მელბურნში დასრულდა წლის პირცელი დიდი სლემის ტურნირი. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში იტალიელმა იანიკ სინერმა 3:6 3:6 6:4 6:4 6:3 სძლია რუს დანილ მედვედევს და კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი. საწყის ორ პარტიაში რუსი უფრო უკეთესად გამოიყურებოდა. მან პირველი სეტი 37 წუთში, ორმაგი ბრეიკით მოიგო 6:3. მეორეში მედვედევს კიდევ უფრო იოლად გამოუვიდა ყველაფერი – თავიდანვე...
ჭდე: დანილ მედვედევი
ბასილაშვილი კორტზე ვერ იგებს
სასამართლოს მოგების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტზეც შეეცადა წაგებათა სერიის შეწყვეტას, მაგრამ რუს დანილ მედვედევთან ვერაფერს გახდა. ჩვენებურმა ზუსტად საათში, იოლად დათმო მატჩი — 2:6; 2:6. ეს ვენის 500-იან ტურნირზე მოხდა, სადაც ორგანიზატორებს ერთი იაღლიში გაეპარათ: ისინი ყველა მონაწილეს გამამხნევებელ ბანერს მის მშობლიურ ენაზე უწერენ. ბასილაშვილის მოსასვენებელ მხარეს კი ქართული ასოებით ეწერა – დავაი, ნიკოლოზ! ეს...
გინდა უიმბლდონი? დაგმე პუტინი
რუსი და ბელორუსი ჩოგბურთელები „უიმბლდონზე“ იმ შემთხვევაში ითამაშებენ, თუ რუსეთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის ქმედებას, უკრაინაში ომის დაწყების გამო, დაგმობენ. ბრიტანეთის მთავრობამ საკითხი პირდაპირ დააყენა. სხვა შემთხვევაში, ჩოგბურთელები „უიმბლდონზე“ ვერ ითამაშებენ. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სპორტის მინისტრი ნაიჯელ ჰადლსტონი მოლაპარაკებას „უიმბლდონის“ ორგანიზატორებთან მართავს და მითითებებს აძლევს, რომ „პუტინის მომხრეებს“ თავის გამოჩენის საშუალება არ მიეცეთ. მართალია, რამდენიმე...
რაფა 21
რაფაელ ნადალმა ისარგებლა ავსტრალიაში უშუალო კონკურენტების არყოფნით და მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა Australian Open-ის ფინალში რუსი დანილ მედვედევი 2:6; 6:7; 6:4; 6:4; 7:5 დაამარცხა და კარიერაში „დიდი მუზარადის“ 21-ტურნირი მოიგო. ნადალს ავსტრალიაში როჯერ ფედერერი რომ ვერ შეეცილებოდა, მანამდეც ცნობილი იყო, ხოლო არავაქცინირებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს. აქამდე, სამივეს, „გრანდ სლემის“ 20-20 ტიტული...
ნადალმა რეკორდს გახედა
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რაფა ნადალი და რუსი დანილ მედვედევი ითამაშებენ. ესპანელ ჩოგბურთელს, ვინაც ნახევარფინალში იტალიელ მატეო ბერეტინის მოუგო, შანსი აქვს აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს და „დიდი მუზარადის“ 21-ე ტურნირი მოიგოს. ნადალმა იტალიელს ოთხ სეტში მოუგო – 6:3; 6:2; 3:6; 6:3. ოთხ სეტში იმარჯვა მედვედევმაც, ვისი მეტოქეც ბერძენი სტეფანოს ციციპასი იყო. რუსმა ჩოგბურთელმა 7:6; 4:6; 6:4;...
ხორვატი სერბს: არ დანებდე !
ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მეორედ აუკრძალეს ავსტრალიის ტერიტორიაზე შესვლა. Australian Open-ის 9-გზის ჩემპიონი კორონავირუსისგან აცრილი არაა, ავსტრალიური კანონებით კი უცხო ქვეყნიდან აუცრელის შესვლა არ შეიძლება. „ნოლემ“ აპელაცია შეიტანა, რომელსაც კვირას განიხილავენ. ამასობაში კი თითქმის მთელი საჩოგბურთო სამყარო სერბის გარშემო გაერთიანდა, თუმც ზოგი არც მწვადს წვავს, არც – შამფურს… აგერ, მათი კომენტარებიც? ზვერევი „არცთუ სამართლიანია, როცა...
ნოლე რეკორდამდე არ მიუშვეს
ამერიკის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი ორ დიდ შედეგს უტევდა – მოეგო ოთხივე „დიდი მუზარადი“ ერთი კალენდარული წლის მანძილზე და კარიერული 21-ე „დიდი მუზარადის“ ტურნირი, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იქნებოდა ჩოგბურთის ისტორიაში. თუმცა, სერბმა ჩოგბურთელმა 4:6, 4:6, 4:6 დათმო რუს დანილ მედვედევთან და ახლა ნოლეს, ისევე როგორც როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს 20-20 ყველაზე დიდი ტიტული დარჩათ...
როჯერ, როდემდე?
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა გაავრცელა განცხადება, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს და მათ შორის US OPEN-ს გამოტოვებს. „ვესაუბრე ექიმებს და მითხრეს, რომ ოპერაცია მჭირდება. რეაბილიტაციის გათვალისწინებით ეს საკმაო დროს წაიღებს და ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, ჯანმრთელი ვიყო და იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები“, – განაცხადა როჯერმა. ყველა დროის ერთერთ უდიადეს მეჩოგნეს სიტყვაც არ დასცდენია...
ავსტრალია ჯოკოვიჩის სამფლობელოა
ავსტრალიაში სენსაცია არ შედგა. ისე, განა რა სენსაცია იქნებოდა, თუ უკვე ხვალიდან მსოფლიოს მე-3 ჩოგანი რუსი მოქმედ პირველ სერბს მოუგებდა? დანილ მედვედევის მხარეს 20-მატჩიანი წაუგებელი სერია იყო, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი 13-წლიანი ტრადიცია უმაგრებდა ზურგს. სწორედ ამდენი გავიდა “ნოლეს” პირველი ავსტრალიური ტრიუმფიდან. მას შემდეგ, თუკი ნახევარფინალში გადიოდა, ჯოკოვიჩი აუცილებლად იგებდა ავსტრალიურ სლემტიტულს. ეს უკვე მე-9 ფინალი...
ქალებმა გაარკვიეს, ჯოკოვიჩი ელის
რუსი ასლან კარაცევისთვის ავსტრალიური ზღაპარი დასრულდა. 114-ე ჩოგანმა იმდენი კი მოახერხა, რომ „დიდი მუზარადის“ ნახევარფინალში გასულიყო, მაგრამ იქ ნოვაკ ჯოკოვიჩთან უშანსოდ დამარცხდა – 3:6, 4:6, 2:6. სერბმა მარტივად მოიგო, ფინალში გავიდა და მორიგი ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ჯოკოვიჩი ფინალში რუს დანილ მედვედევსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის უმჯობესს შეხვდება, რომლებიც ურთიერთობას ერთმანეთში ხვალ გაარკვევენ....









