იტალიური პორტალი napolipiu საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა შეხვედრას (1:1) ასე ეხმიანება:
„საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებთა მატჩი დასრულდა 1:1. სკანდინავიელთაგან მე-15 წუთზე ანგარიში სორლოთმა გახსნა, ქართველთაგან კი 61-ზე მიქაუტაძემ გაათანაბრა.
შეხვედრაში თავიდან ბოლომდე მიიღეს მონაწილეობა „ნაპოლის” ფეხბურთელებმა კვარაცხელიამ და და ოსტიგორმა.
ახლა ორივე კასტელ ვოლტურნოში დაბრუნდება და დაუყოვნებლივ გადავა ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში. ისინი „მილანთან” სერია A-ს შეხვედრისთვის მოემზადებიან.
მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევ შეხვედრაში ითამაშა და ნეაპოლში დაბრუნების თარიღი ხუთშაბათამდე გადაედო, კვარაცხელია სავარაუდოდ „ნაპოლი”-„მილანის” შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
ტოსკანელი მწვრთნელი მაინც მის თამაშს ამჯობინებს, მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელდა რასპადორი, რომლსაც მისი ფუნქციის შესრულება შეუძლია და არსებობს ელმასი, რომელიც ჩვეულებრივ ჩინებულად ართმევს თავს მარცხენა გარემარბის ფუნქციას.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
სიახლეები11/07/2026 | 09:05კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
მთავარი ამბავი11/07/2026 | 07:54მთავარი ესპანელი
