18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც კალინინგრადში მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა. ყოფილ კენიგსბერგში, რომელსაც რუსეთის დანარჩენ ნაწილთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია, ფინალებიღა დარჩა გასამართი – საჩემპიონო, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილებისთვის.
რაღა თქმა უნდა, პატარა ბორჯღალოსნები ფავორიტებად ისედაც მიიჩნეოდნენ და ეს სტატუსი 100%-ით მართლდება. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მზარდმა სიმძლავრემ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ერთი მეორის მიყოლებით ყველა ევროპულ ბობოლას ათქმევინა. ბოლო საფრანგეთი იყო, ვისაც ჩვენმა ბავშვებმა ფინალში მოუგეს და ნორჩმა „ლე ბლემაც“ გაიხურა კარი…
ასე დარჩნენ ქართველები რუსი-პორტუგალიელი-ესპანელი-რუმინელი და კიდევ უფრო დაბალი დონის თანატოლების პირისპირ. წლეულს ქართველებმა მეოთხედფინალში ჩეხეთის ნაკრებს 76:0 მოუგეს, გუშინ, ნახევარფინალში ბელგიას შედარებით მოკრძალებული ანგარიშით აჯობეს – 37:3 და ფინალში გავიდნენ, სადაც ასევე პორტუგალიის U18 მოხვდა. ფინალური მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 20:29კაპიტან გორგაძის 20
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 16:01მატკავას ქულები და 7 ლელო
აქეთურ-იქითური21/10/2026 | 21:49ბრონკანის სანოემბრო 36
აქეთურ-იქითური19/10/2026 | 17:43ნინი, გელა და მატკავა-შოუ
