ჭდე: დინამო

Home დინამო
დინამომ წაგებით დაწიყო
ჩანაწერი

დინამომ წაგებით დაწიყო

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ საბერძნეთში, „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და 9:20 წააგო. ბერძნები უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და ეს მატჩის მსველობისას სრულად დაამტკიცეს. მასპინძლებმა პირველივე წუთებიდანვე მოპოვებული უპირატესობა მშვიდად მიიყვანეს მათთვის სასურველ დასასრულამდე. A ჯგუფში ამ გუნდების გარდა, კიდევ ექვსიგუნდია, რომლებიც ერთმანეთში ორ წრედ ითამაშებენ, მომდევნო ეტაპზე კი, ოთხი საუკეთესო გუნდი გავა. შემდეგი...

100-ანი ხარ, ჯაბა!
ჩანაწერი

100-ანი ხარ, ჯაბა!

როგორ მინდოდა, საქართველოს ნაკრებს საბერძნეთისასთან მოეგო. ჩემთვის არა – ჯაბა კანკავასთვის. დიდებული საჩუქარი იქნებოდა. ჩვენმა კაპიტანმა ნაკრებში მეასედ ითამაშა. კიდევ ერთი მატჩიც და ამ მხრივ საქართველოს ყველა დროის რეკორდსმენი გახდება. ძალიან ბევრი და რთული გზებით იარა აქამდე. პირველად სერიოზულად მაშინ დაიქუხა, როცა 18 წლისამ ჩეხური „სლავიას“ კარში დააქუხა და თბილისის „დინამო“ უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო...

ისევ 5 ქულა
ჩანაწერი

ისევ 5 ქულა

25-ე სათამაშო დღეს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა გაიმარჯვა და „ბათუმი“ ისევ ხუთი ქულით უსწრებს „დინამოს.“ „ბათუმი“ თელავს ეწვია და საკმაოდ რთული მატჩიც გამოუვიდა. „თელავი“ ელიტაში საფლეიოფო დავიდარაბის გარეშე დარჩენას ცდილობს და ცხადია, არაფერს დათმობდა. ზღვისპირელებმა ჯაბა ჯიღაურის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ეს მათი ზედიზედ მესამე გამარჯვება გახლდათ....

ბათუმი: გოლები, გოლები, გოლები…
ჩანაწერი

ბათუმი: გოლები, გოლები, გოლები…

წვიმიან ბათუმში ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გაიმართა. მასპინძელმა ბათუმელებმა „ლოკომოტივს“ 7:3 მოუგეს… მათი 8:1-იც გავიხსენოთ აპრილში „შუქურასთან“ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბათუმი“ ქართულ „ბაიერნად“ ყალიბდება. ბავარიელებმა იციან ხოლმე ასეთი ანგარიშებით მეტოქეების განადგურება. „ბაიერნთან“ შედარება, ცხადია, ცოტა ხუმრობანარევია, მაგრამ მაინც. არადა, „რკინიგზელები“ ზღვისპირელთათვის ბოლო დროს უხერხული მეტოქეები არიან და პირველი ტაიმის შემდეგაც, ყველაზე თამამი მეპროგნოზეც ვერ...

იმიტატორი !
ჩანაწერი

იმიტატორი !

ფეხბურთი! ახლო წარსულში, ასობით ათასი ქართველის სიყვარულის ობიექტი და აქედან გამომდინარე, თითოეულის ცხოვრების ნაწილი იყო! განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა! როცა საქმე ფეხბურთს ეხებოდა, ყველა, დიდიცა და პატარაც, მეცნიერიცა და ხუროც ერთი ჭკუისანი ვიყავით! ერთიანნი ვიყავით! მამაკაცები კი არა, ქალებიც არ ჩამორჩებოდნენ და ნებისმიერი „ნეიტრალური“ დიასახლისიც კი გულწრფელად ინტერესდებოდა „რა ქნა დინამომ“. სულ მცირე, იმიტომ მაინც,...

ეროვნული ავტოგოლებით დაბრუნდა
ჩანაწერი

ეროვნული ავტოგოლებით დაბრუნდა

34 დღიანი პაუზის შემდეგ, ერონული ლიგის გათამაშება განახლდა. ამ ხნის განმავლობაში სახარბიელო ბევრი არაფერი მომხდარა. ქართული კლუბები წლეულსაც ნაადრევად დაემშვიდობნენ ევროთასებს. ცხადია, „ბათუმის“ გარდა. ზღვისპირელებს 12 აგვისტოს, დიდგორობის 900 წლისთავზე უწევთ კონფერენს ლიგის საპასუხო შეხვედრა თურქეთში, „სივასპორთან“ (პირველი მატჩი – 1:2). განსაკუთრებით გულდასაწყვეტია თბილისის „დინამოს“ მორიგი სირცხვილი. მაგრამ, თუ კლუბის საკადრო პოლიტიკას გავითვალისწინებთ, ეს მოსალოდნელიც...

ლუკა ურალში
ჩანაწერი

ლუკა ურალში

თბილისიდან მოსკოვის „დინამოში“ გადასული 18 წლის ლუკა გაგნიძე რუსებმა ურალში გააუშვეს, ადგილობრივ კლუბში გაანათხოვრეს. გაგნიძის მიმართ ინტერესი სხვა ქვეყნებიდანაც იყო, თუმც საბოლოოდ არჩევანი სწორედ ეკატერინბურგში შეჩერდა, მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებაო. წინა სეზონში „ურალი“ რუსულ პრემიერლიგაში მე-12 ადგილზე გავიდა. ეკატერინბურგელთა მთავარი მწვრთნელია 54 წლის იური მატვეევია. გუნდის ღირსებას იცავენ პოლონელი, რუმინელი, უკრაინელი, კოსოვოელი და ხორვატი ლეგიონერები....

ქართული ოთხში ერთი
ჩანაწერი

ქართული ოთხში ერთი

ასეც ხდება – სამი ქართული გუნდიდან კონფერენციის ლიგაზე არც ერთმა წააგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთი გავიდა. ბათუმის „დინამომ“ სან მარინოს „ტრე პენე“ ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა და ახლა ბორისოვოს „ბატეს“ ელის. გია გეგუჩაძის გუნდი ბელარუსებს 22 და 29 ივლისს ეთამაშება. „გაგრას“ 0:1 ჰქონდა წაგებული ჩერნოგორიულ „სუტიესკათან“ და პირველი მატჩიდან გამომდინარე მცირე იმედი გვქონდა,...

იფიქრეთ ბიძიკო, იფიქრეთ…
ჩანაწერი

იფიქრეთ ბიძიკო, იფიქრეთ…

აღარ ვიცით რა დავწეროთ, რა ვთქვათ ან თავი რით ვინუგეშოთ… მერამდენედ ხდება ჩემპიონთა ლიგას ქართული გუნდები უსახელოდ რომ ემშვიდობებიან. წაგებით ვის არ წაუგია, გრანდებიც კი აგებენ, მაგრამ… თბილისის „დინამომ“ ბაქოს „ნეფთჩისთან“ ორივე მატჩი წააგო. ორივე ერთნაირი ანგარიშით – 1:2. უფრო დიდი ანგარიშებითაც წაუგია, უფრო სუსტ გუნდებთანაც, მაგრამ აზერბაიჯანულ გუნდთან წააგო ისე, რომ პასუხი მხოლოდ საკუთარ...

დინამო ვეღარც კავკასიაში პირველობს
ჩანაწერი

დინამო ვეღარც კავკასიაში პირველობს

ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, თბილისის „დინამომ“ ევროტურნირები მარცხით დაიწყო. ეს არ გაგკვირვებია, რადგან გუნდის ბოლოდროინდელი პოლიტიკა მარცხისთვის არის განწირული. „დინამომ“ სამეზობლოში წააგო – ბაქოს „ნეფთჩისთან“. თუ რატომ არ გაძლიერდა „დინამო“ ევროტურნირებისთვის, ეს სხვა საკითხია. თქვა კიდეც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ – რა ბიუჯეტიც გვქონდა ისე გავძლიერდითო. ეს კი, „ნეფთჩისთან“ საკმარისი არ აღმოჩნდა....