ჭდე: ბორჯღალოსნები

Home ბორჯღალოსნები
37 ქართველი საფრანგეთში!
ჩანაწერი

37 ქართველი საფრანგეთში!

პრო D2 საფრანგეთის რანგით მეორე ლიგა კი არის, მაგრამ სპეციალისტების აღიარებით, ეს ტურნირი ევროპის ტოპ ლიგათა ხუთეულში შედის საფრანგეთისვე ტოპ 14-თან, ტრანსნაციონალურ პრო 14-თან, ინგლისის პრემიერშიპსა და ჩემპიონშიპთან ერთად. ამიტომაცაა ერთი-ორად სასიამოვნო ამ ლიგაში ქართველთა არნახული მოზღვავება. ჩვენს წინა წერილში ტოპ 14-ის ქართველთა ამბებს მიმოვიხილავდით და ვიდრე პრო D2-ის ამბებზე გადავიდოდეთ, იმასაც მოგახსენებთ, რომ „მონპელიეს“...

ქართველები ტოპში
ჩანაწერი

ქართველები ტოპში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას რამდენიმე დღეში შეუდგება, მანამდე კი მისი კანდიდატები და სხვა ქართველი მორაგბეები შვებულებაში არიან, ისვენებენ და საკლუბო საქმეებს აგვარებენ. ამასობაში უამრავი ტრანსფერი გაკეთდა, რომელთაგან ერთ-ერთი აშკარად გამოირჩევა. ბექა გიგაშვილის ფრანგული კარიერა კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება. რუსეთის ჩემპიონატიდან საფრანგეთის ფედერალ 1-ში გადასულმა არცთუ ნორჩმა ბურჯმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და პრო D2-ის „გრენობლს“...

იაპონია კავშირში გამოაცხადეს
ჩანაწერი

იაპონია კავშირში გამოაცხადეს

საქართველოს რაგბის კავშირში ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოცხადდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა წინაშე რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი წარსდგნენ. გოჩა სვანიძე „ნაკრებში 43 მოთამაშეა. ეს გაფართოებული შემადგენლობაა, რომლიდანაც გუნდის ხელმძღვანელობა სამსოფლიოთასოდ 31-ს შეარჩევს. ნაკრებში საუცხოო განწყობაა, ბიჭები ერთ მუშტად, ერთ ოჯახად არიან შეკრულები და აბსოლუტურად მზად არიან ორ თვიანი შეკრებისთვისა...

იტალიამ გაგვისწრო, ელიტამ – ვერა
ჩანაწერი

იტალიამ გაგვისწრო, ელიტამ – ვერა

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა არგენტინაში გამართული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულეს. ილია მაისურაძის გუნდმა მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში იტალიელ თანატოლებთან 17:29 დამარცხდა, არადა მეორე ტაიმში იყო დროის ისეთი 6-წუთიანი მონაკვეთი, როცა ქართველები 17:7 იგებდნენ. პირველი ტაიმი იტალიელებმა 7:0 მოიგეს. თამაში მათი უპირატესობით დაიწყო და მე-11 წუთზე მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელთა ლელოც გავიდა. ტაიმის ბოლოს რეფერიმ,...

ცოტაცა, ცოტაცა
ჩანაწერი

ცოტაცა, ცოტაცა

შემოდგომის ტესტების ორი თამაში გადავლილია და საქართველო გამოჩნდა ხმაურით მსოფლიო გაზეთების სარაგბო ფურცლებზე. ამბავი არა მხოლოდ კანადის ბევრლელოიან ძლევასა და სოსო მათიაშვილის გაქროლებასა და ნახტომშია, არამედ, უფრო ისაა, რომ საქართველოს უელსთან  უკვე დამთავრებულ დროში ხაზთან ახლო ჯარიმით და, შესაბამისად, შერკინების მოთხოვნით და მიწოლით, ფრეს საშუალება გაუჩნდა. რახან მანამდე  ჩვენებმა უელსი ოხრად დაარჩინეს შერკინებებში, ამ ბოლო...

ლელო ჰაერში 🎥
ჩანაწერი

ლელო ჰაერში 🎥

  54:22 – ასეთი ანგარიშით მოიგო საქართველოს ნაკრებმა თიბისი რაგბის სერიების პირველი მატჩი. 54 ქულა კანადის წინააღმდეგ – ნამდვილად კარგი შედეგია. ამაზე მეტი ქულა ბორჯღალოსნებს ბოლო წლებში მხოლოდ ერთხელ დაუგროვებიათ – შარშან, ევროპის რაგბის ჩემპიონატის სტარტზე გერმანიის ნაკრებთან 59:7 მოიგეს. თუმცა, ეს მხოლოდ ციფრებია. გერმანიას ჩვენმა ბიჭებმა იოლად აჯობეს და ქულებიც ადვილად აგროვეს. აი, კანადასთან,...

ჰა, ბურთი და ჰა, კანადა
ჩანაწერი

ჰა, ბურთი და ჰა, კანადა

დღეს, 18:00-ზე, „დინამო არენაზე“ დიდი რაგბია. „დიდი“ – ჩვენი გაგებით. იმიტომ, რომ ქართველ გულშემატკივარს ჯერჯერობით დაახლოებით კანადელების დონის გუნდების სტუმრობით უწევს დაკმაყოფილება. მსოფლიო რაგბის ბობოლებს უკვე წელიწადში 2-ჯერ ვეთამაშებით, რაც წინსვლა და ერთგვარი აღიარებაცაა – გვკადრულობენ. იმედია, მალე თბილისსაც ეწვევა რომელიმე მათგანი და „დინამოს“ 55-ათასხმიან წნეხს ისევე ვერ გაუძლებს, როგორც მეორე დონის ნაკრებები. დღეს კი,...