ჭდე: ესპანეთის ნაკრები

Home ესპანეთის ნაკრები
ესპანეთმა კოსოვოში მოიგო და ლიდერია
ჩანაწერი

ესპანეთმა კოსოვოში მოიგო და ლიდერია

მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ B ჯგუფში, ესპანეთის ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად მოუგო 2:0 და ვინაიდან საბერძნეთმა შვედეთს 2:1 აჯობა, ცხრილში ლაღად ლიდერობს, თუმცა კონკურენტზე ორი თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. ესპანელთა გოლები გაიტანეს პაბლო ფორნალსმა და ფერან ტორესმა. შედეგად, სექტემბრის სამ თამაშში „ლა როხამ“ 9 შესაძლებლიდან 6 ქულა შეიმატა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მხოლოდ გამარჯვებული...

სანიოლმა დაწყებამდე წააგო
ჩანაწერი

სანიოლმა დაწყებამდე წააგო

როგორც კი ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა, უკვე ნათელი გახდა, რომ კარგი დღე არ დაგვადგებოდა. ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან მოედანზე სამი დებიუტანტი იდგა. აქედან, გიორგი ზარია თავდასხმაში – ფეხბურთელი, რომელიც არც ამ პოზიციის არის და ბათუმის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ხვდება. კარგი იქნებოდა ჩვენი ნაკრების ისტორიის წიგნიდან პირველ ტაიმის ამოხევა შესაძლებელი...

ესპანეთის საქმე ცუდად არის
ჩანაწერი

ესპანეთის საქმე ცუდად არის

შვედეთის ნაკრები ესპანელებთან თავიდან ჩამორჩა, მაგრამ, შემდეგ ორი გოლი გაიტანა და B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე ფართხალებს, სამი თამაშიდან სამი გამარჯვებით ლიდერის პოზიციაზეა. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა ევრო 2020-ზე 0:0 დასრულდა, ამჯერად კი გოლმა არ დაახანა — დებიუტანტმა კარლოს სოლერმა, რომელიც „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელია და ჩინებულ ფორმაშია, მეხუთე წუთზევე გახსნა ანგარიში. თამაში...

საქართველოს აბელი შეუტევს
ჩანაწერი

საქართველოს აბელი შეუტევს

„ბრაგას“ 21 წლის თავდამსხმელი აბელ რუისი ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრებში გამოიძახა. პორტუგალიური „ა ბოლა“ წერს, რომ ეს „ლა როხას“ შემადგენლობაში ყველაზე დიდი სიურპრიზია. ესპანელებს შემდეგი სამი მატჩი უწევთ შვედეთის ნაკრებთან სტოკჰოლმში, საქართველოს ნაკრებთან ბადახოსში და კოსოვოსთან პრიშტინაში. ესპანეთი საქართველოს 5 სექტემბერს მასპინძლობს. სამივე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩია. აბელ რუისს დიდ ნაკრებში ერთი შეხვედრა...

ბრაზილია კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია!
ჩანაწერი

ბრაზილია კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია!

იოკოჰამაში, ბრაზილიის ფეხბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებმა ესპანეთს დამატებით დროში 2:1 მოუგო და ზაფხულის თამაშების 121-წლიან ისტორიაში გახდა მეხუთე გუნდი, რომელმაც ტიტული შეინარჩუნა. ახლა, ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრები 2016 და 2020 (2021) წლების ოლიმპიადების გამარჯვებულია. შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა 1:1. გამარჯვების გოლი მოედანზე დამატებით დროში შესულმა პეტერბურგის „ზენიტის“ 24 წლის თავდამსხმელმა მალკოლმმა გაიტანა. თამაშის პირველი 15 წუთი მოსაწყენი...

ესპანეთი და ბრაზილია ვაივაგლახით
ჩანაწერი

ესპანეთი და ბრაზილია ვაივაგლახით

გაირკვა ტოკიოს ოლიმპიადის ფეხბურთელთა ტურნირის ფინალისტთა ვინაობა: ბრაზილიამ და ესპანეთმა დიდი წვალებითა და ვაივაგლახით მექსიკა და იაპონია დაამარცხეს. შედეგად, 6 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის, მექსიკა იაპონიას შეხვდება, ხოლო 7 აგვისტოს, ბრაზილია და ესპანეთი ოქროს მედალს შეეცილებიან ერთმანეთს. პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიამ და მექსიკამ საქმე პენალტებამდე მიიყვანეს. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი...

წელი ხუთად ფასობს
ჩანაწერი

წელი ხუთად ფასობს

როცა ჯერ მხოლოდ 32 წლის ხარ, დაპყრობილი გაქვს ყველა საფეხბურთო მწვერვალი და მსურველი კლუბებიც არ გაკლია, ყატარში რატომ უნდა წახვიდე? ხავი მარტინესი „ბაიერნში“ 2012 წლიდან თამაშობდა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამას გარდა, ის ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო და ევროპის ორგზის ჩემპიონია. თუმც შეიხებს ხომ ისეთი შეთავაზებები აქვთ, კაცს განსჯის უნარს აკარგინებენ…

ლუის ენრიკე: ოლმომ არანორმალურად ითამაშა
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: ოლმომ არანორმალურად ითამაშა

ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიასთან პენალტებით დამარცხების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე იმედგაცრუებას ვერ მალავდა, მაგრამ ცდილობდა მომხდარი ამბის დადებითი მხარეები დაენახა. „ამ ჩემპიონატით უნდა ვიამაყოთ, — თქვა მან, — ნაკრებმა თავისი ფეხბურთი ითამაშა. რასაკვირველია, გამარჯვება სასიამოვნოა, დამარცხება კი ცუდი, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა სიამაყე არ მოჰგვარა. მეც ვამაყობ ჩემი...

მოურინიუ: იტალია ესპანეთს მოუგებს
ჩანაწერი

მოურინიუ: იტალია ესპანეთს მოუგებს

ჟოზე მოურინიუ იტალიის ნაკრების ფეხბურთით მოხიბლულია და ამბობს, რომ ნახევარფინალში „სკუადრა აძურა” ესპანეთს აუცილებლად მოუგებს: „მთელი იტალია მხარში უდგას „სკუადრა აძურას”. ერი და გუნდი ერთ ტალღაზეა მომართული. ახლა მე რომში ვარ, „რომას” საწვრთნელ ცენტრში კარანტინს გავდივარ და აქედან ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ გულშემატკივარი განა მხოლოდ აღტაცებულია, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი. იტალიის ნაკრები შესანიშნავი ფეხბურთელების ნაზავია....

ესპანეთმა მეხუთე პენალტი ააცილა
ჩანაწერი

ესპანეთმა მეხუთე პენალტი ააცილა

მართალია, ესპანეთის ნაკრებმა სლოვაკეთის გუნდს ევრო 2020-ის E ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში, 5:0 მოუგო და ცხრილში შვედეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ პენალტი კვლავ ვერ გაიტანა. ახლა, „ლა როხას” ზედიზედ ხუთი თერთმეტმეტრიანი აქვს ქარისთვის გატანებული. სლოვაკებთან ალვარო მორატამ ვერ ივარგა. ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, როდესაც მას პენალტი „ნიუკასლის” მეკარემ მარტინ დუბრავკამ აუღო. პენალტების აცილებას...