იტალიური პორტალი napolipiu საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა შეხვედრას (1:1) ასე ეხმიანება: „საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა მატჩი დასრულდა 1:1. სკანდინავიელთაგან მე-15 წუთზე ანგარიში სორლოთმა გახსნა, ქართველთაგან კი 61-ზე მიქაუტაძემ გაათანაბრა. შეხვედრაში თავიდან ბოლომდე მიიღეს მონაწილეობა „ნაპოლის” ფეხბურთელებმა კვარაცხელიამ და და ოსტიგორმა. ახლა ორივე კასტელ ვოლტურნოში დაბრუნდება და დაუყოვნებლივ გადავა ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში. ისინი „მილანთან” სერია A-ს...
ჭდე: ევრო 2024
ილნაპოლისტა: კვარაცხელია აჯადოებდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა
იტალიური, უფრო ზუსტად კი ნეაპოლური მედიისთვის საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა შეხვედრა (1:1) იმით იყო საინტერესო, რომ მასში „ნაპოლის” ორი ფეხბურთელი მონაწილეობდა — ხვიჩა კვარაცხელია და ლეო ოსტიგორი. პორტალმა ilnapolista მატჩი ასე აღიქვა: „საქართველო-ნორვეგია ევრო 2024-ის შესარჩევი შეჯიბრებისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, მაგრამ ის აგრეთვე გახლდათ „ლურჯი დერბი” ოსტიგორსა და კვარაცხელიას შორის. ფრე შედარებით ძიმე შედეგი გამოდგა...
საქართველომ ქულა დაიტოვა
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან აღებული ქულით დაიწყო. წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებმა მოახერხა და უშუალო კონკურენტს 3 ქულა არ გაატანა – 1:1. სანიოლის გუნდმა ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა. უფანტაზიო გუნდს ვერც ხვიჩა კვარაცხელიამ უშველა, რომელსაც ბურთი იშვიათად მისდიოდა. ნორვეგიელებმა კი, ბურთზე კონტროლი თავიდანვე დაამყარეს და 15 წუთში მარტივი გოლიც გაგვიტანეს....
როგორ წააგო ბათუმში მომავალმა ნორვეგიამ?
ნორვეგიამ ბათუმში ჩამოსვლის წინ მალაგაში ესპანეთთან 0:3 წააგო. კარგია ეს თუ ცუდი? ამ კითხვაზე ალბათ სხვადასხვანაირი პასუხი არსებობს და სიმართლის მარცვალი ყველა მათგანშია. ერთი მხრივ, გუნდმა რომელსაც კონკურენტს ვუწოდებთ წააგო და თან სამი გოლი გაუშვა, მეორე მხრივ კი ის საქართველოს ნაკრებს გაათმაგებული ძალით შეებრძოლება, რადგან ზედიზედ ორი წაგება „ვიკინგებისთვის” ნოკდაუნის ტოლფასი იქნება. ესპანეთმა კი ევროპის...
იტალიელი ბებიის გოლი ინგლისის ნაკრების კარში
იტალიის ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი ინგლისთან 1:2 წაგებით დაიწყო. ნეაპოლში „დიეგო მარადონაზე” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში სტუმრებმა დეკლან რაისმა და ჰარი კეინმა ინგლისი დააწინაურეს 2:0. კეინმა პენალტი გაიტანა. თერთმეტმეტრიანი VAR-ის მითითებით დაინიშნა. „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვედრია. მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მატეო რეტეგიმ ლორენცო პელეგრინის პასით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ამან...
ინგლისელებმა ნეაპოლში მარადონას გაკენწვლა სცადეს
იტალიის ნაკრებმა ნეაპოლში ინგლისის ეროვნულ გუნდთან 1:2 წააგო. „დიეგო მაარადონაზე” გამართულ შეხვედრას ორი ათასი ინგლისელი გულშემატკივარი დაესწრო. სტადიონზე წასვლამდე ისინი ზღვის პირას შეიკრიბნენ. ვითარებას მზიანი დარი ალამაზებდა. რასაკვირველია, ადგილობრივი სამართალდამცველები დაძაბულობას არ გამორიცხავდნენ და შესაძლო გართულებისთვის მზად იყვნენ, მაგრამ ერთი-ორ ლოკალურ ინციდენტს თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რამაც ნეაპოლელთა აღშფოთება გამოიწვია ინგლისელების ბანერი...
სანტუში პოლონეთში…
პორტუგალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ფერნანდუ სანტუში უმუშევარი დიდი ხანი არ დარჩენილა, პორტუგალიელი სპეციალისტი პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, – იტყობინება გამოცემა SportoweFakty. მისი ოფიციალური პრეზენტაცია 24 იანვარს გაიმართა. ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე იქნება ძალაში. ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში კი ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება 2026 წლის ბოლომდე. 68 წლის სპეციალისტი პორტუგალიის ნაკრებს 2014-22...
საქართველო, ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია და თემური
შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი იქნება. მათ გარდა, A ჯგუფში ჩვენთვის ძველი და კარგი ნაცნობები — ესპანეთი, შოტლანდია და ნორვეგია ითამაშებენ. წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია მომავალი ევროპირველობის მასპინძელ გერმანიას და რუსეთს, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უკრაინაში ომის...
ფრანკფურტში საქართველო მეტოქეებს გაიგებს…
9 ოქტომბერს, თბილისის დროით 14 საათზე, ფრანკფურტში „ფესტჰალის“ ცენტრში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გამართება და გაირკვევა საქართველოს ნაკრების მეტოქეები. წილისყრაში მონაწილეობას 53 ევროპული ნაკრები მიიღებს, გერმანია ტურნირის მასპინძელია და შესარჩევში არ მონაწილეობს. რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოხსნილია. წილისყრის შედეგად შეიქმნება 10 შესარჩევი ჯგუფი – 7 ხუთგუნდიანი და 3 ექვსგუნდიანი. ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გასული ოთხი...








