ჭდე: თომას ტუხელი

Home თომას ტუხელი
ნეიმარის მამა და პოლიციელი
ჩანაწერი

ნეიმარის მამა და პოლიციელი

ნეიმარის თავნებობა, როგორც ჩანს, ისეთ მომღიმარ, მეგობრულ და კეთილგანწყობილ ადამიანსაც ბეზრდება, როგორიც „პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელი თომას ტუხელია. გერმანელს ეს მაშინ შეეტყო, როდესაც ჟურნალისტებმა 27 წლის ბრაზილიელის ორიოდ დღის წინანდელ გასეირნებაზე ჰკითხეს — ნეიმარი მადრიდს გაეშურა, სადაც მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ბარსელონელმა ჟერარდ პიკემ „დევისის თასის” შეხვედრებს გაუწია ორგანიზება. პსჟ-ს თავდამსხმელი ცხადია მაყურებლის რანგში გახლდათ. „მე...

ნეიმარი მსაჯებს აგინებს!
ჩანაწერი

ნეიმარი მსაჯებს აგინებს!

პარიზში, „პარი სენ ჟერმენისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშის ბოლოს, 90+4 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა — დალოტის დარტყმული საჯარიმოში ამხტარ კიმპემბეს იდაყვში მოხვდა. ამ მომენტისთვის ანგარიში იყო 2:1 სტუმრების სასარგებლოდ ანუ ორი შეხვედრის ჯამით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარიზელები გადიოდნენ — პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული. პენალტმა, ყველაფერი შეცვალა. მარკუს რეშფორდმა გოლი შეაგდო და მეოთხედფინალში მანჩესტერელები გავიდნენ....

პარიზელები სანადიროდ გამოდიან
ჩანაწერი

პარიზელები სანადიროდ გამოდიან

ამბობენ, რომ „პარი სენ ჟერმენი” ნეიმარისა და კილიან მბაპეს შემდეგ, ზაფხულში, კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. არსებობს ასეთი იტალიური საიტი Calciomercato, რომელიც ტრანსფერების ამბავს აშუქებს. ის წერს, რომ პარიზელთა მომდევნო მსხვილი სამიზნე „რეალის” გერმანელი ნახევარმცველი 28 წლის ტონი კროოსია. თუ კროოსის მაღალ ოსტატობასთან ერთად იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პსჟ-ს მწვრთნელი თომას ტუხელი გერმანელია და გუნდში თანამემამულეს...

ტუხელი ხუმრობს, პსჟ იგებს
ჩანაწერი

ტუხელი ხუმრობს, პსჟ იგებს

45 წლის თომას ტუხელზე არასდროს უთქვამთ ბუნებით შინაურული კაცია, ფეხბურთელებთან ხუმრობა უყვარს და ყველასთან მეგობრობსო, მაგრამ ფაქტია, „პარი სენ ჟერმენში” სწორედ ამ თვისებებით გაითქვა სახელი. „მაინცისა” და „დორტმუნდის” ყოფილმა მწვრთნელმა საფრანგეთის დედაქალაქში ყველა მოხიბლა, ფეხბურთელიცა და კლუბის თანამშრომელიც. „უნაი ემერი რადიკალურად საპირისპირო ხასიათის მქონე კაცმა შეცვალა, — წერს „ეკიპი” კლუბის თანამშრომელთა მონაყოლებზე დაყრდნობით, — დღეს...

სუბოტიჩი: ტუხელი პატიოსანი არ არის
ჩანაწერი

სუბოტიჩი: ტუხელი პატიოსანი არ არის

29 წლის სერბი მცველი ნევინ სუბოტიჩი გერმანელი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელმძღვანელობით „დორტმუნდში” წელიწადნახევარი თამაშობდა. შემდეგ მათი გზები გაიყარა, მაგრამ მომდევნო სეზონიდან ისინი საფრანგეთის ლიგა 1-ში კვლავ გადაიკვეთებიან. სუბოტიჩი „სენტ ეტიენში” თამაშობს, ტუხელი კი „პარი სენ ჟერმენის” თავკაცი გახდა. სერბმა ფეხბურთელმა „კიკერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ტუხელი გვარიანად გააკრიტიკა. მან თქვა: „ვისურვებდი მასთან უკეთესი ურთიერთობა მქონოდა. ტუხელამდე პატიოსან მწვრთნელებთან...

ტუხელი ნეიმარს უკვე ელაპარაკა
ჩანაწერი

ტუხელი ნეიმარს უკვე ელაპარაკა

„პარი სენ ჟერმენმა” სეზონი „კაენთან” სტუმრად 0:0-ით დაასრულა და გულშემატკივარს მეორე დღესვე წარუდგინა ახალი მწვრთნელი, გერმანელი თომას ტუხელი. 44 წლის ტუხელმა თანამდებობაზე 46 წლის ესპანელი უნაი ემერი შეცვალა. დორტმუნდელთა ყოფილმა თავკაცმა შეიხთა კლუბთან 2020 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. „რასაკვირველია, დიდ მიზნებს ვისახავთ, მაგრამ გამარჯვებებსა და ტიტულებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს ასეთი ნდობისთვის. ერთი...

ტუხელი, ლონდონი, მიუნხენი
ჩანაწერი

ტუხელი, ლონდონი, მიუნხენი

დიდხანს იმედოვნებდა „ბაიერნის” პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომ 72 წლის მწვრთნელს იუპ ჰაინკესს კიდევ ერთი წლით დატოვებდა „ბაიერნის” სათავეში. ამაოდ. და როდესაც ის ბოლოს და ბოლოს სათადარიგო ვარიანტად შეგულებულ 44 წლის თომას ტუხელს მიუტრიალდა, „დორტმუნდის” ყოფილი თავკაცი უკვე სხვასთან მორიგებული დაუხვდა. ვინ არის ეს სხვა? როგორც 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და გერმანიის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი...

ტუხელმა არაო
ჩანაწერი

ტუხელმა არაო

თომას ტუხელთან დაკავშირებულმა ბოლო ცნობამ ბუნდესლიგა გააოცა: 44 წლის მწვრთნელი მომავალ სეზონში „ბაიერნის” გაძღოლაზე უარს ამბობს. მოგეხსენებათ, 72 წლის იუპ ჰაინკესი სეზონის დამთავრების შემდეგ „რეკორდმაისტერიდან” მიდის. ბავარიელები ახალი თავკაცის ძებნაში არიან. კანდიდატთა შორის ერთ-ერთი ფავორიტი სწორედ თომას ტუხელი გახლდათ, მაგრამ ვითარება უცებ და რადიკალურად შეიცვალა: როდესაც „ბაიერნის” ოფისიდან „დორტმუნდის” ყოფილ მწვრთნელს შეეხმიანენ, პასუხად მიიღეს, რომ...

უნდა, მაგრამ არ უნდა
ჩანაწერი

უნდა, მაგრამ არ უნდა

„ბაიერნში” გადაწყვეტილება მიიღეს: კლუბის ხელმძღვანელები მომავალი მწვრთნელის თემაზე საჯაროდ არაფერს იტყვიან. ამასთან, „შპორტბილდი” წერს, რომ იუპ ჰაინკესის შემცვლელის ძებნა გრძელდება. ჰაინკესი 72 წლისაა და ზაფხულზე თანამდებობიდან მიდის. დირექტორატის წევრები ჯერჯერობით ერთ რამეზე შეთანხმდნენ: მომავალმა მწვრთნელმა აუცილებლად უნდა იცოდეს გერმანული. გამოდის, რომ კანდიდატთა სიაში ისევ 44 წლის თომას ტუხელი ლიდერობს — მწვრთნელი, რომელიც შარშან, ჰაინკესის დანიშვნამდეც...