ჭდე: დანილ მედვედევი

Home დანილ მედვედევი
ნადალმა პირველობა გადადო
ჩანაწერი

ნადალმა პირველობა გადადო

რაფა ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში უდიდესი უპირატესობა გაანიავა და „დიდი მუზარადის“ ტურნირების მოგების 21-ე შანსი გადადო. არადა, ესპანელს ეს ტურნირი რომ მოეგო, მეიჯორის ტიტულებით ერთპიროვნულად დაწინაურდებოდა და როჯერ ფედერერთან გასაყოფი არაფერი ექნებოდა. ნადალი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა – 6:3, 6:2, 6:7, 4:6, 5:7. როგორც ხედავთ, ესპანელი ორი სეტის შემდეგ ისე იგებდა, საბოლოო გამარჯვებაში ეჭვი...

ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა

ნიკოლოზ ბასილაშვილს ვაშინგტონში გასამართი ტურნირი კი ჩაეშალა, მაგრამ ნიუ იორკში დაგეგმილ მასტერსზე დარეგისტრირდა. ადრე Western & Southern Open ცინცინატიში იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი მასპინძელი ნიუ იორკია. ტურნირი 22-28 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი და წესით აშშ-ს ღია პირველობა უნდა მიჰყვეს. აღსანიშნავია, რომ WSOpen-ს მსოფლიო რეიტინგის თავში მყოფი 40 ჩოგბურთელიდან მხოლოდ 4 დააკლდება: როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, გაელ...

ორმოცდაათიანელები
ჩანაწერი

ორმოცდაათიანელები

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის გარდა აქ ახალგაზრდა სტეფანოს ციციპასზე უნდა გითხრათ. აბა, უნიჭიერესი ბერძენი მეჩოგნე ტიტულებით ჯერ სერბთან და ესპანელთან სად მივა, მაგრამ „რაღაცით“ მათ მაინც გაუტოლდა. ჩოგბურთი ემოციებთან, სიხარულთან, იმედგაცრუებასთან, ტიტანურ შრომასთან და სხვა ფაქტორებთან ერთად სტატისტიკაც არის. ჰოდა, სტატისტკოსებიც ყველაფერს ითვლიან და აღნუსხავენ. რა თქმა უნდა, ამ საქმეს აწარმოებს ATP-იც და დეკემბრის...

საქართველო ელიტაა
ჩანაწერი

საქართველო ელიტაა

პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციამ ახალ ტურნირს ჩაუყარა საფუძველი. ავსტრალია 2-დან 13 იანვრამდე მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებს უმასპინძლებს, რომელთა შორის ჩვენი პირველმეჩოგნე ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეწყვილე ალექსანდრე მეტრეველიც იქნებიან. ტურნირში სულ 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ეროვნული გუნდის სახელით გამოსვლა  კი დამატებით დატვირთვას მისცემს თითოეულ შეხვედრას. ტურნირს ATP Cup ჰქვია და უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ორგანიზატორებმა საპრიზოდ...

რაფამ რუსი დაჩაგრა
ჩანაწერი

რაფამ რუსი დაჩაგრა

კანადური მასტერსი ესპანელი რაფა ნადალის ტრიუმფით დასრულდა. 33 წლის ესპანელმა, რომელიც თიხნარის ჯადოქრადაა ცნობილი, პირველად შეძლო შარშან გრუნტზე მოპოვებული ტიტულის დაცვა. ფინალში რაფამ რუსი დანილ მედვედევი 6:3, 6:0 გვემა და კარიერაში 35-ე მასტერსი მოიგო. რაფა ამ მხრივ რეკორდსმენია, რადგან უახლოეს მდევარ ნოვაკ ჯოკოვიჩს მხოლოდ 33 მასტერსი დაუგროვდა. 2004 წლიდან მოყოლებული, რაფას მასტერსის მოუგებლად წელიწადი არ...