შესადარებლად ორ სქემას წარმოგიდგენთ. ერთი იმ მატჩისაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვა, მეორე კი ესპანეთთან თამაშისაა. ორივე მატჩი საქარველოს ნაკრებმა წააგო, თუმცა თამაშის ხასიათი რადიკალურად განსხვავებული იყო. პირველი, რაც თავლში მოგხვდებათ, აბსოლუტურად იდენტური სათამაშო სქემაა – ვილი სანიოლს ვლადიმირ ვაისის მემკვიდრეობისთვის ხელი არ უხლია. რადიკალური ცვლილებები არც შემადგენლობებშია. თუკი ზედა სქემაში კვარაცხელიას გვარს ვერ ამოიკითხავთ,...
ჭდე: ესპანეთი
ენრიკე უკმაყფილოა: დაჩუტული ბურთები და უხარისხო მოედანი!
როგორც გაზეთი AS წერს, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე თბილისში ყველაფრით უკმაყოფილო დარჩა — იმითაც, რაც მოედანზე ნახა და იმითაც, რას მის მიღმა იყო. 23-ე წუთზე, ბურთი მოედნის გარეთ, მძლეოსნობის ბილიკზე გადავარდა, „აუტჩიკები” კი არსად იყვნენ — ასე დაიწყო საყვედურები. ბურთის მომწოდებელი ბიჭების არყოფნა თვალშისაცემი იყოო, წერს გაზეთი. ლუის ენრიკეს თავისი ტექნიკური ზონა დაუტოვებია, მეოთხე...
ლუის ენრიკე თბილისს კარგად იხსენებს, სანიოლი – სტოკჰოლმს
28 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში შინ ესპანეთს დაუხვდება. მომავალი დაპირისპირებისთვის ორივე გუნდი ემზადება და მატჩისწინა ვარჯიშთან ერთად პრესკონფერენციაც გამართეს. როგორც ყოველთვის მწვრთნელებმა სტანდარტულად ისაუბრეს, მაგრამ ვილი სანიოლი ერთ ყურადსაღებ წინადადებას ამბობს, შვედეთთან წაგებული მატჩში დღესაც არაფერს შევცვლიდიო. „ფეხბურთელებთან ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ. შვედეთის...
შეგვიშვი, ბიძია: 15 ათასი ევროპამდე
არის, რომ დაწერის სურვილი არ გაქვს, მაგრამ თავისით გეწერინება. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 28 მარტს ესპანეთთან 15 ათასი კაცი მაინც უქომაგებს – დაახლოებით სიგარეტისა და მზესუმზირის გადაწოდების მანძილზე დასხდომის უფლება მაინც გვექნება. მერედა, რა ნარჩევი ბიჭები ჩამოვლენ?! ეს თქვენ ამხანაგურობა არ გეგონოთ – ესპანეთი საომრად მოდის და ამ დროს 15 ათასი...
ვილის 25 ქართველი
წლის პირველ მატჩს საქართველო 25 მარტს სტუმრად, შვედეთში გამართავს, სადაც შედგება კიდეც ნაკრების ახალი თავკაცის დებიუტი. შვედეთის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი საბერძნეთში ითამაშებს. ამ მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა მისი პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში...
ესპანეთი საქართველოსთვის გაემზადა
25 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. საქართველო, ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო – ეს ნაკრები ერთ ჯგუფში ითამაშებენ. მომავალი მატჩებისთვის პირველმა შემადგენლობა „ფურია როხამ“ გამოაცხადა, რომელიც 28 მარტს საქართველოს თბილისში დაუპირისპირდება. მანამდე კი, შინ ბერძნებს (25 მარტი) და შემდეგ, ისევ შინ, კოსოვოს (31 მარტი) შეხვდება. ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი თამაშისთვის 24 ფეხბურთელი...
მადრიდში, ლომების მოსათვინიერებლად
„რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის საქართველოს ნაკრები ესპანეთს ესტუმრა. თამაში მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოზე“ გაიმართება, სადაც ბირჯღალოსნებს ბევრჯერ უთამაშიათ. ეს იქნება ქართველებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 22-ე შეხვედრა. 2000 წლიდან მოყოლებული 17 ჩვენმა ბიჭებმა მოიგეს, 3 – ესპანელებმა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირენეელებმა ბოლოს 2012 წელს მოუგეს ბორჯღალოსნებს. ჩვენს ნაკრებში...
დროულად არმოსული სად არის?
რა დროს ესაა და ყოველთვის რომაა ამის დრო, იმაზეა საუბარი… საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სიყვარული ის თემაა, ზამთარ-ზაფხული და შვებულება რომ არ იცის. შემოდგომიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრები უთავოდ დარჩა. ვლადიმირ ვაისმა ევროფეხბურთის ფსკერი რომაა, იქ კი გაგვახარა ერთი-ორჯერ, მაგრამ შემოდგომით ისეთი ალიყური ააწნა ქართული ფეხბურთის ქომაგთა თავმოყვარეობას, კარგა ხანი რომ დაგვაჩნდება. რაც არის, არის – წასულებზე...
შვედეთიდან შვედეთამდე
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფი ხომ ურთულესი შეხვდა, არანაკლებია – კალენდარი. კალენდარი კი, independent.co.uk-მა გამოაქვეყნა. სეზონს გაზაფხულზე შვედებით ვიწყებთ და შემოდგომაზე შვედებითვე ვამთავრებთ. საწყისი სამი ტური ურთულესი გვაქვს – ექვსი დღის განმავლობაში ვეთამაშებით შვედეთს (სტუმრად), ესპანეთსა (შინ) და საბერძნეთს (სტუმრად). სრული კალენდარი ასეთია: I ტური, 25 მარტი: შვედეთი-საქართველო; II ტური, 28...
ალალი იყოს…
შედგა წილისყრა. მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის კარი უკვე ჩაირაზა. არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფიდან გავა. აქ სხვა ამოცანაა გადასაჭრელი, უფრო რთული. ესპანეთი და შვედეთი ჯგუფის უპირობო ფავორიტები არიან. ჩვენს ნაკრებს თუ რამე პრეტენზია აქვს, მათთან ფეხბურთი უნდა ითამაშოს და თუ ფეხბურთთან ერთად, შედეგიც დადებითი იქნება, ალალი იყოს… დაგვრჩა საბერძნეთი და კოსოვო. ამ...







