
კალათბურთში მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა. ბოლო მატჩი რიგაში გაიმართა, სადაც უკრაინის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა. ლატვიის დედაქალაქში დაძაბული მატჩი გამოდგა და ესპანელებმა ნომინალურ მასპინძლებს 77:76 მოუგეს. შედეგად ყველაფერი დალაგდა. გაირკვა ის, თუ როგორი ბალანსით გადავიდნენ გუნდები მეორე ეტაპზე, ვინ ვის, სად და როდის შეხვდება. ცხადია, ჩვენ უფრო საქართველოს ნაკრები გვაინტერესებს… ილიას ზუროსის გუნდი...
ზუროსს აკროპოლისს მედალი ურჩევნია
1 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინას რიგაში ეთამაშება, ხოლო 4 ივლისს, შინ, ახალ არენაზე, ესპანეთს დაუხვდება. თუმცა, მარტო ეს არ არის ილიას ზუროსის გუნდის უახლოელი გეგმები: პირველი შესარჩევი ეტაპის გარდა, ნაკრებს აგვისტოში მეორე რაუნდიც უწევს, ხოლო შემდეგ ევროპის ჩემპიონატია, რომლის ერთ-ერთი თანამასპინძელიც საქართველო გახლავთ. გუნდმა უკვე დაიწყო მზადება მოახლოებული...
… ვიწყებთ კალათბურთს
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი მატჩებისთვის საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს შეიკრიბა. ჩვენები 1 ივლისს რიგაში, უკრაინასთან და 4 ივლისს, თბილისში, ესპანეთთან ითამაშებენ. ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ამ მატჩებისთვის 22 კალათბურტლს უხმო. გუნდს ვერ დაეხმარება „მილუოკი ბაქსის” ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი, ვისაც კლუბთან NBA-ს საზაფხულო ლიგაზე თამაშის ვალდებულება გააჩნია. მამუკელაშვილი ეროვნულ გუნდს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი შეკრების დასაწყისში,...
მსოფლიომდე ნაბიჯი წინ
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ სტადიაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ეს ყველაფერი სკოპიეში გადაწყდა, სადაც ილიას ზუროსის გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიას 79:65 მოუგო. მიუხედავად სოლიდური სხვაობისა, თამაში იოლი არ გამოდგა. პირველი მეოთხედი საქართველო სულ მდევრის როლში იყო და 18:21 წააგო. მეორე მეოთხედში ჩვენმა ნაკრებმა თამაში დაალაგა და დიდ შესვენებაზე რვაქულიანი უპირატესობით გავიდა...









