ლევან მაისაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მარტყოფის მშვენიერ სარაგბო ბაზაზე შეკრიბა და მომავალი ოთხი მატჩისთვის მოსამზადებლად 37 მოთამაშეს უხმო, რომელთაგან 7-ს ბორჯღალიანი კვართი აქამდე არასდროს მოურგია. საბოლოოდ მაისაშვილი არჩევანს 33 მოთამაშეზე შეაჩერებს და თელავში სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ნიდერლანდების ნაკრებს, რის შემდეგაც სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიო ჩემპიონ „ქურციკებთან“ ორმატჩიანი სერიის გასამართად გაემგზავრებიან და ზაფხულის ტესტებს „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან...
ჭდე: ბორჯღალოსნები
ბორჯღალოსანთა ცხელი ზაფხული
როგორც იქნა, „მსოფლიო რაგბში“ ჩამოყალიბდნენ დამდეგი ზაფხულის ტესტების კალენდართან დაკავშირებით და ყველაფერი, რაც კულუარებში ჭორების დონეზე განიხილებოდა, ცხადი და ცალსახა გახდა – საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივლისში ტიერ 1-ის გუნდებთან ერთბაშად 3 მატჩს გამართავს! ესაა უპრეცედენტო შემთხვევა ქართული რაგბის ისტორიაში. 2020 წელს თუ არ ჩავთვლით, როცა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მთელი საერთაშორისო კალენდარი თავდაყირა დადგა და მარტო...
მგლებთან სამი ახალბედით
6 მარტს, თბილისის დროით 19 საათზე ლისაბონის „კარ ჟამორზე“ დაიწყება პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა, რომლითაც სტარტს აიღებს 2021 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი. პორტუგალია ერთადერთი წარმომადგენელია სარაგბო ტიერ 2-ისა, რომელმაც რუმინულ-ქართული ჰეგემონიის დაძლევა და ერთა თასის მოგება მოახერხა. ეს 2004 წელს მოხდა, თუმცა, მას შემდეგ ბევრ წყალს ჩაუვლია და დღეს „ლობუში“ („მგლები“) ვეღარ დაიკვეხნის მაღალი...
საქართველო პუმებში
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თუ კვლავ არ ჩაერია კორონავირუსის პანდემია, მომავალი წლის ივლისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინას ეწვევა და „ლოს პუმასთან“ სატესტო მატჩს გამართავს. ამ ინფორმაციას რაგბის კავშირში არ ადასტურებენ, მით უფრო რომ იქ ამისთვის არავის ცხელა – 30-ში ხომ საპრეზიდენტო არჩევნებია… არგენტინულ პრესაში კი ეს ინფორმაცია ისეა გავრცელებული, როგორც უტყუარი, თან წერენ, არგენტინის...
საქართველო-რუსეთი: ახლა თებერვალიო
გასაკვირი იქნება, თუ ეს მატჩი ოდესმე შედგება. ჯერ იყო და, მას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ბორჯღალოსნებისთვის, რადგან მარტში ქართველები რუსებს უკვე ევროპის ჩემპიონების რანგში ხვდებოდნენ. მაგრამ ის თამაში მატჩის წინა დღისთვის გადაიდო… მერე გადაწყდა, რომ თამაში შემოდგომის ტესტების პერიოდში გაიმართებოდა – 1 ნოემბერს, მაგრამ ბოლო მომენტში „რაგბი ევროპის“ მამებმა ეს მატჩიც გადადეს. ამ შემთხვევაში ხსენებულ...
მფრინავი ფიჯელები
5 დეკემბერს საქართველოს ნაკრები თავის ისტორიულ ევროპულ ტურნეს დაასრულებს. დიახ, ეს ტურნეა რადგან „შემოდგომის ერთა თასის“ გათამაშება ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს. ბორჯღალოსანთა ბოლო მეტოქე ფიჯის ნაკრები იქნება. მოგეხსენებათ, კუნძულელთა ბანაკში პირველ მატჩამდე ორიოდე დღით ადრე კორონავირუსით დაინფიცერების ფაქტი დადასტურდა, თამაში, ცხადია ჩაიშალა, ხოლო ინფიცირებული „მფრინავი ფიჯელების“ რიცხვმა თანდათან სამ ათეულს მიაღწია – მოთამაშეების გარდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც...
მეხუთე …
კვირას, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. იმ ადგილას, სადაც ოდესღაც მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი მექა „ლენსდაუნ როუდი“ იდგა, რომელზეც ბორჯღალოსნებს ორჯერ უთამაშიათ, დღეს მშვენიერი „ავივა სთედიუმია“ აღმართული, რომელიც თავისი წინამორბედის დიდებას მხოლოდ უახლოვდება და სადაც საქართველოს ნაკრებს ასევე უთამაშია, ოღონდ – ერთხელ. უთამაშიათ ქართველ ფეხბურთელებსაც… საინტერესო პარალელი...
მზადება თვითიზოლაციასთან ერთად
საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ორშაბათიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევლნენ და 11 ოქტომბრამდე შემოდგომის მატჩებისთვის მზადების პირველ ეტაპს გაივლიან. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მთელი ეს პერიოდები ბორჯღალოსნები თვითიზოლაციაში იქნებიან და გარე სამყაროს მოწყდებიან. შესაბამისად, ვარჯიშებიც დახურული იქნება, რათა შოტლანდიაში და „შემოდგომის ერთა თასზე“ გამგზავრებამდე, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი...
გმადლობთ, დავით !
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა გამარჯობა! დადგა დღე რომელიც ჩემთვის ძალიან ემოციურია! დღე როდესაც ჩემი რაგბის კარიერა დასრულდა! როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ, როგორც წარმატებულ ასევე ყველაზე მძიმე პერიოდშიც. მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს ხელშეწყობისთვის! მადლობა რაგბის ფედერაციის ყველა...
ოცნებასთან ერთ ნაბიჯში…
იაპონიის რაგბის კავშირის თავკაცებმა ევროპაში „მამაცი საკურების“ გაგზავნაზე უარი საბოლოოდ თქვეს. ეს მოსალოდნელიც იყო: ჯერ ერთი, ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო იაპონიაში ჩასვლას ეროვნული გუნდის დამრიგებელი ჯეიმი ჯოზეფი ვერ ახერხებს; მეორე მიზეზი კი ისაა, რომ იაპონიაშივე გამართული მსოფლიო თასის მეოთხედფინალში წაგების მერე ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებს არათუ აღარ უთამაშია, აღარ შეკრებილა და ახლო მომავალში ამის...






