მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი შეხვედრა შვედეთის ნაკრებმა წააგო: საქართველოსთან 0:2 და ესპანეთთან 0:1. შედეგად, გუნდი რომელიც ამ მატჩებამდე B ჯგუფის ლიდერი იყო, მეორე ადგილზე გავიდა და იმისათვის, რომ გაისად ყატარში მოხვდეს, ახლა ფლეი-ოფი აქვს გადასალახი. შვედების ყველაზე სახელოვანმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სევილიაში ესპანეთთან წაგების შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ....
ჭდე: ესპანეთის ნაკრები
ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის
ალვარო მორატას მიერ თამაშის მიწურულს გატანილმა გოლმა ესპანეთს შვედეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვება მოუტანა (1:0), რის შედეგადაც „ლა როხამ“ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. სევილიის „ესტადიო ლა კარტუხაზე“ B ჯგუფის ზედა ორი ადგილი ასე განაწილდა: პირველზე 19 ქულით ესპანეთი გავიდა, მეორეზე კი 15 ქულით შვედეთი. შვედებს ყატარში მოსახვედრად ფლეი-ოფში გამარჯვება მოუწვევთ. შეხვედრა ნერვიულად მიმდინარებდა და...
ბუსკეტსი ჩავის გადაასწრებს
ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვეტერანი სერხიო ბუსკეტსი ეროვნულ გუნდში თამაშს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც აპირებს. მას მერე, რაც სერხიო რამოსი ტრავმის გამო „ლა როხას“ ჩამოშორდა, 33 წლის ბუსკეტსი გუნდის კაპიტანი გახდა და დღეს, შვედეთთან შეხვედრაში, თავისი ყოფილი თანაგუნდელისა და კლუბში ამჟამინდელი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის შედეგს, 133 სანაკრებო შეხვედრას გაიმეორებს. „როგორიც ვარ ნაკრებში, ისეთივე ვარ...
სიტყვა ფრე არ გავიგონო!
ვინაიდან საქართველოს ნაკრების შვედეთთან გამარჯვების სიხარული ჯერ არ გაგვნელებია, ერთხელაც გადავხედოთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების B ჯგუფს, სადაც შვედებს საქმე გაურთულდათ და კვირას სევილიაში ესპანეთის დამარცხება სჭირდებათ. თუ ვერ მოიგებენ, პირველ ადგილზე ესპანეთი გავა და „ყატარი 2022“-ის ავტომატურ საგზურს მოიპოვებს, სკანდინავიელებს კი დამატებითი წვალება მოუწევთ. ფრე ესპანელებისაა. იმ დღეს, როდესაც საქართველომ შვედეთს აჯობა (2:0), „ლა...
კვირას სევილიაში ჯოჯოხეთს ველით
პაბლო სარაბიას მიერ პირველი ტაიმის 26-ე წუთზე გატანილმა პენალტმა ესპანეთის ნაკრებს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე სამი ქულა მოუტანა. ლუის ენრიკეს გუნდმა საბერძნეთს 1:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შესარჩევი შეჯიბრების ბოლო ტურში ესპანელები სევილიაში შვედებს უმასპინძლებენ. გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება „ყატარი 2022“-ზე. „ლა როხას“ ფრეც ყოფნის. არადა, აქამდე B ჯგუფის ცხრილს შვედები...
მე ვალენსიელი ვარ!
დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები შვედეთს მასპინძლობს, ესპანეთი საბერძნეთში თამაშობს. ესპანელთა ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, „ვალენსიას“ ყოფილი და „მანჩესტერ სიტის“ ახლანდელი თავდამსხმელი, 21 წლის ფერან ტორესი ამ დღეებში ხორხე ვალდანოს გადაცემას Univesro Valdano-ს სტუმრობდა. სხვა თემებთან ერთად, საუბარი ფორვარდის ვალენსიურ პერიოდსაც შეეხო. მოგეხსენებატ, „ვალენსიაში“ ტორესის ასაკის ქართველი გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო მეკარეა. გთავაზობთ,...
მინუს ფერან ტორესი
„მარკას“ ინფორმაციით ფერან ტორესმა მარჯვენა ფეხი გაიბზარა და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ეს ცუდი ამბავია როგორც „მანჩესტერ სიტისთვის“ ასევე ესპანეთის ნაკრებისთვის. ბოლო პერიოდში ტორესი შესანიშნავ ფორმაში იყო და ორივე გუნდს დიდად ეხმარებოდა. ფერანმა ფეხი ერთა ლიგის ნახევარფინალში, მილანის „სან სიროზე“, იტალიისა და ესპანეთის ნაკრები გუნდების შეხვედრის დროს იტკინა. ის მატჩი „ლა როხამ“ სწორედ...
არ უნდა ჩაგეჭრა, ერიკ!
ესპანური პრესა, თვით კატალონიურის ჩათვლით, ჩივის, რომ კილიან მბაპეს გოლი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებს უეფას ერთა ლიგის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, ოფსაიდიდან გავიდა; ყოველ შემთხვევაში, საეჭვო იყო. VAR-მა ჩათვალა, რომ თუნდაც მბაპე თამაშგარე მდგომარეობაში იდგა, ბურთი ერიკ გარისიას მოხვდა და ისე მიუვიდა. ასე იყო თუ ისე, მსაჯთა მრავალრიცხოვანმა ბრიგადამ გოლი, რომელიც მე-80 წუთზე გავიდა, ჩათვალა. მანამდე, 64-ე...
დავიდ ვილია: ტორესი მაჯობებს
ხვალ ერთა ლიგის ფინალია და არ არის გასაკვირი, რომ საფრანგეთის ნაკრებთან თამაშის წინ ესპანეთში ფერან ტორესზე ლაპარაკობენ. მან ნახევარფინალში იტალიას ორი გოლი გაუტანა. დღეს ის „სან სიროზე“, საპრესკონფერენციო ოთახში, ჟურნალისტების კითხვებს გასცემს პასუხს, არადა ესპანეთის ნაკრების კაპიტანთა შორის არ არის. „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს ოთხი წელიწადია რაც „ლა როხაში“ იძახებენ ის კი მხოლოდ 21 წლისაა. 17...
ესპანეთმა იტალიას წაუგებელი სერია შეაწყვეტინა
ბარსელონელი გავი 17 წლისაა. ის 2004 წლის 5 აგვისტოს სევილიის პროვინციაში გახლავთ დაბადებული. მისი სრული სახელია პაბლო მარტინ პაეს გავირია. და ეს ყმაწვილი, მთელი ესპანეთის გასაკვირად, ლუის ენრიკემ „სან სიროზე“, ევროპის ჩემპიონ იტალიის ნაკრებთან ათამაშა ოფიციალურ შეხვედრაში. ესპანეთის ნაკრებმა „სკუადრა აძურას“ ერთა ლიგის A დონის ფლეი-ოფში 2:1 მოუგო, ხოლო გავიმ დაღვინებული, მაღალი დონის ფეხბურთით სპეციალისტები...









