საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს სერბი სპეციალისტი, ალექსანდარ ჯიკიჩი გაწვრთნის. 52 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2023 წლის ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს და მიმდინარე სეზონიც იერუსალიმის „ჰაპოელში“ დაიწყო, ებრაული კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა და ახლა ის მხოლოდ საქართველოს ეროვნულ გუნდში იმუშავებს. ჯიკიჩის კონტრაქტი მომავალი, 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული: მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა,...
ჭდე: ილიას ზუროსი
ზუროსი წავიდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და ილიას ზუროსის გზები გაიყარა. 57 წლის ზუროსსა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის დადებული ხელშეკრულება ამოიწურა და გაგრძელება არ ისურვეს. გადაწყვეტილება ალბათ, დროულია, იქნებ დაგვიანებულიც, რადგან ბერძენმა სპეციალისტმა საქართველოში მუშაობის პერიოდში საკუთარი შესაძლებლობები დიდი ხანია ამოწურა. ბერძენ სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2016 წლიდან წვრთნიდა. ამ დროის განმავლობაში ზუროსმა ჩვენი გუნდი ორჯერ ევროპის, ერთხელ...
წავაგეთ ილიას…
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის მეორე ნახევარი ძალიან ცუდად ჩაატარა და გერმანიასთან 73:100 დამარცხდა. ჩვენს გუნდს პირველი ტაიმი უკეთესი ჰქონდა და მხოლოდ 2 ქულით დათმო, მაგრამ შესვენების შემდეგ რაც მოხდა, ის უკვე კალათბურთი არ იყო. თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არც დაძაბულა. ჩვენს ნაკრებს 19 ქულა სანდრო მამუკელაშვილმა მოუტანა; გოგა ბითაძემ...
საქართველომ შეკრება ირანით დაამთავრა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ირანის ეროვნულ გუნდთან დახურული მატჩი ითამაშა და 84:72 დაამარცხა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, არ უთამაშიათ ნაკრების ლიდერებს – თორნიკე შენგელიას, სანდრო მამუკელაშვილის, გოგა ბითაძესა და თად მაკფადენს. შედეგად, სასტარტო ხუთეულიც ძალიან განსხვავებული იყო: ანდრონიკაშვილი, ბერიშვილი, გოგიჩაიშვილი, სანაძე, შერმადინი. სათადარიგოთა სკამზე იყვნენ – ცინცაძე, ჯინჭარაძე, ბექაური, კაკუშაძე, ლიკლიკაძე და ტურძილაძე. ამ მატჩის შემდეგ...
ლატვიამ დაგვაფიქრა
მსოფლიო ჩემპიონატის მზადების ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი საკონტროლო მატჩი ლატვიაში ჩაატარა და იქაურ ნაკრებთან 25 ქულით განადგურდა – 57:82. ჩვენი გუნდი მხოლოდ დასაწყისში იყო წინ, როდესაც 4-5 ქულით იგებდა, ხოლო მეოთხედში მხოლოდ 20:19 იმარჯვა. ამის შემდეგ ბალტიისპირელებმა ალღო აუღეს ილიას ზუროსის გუნდის თამაშს. ლატვიელებს ყველაფერი გამოდიოდათ – სწრაფი თუ პოზიციური შეტევა. სროლები პერიმეტრიდან თუ...
წამში წაგებული…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი ლიეტუვასთან გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 102:104 დამარცხდა. არადა, მატჩის მიმდინარეობისას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მატჩს ასეთი დასრული ექნებოდა. ეგ კი არა, ბალტიისპირელებს ზედ საფინალი სირენის წინ რომ არ ჩაეგდოთ, თამაში ოვერტაიმში გაგრძელდებოდა. მატჩის დასაწყისში 6:2 დავწინაურდით, მაგრამ ბალტიისპირელებმა 13 უპასუხო ქულა ჩაგვიგდეს და მას...
ზუროსის სია…
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე თბილისში ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომელიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება. თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს. გაფართოებულ სიაში არ არის ოთხი კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან. ესენი...
ზუროსი: გვინდა, საქართველომ იამაყოს…
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულმა წილისყრამ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს საკალთბურთო ნაკრების ნეტოქქბი გამოავლინა. ჩვენი გუნდუი ჯგუფში სლოვენიას, კაბო ვერდესა და ვენესუელას დაუპირისპირდება. წილისყრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა: „შესარჩევი ეტაპის დასრულებისასაც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ – საქართველოს ნაკრებისთვის ამ მსოფლიო ჩემპიონატს დიდი მნიშვნელობა აქვს – ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიოზე....
საქართველომ მეტოქეები გაარკვია
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ჩვენთვის სადებიუტო მონდიალზე ილიას ზუროსის გუნდი F ჯგუფში ურთიერთობას სლოვენიის, ვენესუელასა და კაპო ვერდეს ნაკრებებთან გუნდებთან გაარკვევს. ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში გაიმართება. მთლიანად ჩემპიონატს კი, იაპონელებთან ერთად ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებს. წილისყრის სრული შედეგები ასეთია: A ჯგუფი: ანგოლა, დომენიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია B...
და რა იქნება მსოფლიოზე ?!
ორი წაგებით ორ უდიდეს სპორტულ ფორუმზე მოხვედრილ გუნდს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გარდა, ვერ ვიხსენებთ… 2011 წლის 5 სექტემბერს ჩვენმა ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი ბულგარეთთან 69:79 წააგო და ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა. 2023 წლის 26 თებერვალს, ჩვენებმა ისლანდიასთან (77:80) ასევე გადამწყვეტი მატჩი დათმეს, მაგრამ მსოფლიოზე გავიდნენ. თუ პირველ შემთხვევაში საქმეში იღბალი ჩაერია, მეორე შრომით მოვიდა. მოვიდა წვალებით, ოფლის...









