ჭდე: ბორჯღალოსნები

Home ბორჯღალოსნები
პატარა ბორჯღალოსნებმა ფრანგებს ვერ გაუძლეს
ჩანაწერი

პატარა ბორჯღალოსნებმა ფრანგებს ვერ გაუძლეს

საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა „20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიები“  მარცხით დაასრულა და 8-გუნდიან ტურნირში მე-6 ადგილზე გავიდა. მართალია, მე-5 ადგილისთვის მატჩი ფრანგი თანატოლების წინაამდეგ ლადო კილასონიას ბიჭებმა უშანსოდ – 17:44 წააგეს, მაგრამ მთლიანობაში მათი გამოსვლა დადებით შეფასებას იმსახურებს. რატომ? იმიტომ, რომ ევროპული ექვსი ერის 20-წლამდელები გაცილებით შეთამაშებულები არიან – ყოველ თებერვალ-მარტში ექვსი ერის...

საქართველოს გაუმარჯოს! ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს!
ჩანაწერი

საქართველოს გაუმარჯოს! ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს!

დიახ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კალათბურთელების დაწყებული საქმე გააგრძელა და ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა! აქამდე ბათუმის ულამაზეს ახალ სტადიონზე ბორჯღალოსნებს არასოდეს ეთამაშათ, იტალია საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად დაამარცხა ე. წ. ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდი! 28:19 – ასეთი ანგარიშით მოიგო ლევან მაისაშვილის რაზმმა. „რაზმი“ – სხვას ვერაფერს უწოდებ ამ ვაჟკაცების...

სქოთები შევჭამეთ, გამოუშვით ფრანგები!
ჩანაწერი

სქოთები შევჭამეთ, გამოუშვით ფრანგები!

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ელიტურ ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმეს და თანაც როგორი! ლადო კილასონიას ბიჭებმა შოტლანდიელი თანატოლები ძლიერ დაამცირეს – 55:17 მოუგეს, რამაც ახალგაზრდა „ნარშავებს“ წონასწორობა დააკარგვინა და თამაშის ბოლოს მათ რამდენიმე არასპორტული საქციელი ჩაიდინეს. თუმცა, ეს მათი პრობლემაა, ჩვენ კი ვიზეიმოთ. არადა თამაში სქოთთა დომინაციით დაიწყო, ისინი უტევდნენ, ქართველები თავს იცავდნენ. ჩვენს ბიჭებს...

უელსსაც ვერ ვაჯობეთ
ჩანაწერი

უელსსაც ვერ ვაჯობეთ

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა იტალიაში მიმდინარე ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიების ეგიდით მეორე მატჩიც წააგეს – თანატოლ უელსელებთან შეხვედრა 24:30 დათმო. პირველი ნახევარი მეტად არეული სცენარით წარიმართა, ვითარებაზე დიდი გავლენა ქართველთა უდისციპლინობამ მოახდინა – რეფერის ერთი მეორის მიყოლებით რატი ზაზაძისა და მატის მოდებაძის გასინბინება მოუხდა, რამაც ჩვენი ნაკრები რაღაც ხნით 2-კაცნაკლული დატოვა. მაგრამ ფიზიკურად ქართველი ჭაბუკები ბრიტანელებს...

საქართველომ ექვსი ერი მარცხით დაიწყო
ჩანაწერი

საქართველომ ექვსი ერი მარცხით დაიწყო

იტალიის სტადიონებზე სტარტი აიღო მორაგბე 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებმა და ამ ტურნირში ტრადიციული ევროპული ექვსი სარაგბო ერის გარდა სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებიც მონაწილეობენ. შეჯიბრება პარასკევს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ჯახმა გახსნა, რომელიც ახალგაზრდა „სპრინგბოქსმა“ 30:22 მოიგო, ხოლო მოგვიანებით საფრანგეთის 20-წლამდელებმა ირლანდიელი თანატოლები გაანადგურეს – 42:21. შაბათს კი იმ ჯგუფის მატჩებიც შედგა,...

შავი ლომი შინ ბრუნდება
ჩანაწერი

შავი ლომი შინ ბრუნდება

მართალია, საანგარიშო მატჩი პარასკევს თბილისის დროით საღამოს 20.00 საათისთვის უკვე მორჩენილი იყო, მაგრამ ამ მოკლე მიმოხილვის დაწერის მომენტისთვისაც კი ვერ მოვახერხეთ რეპორტაჟის ჩანაწერის ან თუნდაც მატჩის ტექნიკური შედეგების მოძიება. მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ „შავმა ლომმა“ ქარის თასის პირველი დივიზიონის ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელ მასპინძელთან და ამ ტურნირის შარშანდელ ჩემპიონ „გრიფონსთან“ დამატებით დროში 38:41 წააგო და ტურნირს გამოეთიშა....

საქართველო ევროპის ჩემპიონია!
ჩანაწერი

საქართველო ევროპის ჩემპიონია!

დიახ, პატარა ბორჯღალოსნებს კონტინენტზე აგერ უკვე 2018 წლის შემდეგ აღარ ჰყავთ კონკურენტი. 3 წლის წინ 18-წლამდელ ქართველთა ნაკრებმა ფრანგი თანატოლები დაამარცხა და მას მერე ამ ასაკობრივ ტურნირზე წაუგებლად თამაშობს. კალინინგრადის ჩემპიონატი შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ  პანდემია სარაგბო საქმეებშიც ჩაერია და ტურნირი ერთი წლით გადაავადა. ამ უქმობამ უარყოფითად მხოლოდ ჩვენზე იმოქმედა – ნორჩმა ქართველებმა მორიგი ტიტულისთვის...

U18 – ევროპის ფინალში
ჩანაწერი

U18 – ევროპის ფინალში

18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც კალინინგრადში მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა. ყოფილ კენიგსბერგში, რომელსაც რუსეთის დანარჩენ ნაწილთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია, ფინალებიღა დარჩა გასამართი – საჩემპიონო, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილებისთვის. რაღა თქმა უნდა, პატარა ბორჯღალოსნები ფავორიტებად ისედაც მიიჩნეოდნენ და ეს სტატუსი 100%-ით მართლდება. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მზარდმა სიმძლავრემ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ერთი მეორის მიყოლებით...

ნოემბერში – ფიჯი და საფრანგეთი
ჩანაწერი

ნოემბერში – ფიჯი და საფრანგეთი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების ფარგლებში 14-ში ბორდოში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 20-ში – ფიჯის. ამ უკანასკნელთან ტესტის გამართვის ადგილი ჯერაც გაურკვეველია, რადგან ფიჯელებმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით თბილისში ჩამოსვაზე უარი თქვეს და შეხვედრის გაუქმების თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა მისი ნეიტრალურ სტადიონზე გადატანა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს მატჩიც საფრანგეთში გაიმართება, რადგან როგორც...

სამხრეთ აფრიკა ჩაიშალა
ჩანაწერი

სამხრეთ აფრიკა ჩაიშალა

დიახ, ბორჯღალოსნებს აღარ მოუწევთ სამხრეთ აფრიკასთან სერიის მეორე ტესტ-მატჩის გამართვა. პრინციპში, ამის მაღალი ალბათობა ჯერ კიდევ გუშინწინ გაჩნდა, როცა „ქურციკების“ ბანაკში კოვიდ-ტესტირებამ ერთბაშად 10 დადებითი პასუხი მოიტანა, გარდა ამისა, 4 ინფიცირებული ჩვენს გუნდშიც დაფიქსირდა. დღეს საექსპერტო კომპანიამ აღნიშნული შედეგები დაადასტურა და „მსოფლიო რაგბისა“ და ჯანმოს რეგულაციების თანახმად, 10 ინფიცირებული ერთ გუნდში ნიშნავს, რომ თამაშის ჩატარება...